ტრადიციულად, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური კვირას, გვიან საღამოს, ცენტრალური მატჩით სრულდება
ტრადიციულად, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური კვირას, გვიან საღამოს, ცენტრალური მატჩით სრულდება. ამჯერად, ეს თამაში ჩემპიონ "მონაკოსა" და "ლიონს" შორისაა. მას მერე, რაც პსჟ ამ გუნდებს 12 და 11 (შესაბამისად) ქულით უსწრებს, ეს დაპირისპირება უფრო მეორე ადგილისთვის ბრძოლაა (რომლისთვისაც "მარსელიც" იბრძვის).

მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტიაა, მესამე - საკვალიფიკაციო პლეი ოფის, მეოთხე კი მხოლოდ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მომტანია. არადა, ამ სამეულიდან არც ერთს აღარ აკმაყოფილებს ევროპალიგა და მწვრთნელებს ბოსები ამას დიდ წარუმატებლობაში ჩაუთვლიან. მოკლედ, ჩემპიონატის დასრულებამდე 15 ტურით ადრე მთავარი ინტრიგა გამოკვეთილია.

პსჟ, რომელიც შუა კვირაში ქვეყნის ლიგის თასის ფინალში გავიდა, ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუება "ლილს" სტუმრობს. ჩრდილოელები მხოლოდ ქულით უსწრებენ გავარდნის ზონას. არადა, ჩემპიონატის წინ მათზე ამბობდნენ, "ძაღლები" ევროსაგზურისთვის იბრძოლებენო...

პარიზელებს ეყოლებათ გამოჯანმრთელებული კილიან მბაპე, რომელმაც სათასო მატჩში წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ არ ეყოლებათ დანი ალვეში, რომელიც დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ტიაგო მოტას თამაში. ედინსონ კავანიმ უკვე გაიტანა სარეკორდო 157-ე გოლი პსჟ-ის შემადგენლობაში და ახლა სულ სხვა მიზნისთვის იბრძვის - კავანის 21 გოლი აქვს და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაშია დაწინაურებული, თუმცა კონკურენტები ახლოს არიან.

"ლუი მეორეზე" გასამართავი მატჩით ხელის მოთბობას "მარსელი" აპირებს. ცხადია, რომ ერთ-ერთი (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს, "მარსელს" კი მეტოქედ ბოლოადგილოსანი "მეცი" ჰყავს. მოკლედ, სამხრეთში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურებას არცთუ უსაფუძვლოდ ელიან.

მასპინძლებს ტრავმირებული სერტიჩი და ამავი დააკლდებათ, ნახევარი "მეცი" კი ლაზარეთშია. ამ გუნდმა ბოლო დროს თამაში კი გამოასწორა, მაგრამ ამ დაპირისპირებაში დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეს - "ველოდრომზე" "მეცმა" ბოლოს 14 წლის წინათ მოიგო. წარმოიდგინეთ, მაშინ პსჟ-ის კარში ჯერ კიდევ ფაბიენ ბარტეზი იდგა.

ტურის ცენტრალური მატჩი ათიოდე დღის წინათ გამართული შეხვედრის რემატჩია, "ლუი მეორეზე" "ლიონმა" 3:2 იმარჯვა.

ფაქტები

"მეცმა" ბოლოს "ველოდრომზე" 2004 წლის აგვისტოში მოიგო, როცა "მარსელი" 3:1 დაამარცხა.

"ლიონის" რიგებში საგარეო მატჩებში ყველაზე მეტი გოლი მემფის დეპაის აქვს გატანილი - 8.

"მონაკომ" "ლიონს" შინ ბოლოს 2013 წელს მოუგო.

პსჟ-მა "ლილს" ბოლო სამი საგარეო მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოუგო.

"მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 26 მოიგო.

პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო 39-დან 36 მატჩში არ წაუგია.

"მარსელმა" "მეცს" ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6 მოუგო.

"მარსელს" ლიგა 1-ის ბოლო 18 მატჩიდან 17-ში არ წაუგია.

ლიგა 1. XXIV ტური

პარასკევი, 2 თებერვალი

მარსელი-მეცი 23:45

შაბათი, 3 თებერვალი

ლილი-პსჟ 20:00

ამიენი-სენტ ეტიენი 23:00

მონპელიე-ანჟერი 23:00

ნიცა-ტულუზი 23:00

სტრასბური-ბორდო 23:00

ტრუა-დიჟონი 23:00

კვირა, 4 თებერვალი

რენი-გენგამი 18:00

კაენი-ნანტი 20:00

მონაკო-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ნეიმარი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება