"ბარსელონა" "მესტალიაზე" ოდენ ერთგოლიანი ფორით მიემგზავრება[VIDEO]
ამ სეზონში დიდებული სტარტის შემდეგ "ვალენსიამ" თანდათან დააგდო აღებული ტემპი და "კამპ ნოუს" "რეალთან" განადგურებიდან (1:4) 5 დღის მერე ესტუმრა, ხოლო "ბარსელონამ" ლა ლიგას უკანასკნელ ტურში სახლში "ალავესს" (2:1) ძლივს სძლია.

ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა ბრაზილიელი ნახევარმცველები პაულინიო და კოუტინიო და მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე. ეს თასზე ინიესტას 71-ე მატჩი გახლდათ და თავისი გუნდიდან ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჟოზეპ სამიტერს (75 მატჩი) ჩამორჩება.

პირველ ტაიმში მასპინძლები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, ნანტრაქტევს კი მათი იერიშები უფრო გამძაფრდა და სუარესმა მესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ბოლო 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო "ვალენსია" 9 შეხვედრაში 9-ჯერ დაამწუხრა. კატალონიელები დარჩენილ დროში ანგარიშის გაზრდას შეეეცადნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვარგობდნენ და ხან "ღამურების" მეკარე ხაუმე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

აღსანიშნავია, რომ ასულგრანას მიერ კარისკენ დარტყმული 15 ბურთიდან 9 ლეოს ანგარიშზეა. კვლავ ვერაფრით გამოიჩინა თავი კოუტინიომ, რომელსაც ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

ასე და ამგვარად, ბლაუგრანა "მესტალიაზე" ოდენ ერთგოლიანი ფორით მიემგზავრება.

"კამპ ნოუ" 50 959 მაყურებელი

ბარსელონა: სილესენი - ალბა, უმტიტი, პიკე, სერხი - ინიესტა (72. ალკასერი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (67. პაულინიო), ვიდალი (59. კოუტინიო) - სუაესი, მესი

ვალენსია: ხაუმე - გაია, ვეზუ, გაბრიელი, მონტოია - პერეირა (46. მაქსიმოვიჩი), კოკლენი, პარეხო, სოლერი (76. ტორესი) - ვიეტო, როდრიგო (80. მინა)

გოლი: 1:0 სუარესი (67)

გაფრთხილება: სერხი (35), პერეირა (41), ვიეტო (50), სოლერი (53)

ზურა
ბატონო ზაკო, ვალენსიაში ვცხოვრობდი საკმაოდ დიდხანს და ყველა ვალენსიელი მესტაიას ეძახის, იციან ალბათ რა ქვია და უნდა დავუჯეროთ პ.ს იხვი, ბატი, კაკაბი და ზარნაშო რა შუაშია ვერ გავიგე
ruslani
მესტაია კარგი იყოოოოო ....დდდ
ზაკო
ზურა, ყველა ენაზე, რაც ინტერნეტში ამოვიკითხე, ყველგან "მესტალიაა"("Mestalla Stadium", "მესტალია", «Месталья»,"Estadio Mestalla") ნახსენები. საინტერესოა, შენ საიდან იღებ ინფორმაციას ან რა რომელი ენიდან თარგმნი. მესტაია არა იხვი....
ზურა
მესტაია ! და არა მესტალია, ნუ ამახინჯებთ...
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა