დიდი ხანია, რუსეთის პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელები ასე არ დაუფასებიათ

დიდი ხანია, რუსეთის პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელები ასე არ დაუფასებიათ. წლეულს კი მათი რიცხვიც გაიზარდა და ხარისხიც.

"სოვეტსკი სპორტი" რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ყოველ ტურში ხუთბალიანი სისტემით აფასებს. გუშინ გაზეთში პრემიერლიგის გუნდების საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულები გამოქვეყნდა.

ცხადია, მოსალოდნელი იყო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ქართველთა წარმოჩენა, მაგრამ სამეულში მხოლოდ გოჩა ხოჯავა მოხვდა: სამი ტურის შემდეგ საშუალოდ 3,7 ქულით გუნდში პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

საქართველოს ნაკრების მცველმა ალეკო ამისულაშვილმა კი დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ დანიშნეს "კრასნოდარის" კაპიტნად და რომ მასში 3 მილიონი ევრო არ გადაუყრიათ - ალეკო 4,0 შეფასებით გუნდში საუკეთესოა. ბოლო ტურში პრემიერლიგის დებიუტანტმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან მოსკოვის ცსკა-სთან 1:1 ალეკოს საგოლე გადაცემითა და დაცვაში საიმედო თამაშის წყალობითაც ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი არა მხოლოდ გუნდში, პრემიერლიგის მარჯვენა ცენტრალურ მცველებშიც გამოარჩიეს -ამისულაშვილი მეორე-მესამე ადგილებს ყაზანის "რუბინის" ესპანელ უკანახაზელ სეზარ გონსალეს ნავასსთან ერთად იყოფს.

უცნაური იყო საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველებში პლეიმეიკერ ხოჯავას დასახელება, მაგრამ აღიარეს და საწყენიც რა არის - "ვოლგას" ფეხბურთელი 3,7 ქულით მოსკოვის "სპარტაკის" ბრაზილიელ ნახევარმცველ იბსონთან მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

ამისულაშვილი და ხოჯავა ინტერნეტპორტალმა "ევრო-ფუტბოლმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ცსკა-ს მცველმა სერგეი იგნაშევიჩმა "ფენტეზი-ფუტბოლში" თავის მეწყვილედ სწორედ ამისულაშვილი დაასახელა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ თურქეთში ხანმოკლე მივლინებიდან რუსეთში დაბრუნებული ფეხბურთელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველია. ამისულაშვილმა გაცემული ავანსები გაამართლა და ეს განსაკუთრებით სწორედ არმიელებთან გამოჩნდა. სტუმრებმა შეხვედრა "მშრალად" ვერ დაასრულეს, მაგრამ ალექსანდრე ისე თამაშობდა, როგორც ლიდერს შეშვენის. ამას გარდა, "მეორე სართულზე" თამაშით ცნობილმა მცველმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.

...ხოჯავა "ვოლგას" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. ჯერ "კანფეტივით" პასით მიხაიცე პლეშჩანს გაატანინა, შემდეგ ჯარიმით თავად შეაგდო. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ხოჯავა მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა, ის ჩრდილში იყო და თავის სამუშაოს ასრულებდა. მაგრამ შემტევი ფეხბურთელისთვის მთავარი მაინც გადამწვეტ ეპიზოდში თავის გამოჩენაა", - წერს "ევროფუტბოლ.რუ".

გამოცემამ ტურის სიმბოლური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე დაასახელა, სათადარიგოებში კი კიდევ ერთი ვოლგელი, ოთარ მარცვალაძე შეიყვანა.

ინტერნეტგამოცემა "კულიჩკი.რუმ" კი მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა მკითხველს მიანდო და არჩევანის გასაკეთებლად 26 ფეხბურთელის სია შესთავაზა, მათ შორის იყვნენ: მახაჩყალის "ანჟის" მეკარე ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, "ვოლგას" ქართველებიდან გია გრიგალავა და გოჩა ხოჯავა.

მოგეხსენებათ, ინტერნეტ-გამოკითხვები სუბიექტურობით გამოირჩევა და ყველა თავისიანს სწყალობს. ვფიქრობ, სწორედ ამის ბრალია, რომ ხოჯავა, რომელმაც მესამე ტურში ყველა აალაპარაკა, მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. არადა, მისნაირად სამეულში მოხვედრილ არც ერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.

დაბოლოს: უკრაინულმა ინტერნეტგაზეთმა "ფუტბოლ.უამ", რომელიც რუსეთის პრემიერლიგასაც საკუთარზე არანაკლებად აშუქებს, ხოჯავა მესამე ტურის გმირად დაასახელა. გაზეთმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ამისულაშვილთან და ხოჯავასთან ერთად, ოთარ მარცვალაძეც შეიყვანა. სამი ქართველი პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა