ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ის ადამიანია, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია საქართველოში და არამარტო
ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ის ადამიანია, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია საქართველოში და არამარტო. მასზე საუბრობენ იაპონიაში, მონღოლეთში და ყველგან, სადაც სუმო უყვართ.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ლევან გორგაძის შესახებ.

10. ლევან გორგაძე 1987 წელს მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში დაიბადა.

9. ქართველი სუმოისტი 177 კილოგრამია და 1.92 სანტიმეტრია სიმაღლეში.

8. თავიდან ლევანი ძიუდოზე დადიოდა. გორგაძე 18 წლის ჭაბუკთა შორის მსოფლიოს სუმოისტთა ტურნირზე მოხვდა. შემდეგ ლევან ცაგურიამ, იგივე კოკაიმ ტოჩინოშინი და გაგამარუ დაარწმუნა, რომ თუ სპორტის ამ სახეობაში დარჩებოდნენ, წარმატებას მიაღწევდნენ.

7. ტოჩინოშინს მაქსიმალური წოდება რაც აქვს მიღებული - სეკივაკეობაა. ის 2016 წელს მიიღო, თუმცა განვითარების საშუალება არ მიეცა, რადგან ტრავმებმა შეაწუხა და დაქვეითდა. იმპერატორის თასის მოგების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქართველი ამ წოდებას დაიბრუნებს, ამაზე მაღალი წოდებები კი ოძეკი და იოკოძუნაა.

6. ტოჩინოშინისთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის. მას 3-ჯერ ჯურიო ლიგა აქვს მოგებული (მე-2 ლიგა) და 2-ჯერ მაკუშიტა ლიგა (მე-3 ლიგა).

5. სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ, სახელს პრეზიდენტი არქმევს. ტოჩინოშინი ქართულად ითარგმნება, როგორც გული.

4. ტოჩინოშინი თავის ქორწილს ასე იხსენებს:

"მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადავწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყვანე იაპონიაში. ქორწილი ტოკიოში გადავიხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...

იაპონიაში ოცამდე ქართველი თუ ვიქნებით. ყველა დავპატიჟე. ცერემონია 3 საათს გაგრძელდა. საქართველოში რომ მოვილხენთ ხოლმე ცეკვებითა და თამადის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, აქ ასე არ იციან. ვიჯექი მორჩილად, ლუკმაც არ ჩამიდია პირში, თუმცა, ცერემონია რომ დასრულდა, ახლობლებთან ერთად მამაპაპურად მოვილხინეთ."

3. ტოჩინოშინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე გეგმავს სუმოში ასპარეზობას, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად შეეძლება ბრძოლაში მონაწილეობა.

2. სუმოისტებს სპეციალური ვარცხნილობა აქვთ და მაშასადამე, ტოჩინოშინსაც. თუ ის რაიმე წესს დაარღვევს ან სუმოს თავს დაანებებს, თმებს შეჭრიან. ასევე, კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით, ლევანს სუმოს ტურნირებზე მეუღლის წაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, მის მეორე ნახევარს ტელევიზორში უწევს ლევანის წარმატებების ყურება.

1. ტოჩინოშინს იმპერატორის თასის გამარჯვების შემდეგ მანქანა და ერთი წლის მარაგი ბენზინი გადაეცა, თუმცა სუმოისტებს მანქანის ტარება ეკრძალებათ და სანამ კარიერას თავს არ დაანებებს, საჭესთან ვერ დაჯდება. მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მძღოლი, რომელიც აგრეთვე აუცილებლად უნდა იყოს კლუბის წევრი. სხვა შემთხვევაში ესეც სუმოს წესების დარღვევაა.

ტოჩინოშინს თასი კი არა, თასები გადასცეს [VIDEO+PHOTO]

ბოლო ბრძოლა, კიდევ ერთი გამარჯვება და ოვაციებით დაცლილი დარბაზი! ეს ტოჩინოშინია! [VIDEO]

1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

ლევან ცაგურია: ტოჩინოშინმა რაც გააკეთა გმირობის ტოლფასია!

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ

ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]