ოთხშაბათს მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე კოშმარული საღამო ჰქონდა
ოთხშაბათს მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე კოშმარული საღამო ჰქონდა - საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "სამეფო კლუბი" უსახელო "ლეგანესთან" 1:2 დამარცხდა (პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული) და სამეფო თასიდან გავარდა.

"ეს ჩემი პირადი ჩავარდნაა და დამნაშავე მე ვარ მხოლოდ", - ამბობდა ზინედინ ზიდანი თამაშის მერე. ერთი რამ უკვე ცხადია - თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის ბარიერს გაივლის, მაშინ შეინარჩუნებს თანამდებობას, არადა...

პსჟ-სა და ჩემპიონთა ლიგამდე ჯერ ცოტა დრო რჩება, ლა ლიგაში კი ჩემპიონს არაჩემპიონური, მაგრამ საკმაოდ მძიმე ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. მისი კონკურენტები "ატლეტიკო" და "ვალენსია" არიან.

სწორედ "ვალენსიას" ესტუმრება "რეალი" შაბათს "მესტალიაზე" და, ვინ იცის, თუ ფეხი იქაც დაუცდა, ფრანგ ლეგენდას პარიზამდე აღარც კი აცალონ.

რა შანსი აქვს "ვალენსიას" ამ დაპირისპირებაში? თავად განსაჯეთ - პირველ წრეში გუნდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:2 ითამაშეს , ხოლო ახლა მარსელინოს გუნდი 5 ქულით უსწრებს კონკურენტს (მართალია, "რეალს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს - იმავე "ლეგანესთან"!).

პირველი წრის შეხვედრაში რომ არა ასენსიო, "რეალი" წააგებდა. ახალგაზრდა შემტევმა დუბლი შეასრულა, მან 83-ე წუთზე გადაურჩინა "რეალს" ქულა. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებიდან "მესტალიაზე" 11 თვეა გასული, მაშინ "ვალენსიამ" 2:1 მოიგო ძაძასა და ორელიანას გოლებით.

თავის მხრივ, "ვალენსიამაც" ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ კოპა დელ რეის ნახევარფინალში პენალტების სერიაში "გაძვრა". მარსელინო სამწვრთნელო კარიერაში მესამედ არის თასის ნახევარფინალში, თუმცა ვერც "რასინგთან" და ვერც "ვილიარეალთან" ერთად ფინალში ვერ გავიდა.

"რეალთან" "ვალენსიას" არ ეყოლება დისკვალიფიცირებული გაბრიელ პაულისტა და რუბენ ვეზუ (თუმცა ამ უკანასკნელის დისკვალიფიკაციაზე საჩივარი ხელმეორედ შეიტანეს). ტრავმირებულია ჯეისონ მურილიო. ვის შეუწყვილებენ ცენტრში ესეკიელ გარაის, ჯერ კიდევ გამოცანაა.

ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" კვირას უმასპინძლებს "ალავესს", ხოლო მისი პირობითი მდევარი (სხვაობა 11 ქულაა) "ატლეტიკო" "ლას პალმასს" დაუხვდება.

ფაქტები

"ბარსელონამ" ბოლო 21 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

"ლას პალმასმა" ბოლო 17 საგარეო მატჩიდან 15 დათმო.

"რეალმა" ბოლო სამი საგარეო მატჩი ლა ლიგაში ფრედ დაასრულა.

"ვალენსიამ" "რეალთან" ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9-ში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

"რეალმა" "ვალენსიასთან" ბოლო 19 მატჩიდან 17 არ წააგო.

"ბარსელონამ" ბოლო 21 საშინაო მატჩიდან 20 მოიგო ლა ლიგაში.

ლა ლიგა. XXI ტური

პარასკევი, 26 იანვარი

ბილბაო-ეიბარი 1:1

გოლები: 1:0 არიც ადურისი (50), 1:1 კიკე (73)

შაბათი, 27 იანვარი

დეპორტივო-ლევანტე 16:00

ვალენსია-რეალი 19:15

მალაგა-ჟირონა 21:30

ვილიარეალი- სოსიედადი 23:45

კვირა, 28 იანვარი

ლეგანესი-ესპანიოლი 15:00

ატლეტიკო-ლას პალმასი 19:15

სევილია-ხეტაფე 21:30

ბარსელონა-ალავესი 23:45

ორშაბათი, 29 იანვარი

სელტა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"