ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველი თავდამსხმელი დაფიქრდა, უღირს კი გუნდში დარჩენა?

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნალჩიკის “სპარტაკმა” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლა და 2:2 ითამაშა. ყაბარდოელთა გუნდში გასულ სეზონში წამყვან პოზიციებზე ქართველი ფეხბურთელები იყვნენ, წლეულს კი კლუბს მხოლოდ დავით სირაძე შემორჩა და ისიც წამოსვლაზე დაფიქრდა, რადგან საწყის სამ ტურში ძირითადში “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ეშტრეკოვმა ერთხელაც არ დააყენა - დათოს “ზენიტთანაც” არ უთამაშია.

- რატომ არ გათამაშებენ, კიდევ ხომ არ დაშავდი?

- ჯანმრთელად ვარ, მაგრამ რატომღაც მწვრთნელმა სათადარიგოებში დამსვა და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის მიზეზი.

- არადა, მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს იმედიანად იყავი.

- მაშინ ეშტრეკოვი ისე იქცეოდა, ვფიქრობდი, ძირითადის კაცი ვარ-მეთქი. არ მეგონა, ჩემი საქმე ასე თუ წავიდოდა. უკვე სამი ტური ჩატარდა და არ მათამაშებს, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება. ფაქტია, ნაკრებიდან გუნდში დაბრუნებულს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. ამას კი არ ველოდი - ძირითად შემადგენლობაში კი არა, მოედანზე აღარ მიშვებს.

თუმცა ყველაფერი წინ არის. ახალი სეზონი რუსეთში უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდება და, ალბათ, თამაშის შანსი მომეცემა. იმედს მაინც არ ვკარგავ და ყველაფერს ვიღონებ, შემადგენლობაში ადგილი რომ დავიბრუნო.

- ასეთ ვითარებაში გუნდის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრია?

- ჯერ არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დავფიქრდები. როცა აღარ გათამაშებენ, გასაგებია, რომ გუნდის შეცვლაზე უნდა იფიქრო. არადა, თამაში მინდა და საამისოდ მზად ვარ.

- ნაკრებზეც ვთქვათ, ისრაელთან გუნდის ცნობა ძნელი იყო...

- დაღლილები ვიყავით, რადგან ხორვატიასთან შეხვედრამ ძალიან დიდი ენერგია წაგვართვა, ისრაელამდე კი ცოტა დრო გვქონდა ძალების აღსადგენად. უმძიმესი შეხვედრის შემდეგ დასასვენებლად ორი დღე რომ გაქვს, საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეუძლებელია. საწყენი კია, წაუგებელი სერია რომ შევწყვიტეთ, მაგრამ ჩვენი წარმატების მაინც გვჯერა, რადგან ძალიან შეკრული და ერთსულოვანი გუნდი ჩამოყალიბდა.

- ისრაელში წაგების ერთ-ერთ მიზეზად მოედნის მდგომარეობაც დასახელდა.

- არა, მიზეზი ჩვენი გადაღლილობა იყო. ისე ვერ ვიბრძოლეთ, როგორც ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გვჩვევია.

- შენი აზრით, დარჩენილ მატჩებში საქართველოს ნაკრებს რამდენი ქულის მოპოვება შეუძლია?

- ისევე თუ მოვინდომებთ, როგორც ხორვატიასთან, ვფიქრობ, ცხრა ქულის მოპოვება შესაძლებელი იქნება - სახლში ლატვიასთან და საბერძნეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ძნელი იქნება მალტის სტუმრად დამარცხება, მაგრამ წამოუდგენელიც არ არის. ყველაზე რთული მატჩი კი ხორვატიაში გველის. რა თქმა უნდა, ცხრა ქულის მოპოვება ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ წარმატებაზე ვფიქრობთ, სხვაგვარი შედეგი მიუღებელია.

- შენი აზრით, რომელ შეხვედრაში შეგვეძლო მეტი ქულის მოპოვება?

- ლატვიასთან და ისრაელთან სახლში ქულები რომ დავკარგეთ, ეს საკამათოც არ არის. ქულის მოპოვება თელ-ავივშიც შეიძლებოდა.

guja kakhadze
ნაკრებს 10 ქულის აღება შეუძლია. ამისათვის საჭიროა მაღალ ტემპში ითამაშოთ და მუჯირი ყველა მათჩში 90 წუთი ათამაშოთ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე