საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის ქართველთა იმ გუნდებზე გიამბობთ, რომლებსაც დაქვეითება ემუქრებათ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, სხვადასხვა მიზნების მისაღწევად იბრძვის. ამჯერად იმ გუნდებზე გიამბობთ, რომლებსაც დივიზიონის დატოვება ემუქრებათ.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ელიტური დივიზიონი ორმა გუნდმა უნდა დატოვოს. ერთის ვინაობა უკვე ცნობილია, ეს ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი "ბურგუენია". მისი ბედის გაზიარება კი კიდევ სამს, "ლა როშელს", ბექა შეყლაშვილის "აჟენს", ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივს" ემუქრება.

"აჟენმა" 23-ე ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დამარცხებით საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მომდევნო ტურში ჩვენებურის გუნდი სტუმრად ეთამაშება უშუალო კონკურენტ "ლა როშელს", რომელსაც უკვე ცხრა ქულით უსწრებს.

აჟენელები მეორე წრეს შესანიშნავად ატარებენ, 2011 წელს მათ საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგიათ. "ბიარიცის", "მეტრო რასინგისა", "ბაიონისა" და "ტულონის" დამარცხების შემდეგ მათ "კასტრის" ძლევაც შეძლეს.

"მართალია, "ლე როშელთან" საკმაოდ დიდი, ცხრა ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ყველაზე დაძაბული ბრძოლები წინ გველის", - თქვა "აჟენის" მწვრთნელმა კრისტიან ლანტამ.

"აჟენი" პირველი ტაიმის შემდეგ 6:13 აგებდა, თუმცა მერე ძალა მოიკრიბა, სამ წუთში ორი ლელო მიითვალა და მატჩის ბედი სათავისოდ შემოატრიალა.

"ბედნიერი ვარ. ჩვენმა გუნდმა შინ "ტულუზთან" მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო. ბიჭებმა საბრძოლო სულისკვეთება, გუნდური სოლიდარობა, განსაკუთრებით "კასტრთან" თამაშისას გამოავლინეს. ამ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ელიტურ დვიზიონში თამაშს ვიმსახურებთ", - დარწმუნებულია "აჟენის" პრეზიდენტი ალენ ტენგო.

აღსანიშნავია, რომ "აჟენის" შერკინების ქართველი ბურჯი ბექა შეყლაშვილი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მისი მომავალი კარიერა იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "აჟენი" ადგილს პირველ დივიზიონში. ამ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, შეყლაშვილის თანაგუნდელი, მინიმუმ კიდევ ორი ქართველი მორაგბე გახდეს.

როგორც უკვე ვთქვით, დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივიც". ჩვენებურთა ამ გუნდმა 23-ე ტურში შინ სწორედ "ლა როშელი დაამარცხა და ახლა მას ცხრა ქულით უსწრებს.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ გავარდნას გადავურჩით. თუმცა ჯერ სეზონი არ დამთავრებულა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიჭები არ მოდუნდნენ", - თქვა "ბრივის" მწვრთნელმა უგო მოლამ.

"ბრივმა", რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოდა, წლევანდელი სეზონი არასტაბილურად ჩაატარა. თავიდან კარგად დაიწყო, მერე საქმეები აიწეწ-დაიწეწა და ახლა მაქსიმალური ძალისხმევა მართებს ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ჩვენებურთა გუნდმა შეძლო საკუთარი ხელწერის მონახვა. სწრაფი, მძლავრი შეტევებით თამაში, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში არ ახასიათებდათ. შედეგად "ბრივი", ფაქტობრივად გადარჩენილია. ახლა ბრიველები "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხედფინალისთვის ემზადებიან, სადაც საფრანგეთის ჩემპიონატისაგან განსხვავებით შესანიშნავად ასპარეზობენ. "ბრივმა" B ჯგუფში ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და ახლა ირლანდიურ "მანსტერს" დაუპირისპირდება.

ამასობაში საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა საფრანგეთის ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს". არადა გუნდს პლეი ოფში მოხვედრისთვის სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს. ტრავმირებულია თვითონ ზირაქაშვილიც, რომელიც ამ უქმეებზე ევროთასების გათამაშებაშიც ვერ იასპარეზებს.

"ბიარიცთან" ბოლო შეხვედრაში დაშავდნენ: ენტონი ფლოში, ვესელი ფოფანა, ალექსანდრ ლაპანდრი და სიონე ლაუკი. ტრავმირებულნი არიან და დიდხანს ვერ ითამაშებენ: ტომას დომინგო, გევინ ვილიამსი, ჯიმი კუდმორი, ბრენტ რასელი, ჟულიენ მალზიო და ჯეისონ ვაითი.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ