5 თებერვალს პატარძეულის "ვეფხვების" სამი ახალგაზრდული გუნდი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან ერთად 7-კაცას ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

"პატარძეულის" 18, 16 და 14-წლამდელთა გუნდებმა მიწვევა "ბერლინის რაგბის კლუბისგან“ (Berliner Rugby Club) მიიღეს, რომელიც შარშან თავად იყო საქართველოში და რაგბის ეროვნული აკადემიის 16-წლამდელთა გუნდს ეთამაშა. გერმანელების სურვილია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გააღრმავონ და მეგობარ კლუბად "პატარძეული" აირჩიეს.

პატარძეულელი ბავშვები გერმანიაში ბერლინის რაგბის კლუბის წევრთა ოჯახებში იცხოვრებენ, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ვიზიტის ფარგლებში, 7-კაცა ტურნირის გარდა, რომელშიც ბერლინისა და მისი შემოგარენის გუნდები ითამაშებენ, დაგეგმილია ექსკურსიები და გასართობ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

იგეგმება, რომ შემოდგომაზე ბერლინის რაგბის კლუბის გუნდები თავად ეწვევიან კახეთს. გერმანელი ბავშვები აქაც ოჯახებში განაწილდებიან, მონაწილეობას მიიღებენ რთველში, გაეცნობიან ღვინის კულტურას და მოინახულებენ კახეთის ისტორიულ ადგილებს.

"ბერლინში სპორტულ-კულტურული პროგრამით 34 მოთამაშე მიგვყავს და იქ 9 თებერვლამდე დავრჩებით. 18-წლამდე მორაგბეთა გუნდს ზაურ შაქარაშვილი,ხოლო 16 და 14-წლამდელებს გიორგი ქვლივიძე გაწვრთნის.

"ამ ვიზიტს ჩვენი კლუბის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბერლინელებთან დამეგობრების გარდა, მსგავს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობით, როგორც ბავშვები, ასევე მწვრთნელები, უდიდეს გამოცდილებას იძენენ და ჩვენს რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია იზრდება. გაზაფხულზე ბაქოში ვიყავით, რის შემდეგაც რაგბის თამაშის სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა და დარწმუნებული ვარ ბერლინში ვიზიტს არანაკლები შედეგი მოყვება“ - ამბობს "ვეფხვების" მენეჯერი სანდრო პავლიაშვილი.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" დებიუტანტი პატარძეულის "ვეფხვები" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა
"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს
დიდი 10: "ბათუმმა" "ვეფხვები" 25:0 დაამარცხა
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
დიდი 10: პატარძეულის "ვეფხვებმა" წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ჯიუ ჯიცუს ნაკრებმა ევროპის ღია ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა