ქართველ ნახევარმცველს რუსეთის პრემიერლიგაში "ვოლგას" წარმატებული დებიუტი არ უკვირს
ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ქართველებმა სწრაფად აუღეს ალღო პრემიერლიგას - სამი ტურიდან ორში საუკეთესოდ ქართველები დაასახელეს. ბოლო შეხვედრაში “ვოლგამ” პრემიერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, მოსკოვის "დინამო" მიიღო და დიდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა, რაშიც წონადი წვლილი ქართველებმა შეიტანეს და “ლელო” ამაზე უკვე წერდა.

მატჩის გმირი გოჩა ხოჯავა იყო, “სოკერ.რუმ”, “სოვეტსკი სპორტმა” და “სპორტ-ექსპრესმა” 26 წლის ქართველი პლეიმეიკერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან, რომ იტყვიან, არაფრიდან შექმნა საგოლე მომენტები და პატარა საფეხბურთო სპექტაკლი დადგა – პირველი გოლისას საჯარიმოს ხაზთან ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ტომისლავ დუიმოვიჩი და რუსეთის ნაკრების მოთამაშე იგორ სემშოვი ლამაზი ფინტით გააცურა, გამოზომილი და ეფექტური პასით მიხეიცე პლეშჩანი მეკარესთან პირისპირ დატოვა და გაატანინა. მეორე გოლი მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მესამეც მისი წამოწყებული კომბინაციის შემდეგ გავიდა.

მოკლედ, გოჩა ხოჯავამ პრემიერლიგაში ბენეფისი მოიწყო და ქართული ღვინოც ახსენა, გამარჯვებას მხოლოდ ჩვენებური სასმელით აღვნიშნავთო.

გოჩას გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მოსკოვის “დინამოსთან” თქვენი გამარჯვება ძნელი წარმოსადგენი იყო.

- რა თქმა უნდა, 3:0 მოგება ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტთან ძნელია, მაგრამ სენსაციადაც ვერ ჩავთვლი, რადგან “ვოლგა” სეზონამდე ძალიან გაძლიერდა: პლეშჩანი “სტიაუადან” მოიყვანეს, კროსასს “ბარსელონასა” და “სელტიკში” უთამაშია, დავიმატეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გოგუა და სალუქვაძე, გრიგალავას ნაკლებად იცნობთ, მაგრამ კარგი მცველია და, რაც მთავარია, ნიჭიერი მწვრთნელიც გვყავს. ასე რომ, ჩვენი წარმატებული სტარტი არ მიკვირს, ეს სხვებისთვის არის მოულოდნელი, მაგრამ სეზონის მსვლელობისას დარწმუნდებით, რომ არაფერს ვაჭარბებ.

- პირველ გოლამდე გაკეთებული ფინტი მომეწონა, რომელმაც რუსებს ქართული ტექნიკა გაახსენა.

- მე რომ მიყვარს, ის ფეხბურთი ვითამაშეთ. კარგი ფინტიც გამომივიდა.

- თუ არ მეშლება, ასეთი წარმატებული შეხვედრა პირველ ლიგაშიც არ ჩაგიტარებია.

- პრემიერლიგა სხვა დონეა, მაგრამ სხვა სტიმულიც არის, სეზონისთვის კი ძალიან კარგად მოვემზადე, სამი თვის განმავლობაში შეკრება არ გამიცდენია და ამან შედეგიც გამოიღო. მიხარია, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ.

- ხასიათის ფეხბურთელად გიცნობენ და, ეტყობა, მოსკოვის “დინამო” კარგი სტიმული იყო.

- რა თქმა უნდა, ძლიერ გუნდთან მეტი მონდომებით ვთამაშობ. ან ეს რა გასაკვირია, სად მოსკოვის “დინამოსთან” შეხვედრა და სად - ცხრა ათასი კილომეტრის იქით ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან”. თამაში ძლიერ გუნდთან უფრო მიყვარს.

- როგორც ჩანს, პრემიერლიგასთან შეგუება არ გაგჭირვებია?

- პრემიერლიგაში თამაში სასიამოვნოა და ნაღდად არ გამჭირვებია. თანაც, ძლიერი გუნდი გვყავს და სეზონისთვისაც კარგად მოვემზადეთ.

- ქართველი ქომაგისთვის ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იქნება, თუ შენს ნიჭს ნაკრებში არ გამოიყენებ. სამწუხაროდ, სლოვენიასთან თავი ვერ გამოიჩინე და მას შემდეგ ქეცბაია აღარ გიძახებს.

- სლოვენიასთან სეზონის დასრულების შემდეგ ვითამაშეთ, ფორმაშიც არ ვიყავი, კუნთიც მაწუხებდა და ნამდვილად ვერ ვითამაშე. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ფლანგზე თამაშს მიჩვეული არ ვარ, ქეცბაია კი გუნდს უფრო დაცვიდან ათამაშებს და დაცვასაც უნდა დავხმარებოდი. რა ვქნა, მე უფრო შეტევა მეხერხება, ვიდრე დაცვაში თამაში. მაგრამ მწვრთნელი ფლანგზე რომ დაგაყენებს, ხომ არ ეტყვი, სხვა ადგილზე მირჩევნიაო?

- თუ იცი, ნაკრების ხელმძღვანელობა შენ მიმართ ინტერესს ინარჩუნებს?

- წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, რომ სლოვენიის შემდეგ არ მითამაშია, მაგრამ ისიც მახარებს, გუნდი წარმატებით რომ თამაშობს. ხორვატიას ვოლგელებმა მოუგეს, სალუქვაძემ, მარცვალაძემ, გოგუამ და ნიჟნიში ყველა ამაზე ლაპარაკობს.

roma
მარტალი ხარ დზმაო
BARCELONA
მე არ ვიცი, ხოჯავას თამაში ვის გინახავთ და ვის არა, მაგრამ გიორგი ქინქლაძის შემდეგ ასეთი ტალანტი არ გვყოლია, სხვათა შორისა, არც ანანიძე. 2005 წელს ავლაბრის სტადიონზე ფოთის "კოლხეთის" 6 მოთამაშე მოატყუა, ზედ მეკარეც მიაყოლა და ისეთი გოლი გაიტანა, იმ პატრონმო (ტუუუ..)-ლმა ჰაინც ტოპმიოლერმა ტაშისკვრით ხელები აიტყავა, მაგრამ ნოდარ ახალკაცის ინტერესში არ იყო და ახალგაზრდულ ნაკრებს ახლოს არ გააკარეს. მერე ვიძახით რატომ დაიკარგაო. კი პოხუისტია, რეჟიმისტიც არ იყო და ბევრი ადამიანური ნაკლი აქვს, ჰქონდა უფრო სწორედ, მაგრამ ასეთებს ხელს მაინც არ კრავენ და ვარსკვლავად აქცევენ. ეს ჩვენთან ამოიჩემეს, ხასიათი არ უვარგაო და ამიტომ არ აგვყავსო - დურაკები! როი კინი იყო მაგარი ხასიათის თუ გერდ მიულერი? მოურინიო ამბობს, ფეხბურთელის ხასიათი არ მაინტერესებს, მისგან გოლს ვითხოვო. ჩვენები გოლს კი არა, მხოლოდ კარგ ხასიათს ითხოვენ, ფეხბურთელების მართვა რომ არ გაუჭირდეთ. ესაა პრობლემა, ინდივიდებს ვერ იტანენ.
BARCELONA
მე არ ვიცი, ხოჯავას თამაში ვის გინახავთ და ვის არა, მაგრამ გიორგი ქინქლაძის შემდეგ ასეთი ტალანტი არ გვყოლია, სხვათა შორისა, არც ანანიძე. 2005 წელს ავლაბრის სტადიონზე ფოთის "კოლხეთის" 6 მოთამაშე მოატყუა, ზედ მეკარეც მიაყოლა და ისეთი გოლი გაიტანა, იმ პატრონმო (ტუუუ..)-ლმა ჰაინც ტოპმიოლერმა ტაშისკვრით ხელები აიტყავა, მაგრამ ნოდარ ახალკაცის ინტერესში არ იყო და ახალგაზრდულ ნაკრებს ახლოს არ გააკარეს. მერე ვიძახით რატომ დაიკარგაო. კი პოხუისტია, რეჟიმისტიც არ იყო და ბევრი ადამიანური ნაკლი აქვს, ჰქონდა უფრო სწორედ, მაგრამ ასეთებს ხელს მაინც არ კრავენ და ვარსკვლავად აქცევენ. ეს ჩვენთან ამოიჩემეს, ხასიათი არ უვარგაო და ამიტომ არ აგვყავსო - დურაკები! როი კინი იყო მაგარი ხასიათის თუ გერდ მიულერი? მოურინიო ამბობს, ფეხბურთელის ხასიათი არ მაინტერესებს, მისგან გოლს ვითხოვო. ჩვენები გოლს კი არა, მხოლოდ კარგ ხასიათს ითხოვენ, ფეხბურთელების მართვა რომ არ გაუჭირდეთ. ესაა პრობლემა, ინდივიდებს ვერ იტანენ.
BARCELONA
მე არ ვიცი, ხოჯავას თამაში ვის გინახავთ და ვიც არა, მაგრამ პირადად მე გიორგი ქინქლაძის შემდეგ ასეთი ტალანტი არ მახსოვს. 2005 წელს ფოთის "კოლხეთთან" საოცრება გოლი გაოტანა, ოატყუა 6 ფოთელი, ზედ მეკარე და ისეთი გოლი გაიტანა, იმ პატრონმო (ტუუუ..)-ლმა ჰაინც ტოპმიოლერს ავლაბრის სტადიონზე ტაშისკვრით ხელები აიტყავა, მაგრამ ნოდარ ახალკაცის ინტერესში არ იყო და ახალგაზრდულ ნაკრებს ახლოს არ გააკარეს. მერე ვიძახით რატომ დაიკარგაო. კი ..., რეჟიმისტიც არ იყო და ბევრი ადამიანური ნაკლი აქვს, ჰქონდა უფრო სწორედ, მაგრამ ბევრი ასეთი ვარსკვლავად აქციეს და ნაკლი პლუსად უქციეს.
ალექსანდრე გედევანიშვილი
Сборная тура Будаков (Кубань) - Анюков (Зенит), Амисулашвили (Краснодар), Роберто Карлос (Анжи) - Ходжава (Волга), Жусилей (Анжи), Маурисио (Терек), Игнатьев (Локомотив), Кулик (Кубань) – Голенда (Анжи), Марцваладзе (Волга) წყარო იგივე
ალექსანდრე გედევანიშვილი
Герой тура Гоча Ходжава помог своей команде одержать уже вторую победу в нынешнем сезоне. В поединке против Динамо на его счету гол и голевая передача, причем передача великолепная. http://football.ua/russia/news/125975.html - ძალიან სასიამოვნო ამბავია
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"