პრემიერლიგა. XXVI ტური: "არსენალი" გარდაისახა და "ევერტონი" გაანადგურა
პრემიერლიგის შაბათს ჩატარებული მატჩებიდან რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი "არსენალის" მიერ "ევერტონის" განადგურებაა (5:1). ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი რამზიმ მიითვალა, სადებიუტო მატჩში გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან გოლი ობამეიანგმა და მხითარიანმა სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. სხვათა შორის, 2013 წლის შემდეგ სამი საგოლე გადაცემა "არსენალში" არავის არ გაუკეთებია. მოკლედ, ახალმა ფეხბურთელებმა გუნდს ახალი მუხტი შესძინეს და ვნახოთ, როგორი იქნება გაგრძელება.
"მეთოფეების" მენეჯერმა ვენგერმა თქვა, რომ სწრაფ ტემპში ითამაშეს, მხითარიანი და ობამეიანგი კი გუნდს გააძლიერებენ.
03.02.18 არსენალი - ევერტონი 5:1
"მანჩესტერ სიტიმ" ვერ მოახერხა სტუმრად "ბარნლის" დამარცხება (1:1), რაც მის მწვრთნელს პეპ გვარდიოლას დიდად არ განუცდია, მხოლოდ აღნიშნა, რომ 1:0-ზე კიდევ 4 გოლი უნდა გაეტანათ და თამაში დაემთავრებინათ. მან ფეხბურთელები ოთხშაბათამდე გაანთავისუფლა და განაცხადა, გადაიღალნენ, წინ მძიმე შეხვედრები ელით, წავიდნენ და რაც უნდათ, ის გააკეთონო.
03.02.18 ბარნლი - სიტი 1:1
"მანჩესტერმა" 2:0 მოუგო "ჰადერსფილდს" და "ქალაქელებთან" ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა. პირველი გოლი გაიტანა მანკუნიანურ გუნდში ახალწვეულმა სანჩესმა, რომელსაც პენალტი მეკარემ აუღო და დამატებაზე მოახერხა ბურთის კარში შეგდება. ამის შესახებ მისმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ბრძანა, რომ საოცნებო გოლი ნამდვილად არ გაუტანია, თუმცა გოლი გოლია და მოხარულია, რომ თავისი ვიზავის დევიდ ვაგნერის ბერლინის კედელი დაანგრია.
03.02.18 მანჩესტერი - ჰადერსფილდი 2:0
დღეს ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ხვდებიან, ხოლო 6 თებერვალს "უოტფორდი" "ჩელსის" მასპინძლობს.
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად