"დორტმუნდი", როგორც ჩანს, უმტკივნეულოდ გადაიტანს პიერ-ემერიკ ობამეიანგის "არსენალში" წასვლას
"დორტმუნდი", როგორც ჩანს, უმტკივნეულოდ გადაიტანს პიერ-ემერიკ ობამეიანგის "არსენალში" წასვლას.
გაბონელის შემცვლელს, მიჩ ბატშუაის ფანტასტიკური დებიუტი გამოუვიდა. "კიოლნთან" გასვლით მატჩში, "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა ბელგიელმა დუბლის შესრულება შეძლო. მან პირველ ტაიმში ტოლიანის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა, მეორე ნახევარში კი პულიშიჩისგან მიიღო პასი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ბატშუაი გახდა "დორტმუნდის" მეორე ფეხბურთელი ობამეიანგის შემდეგ, ვინც სადებიუტო მატჩში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
ბელგიელის გოლების შემდეგ "დორტმუნდი" წინ გადიოდა, მაგრამ "კიოლნმა" ორჯერვე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, თამაში მაინც ვერ გადაარჩინა - ანდრე შიურლემ შეწყვიტა ბუნდესლიგაში თავისი 11-თვიანი უგოლო სერია - 3:2.
02.02.18. კიოლნი - ბორუსია (დ) 2:3
"ბაიერნს" ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. ამიტომაც იუპ ჰაინკესი მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის თავისი ლიდერების ძალების დაზოგვას იწყებს.
"მაინცთან" მატჩში მან სანდრო ვაგნერი დააყენა ფორვარდად და დასვენების საშუალება მისცა ლევანდოვსკის, მით უმეტეს, რომ ობამეიანგის ინგლისში გადასვლის შემდეგ პოლონელს ბუნდესლიგის ბომბარდირობაში ვერავინ შეეცილება.
პირველი გოლი ლიდერმა კუთხურიდან გაიტანა - რიბერიმ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა და ეს იყო მისი 114-ე გოლი "ბაიერნის" მაისურით. ფრანგმა კლუბის სნაიპერთა სიაში მარიო გომესს გაუსწრო ათეულში შესასვლელად და იქიდან მეჰმეთ შოლის გამოსაძევებლად კი სამი გოლი სჭირდება.
მეორე გოლი ხამეს როდრიგესს ძალიან ეფექტური გამოუვიდა - ბურთი მკერდით გაიჩერა და მინდორზე დაუშვებლად დაარტყა. 2:0 - მიუნხენელებმა კლასის ხარჯზე მოუგეს "მაინცს". მეტოქეებს დარტყმების ერთნაირი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ ჩემპიონებმა ორჯერ მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულეს.
03.02.18 მაინცი - ბაიერნი 0:2
"ლევერკუზენმა" და "შალკემ", რომლებიც 21-ე ტურამდე მეორე და მესამე ადგილებზე იყვნენ, ჯამში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება მისცეს "ბაიერნს".
"ლევერკუზენს" ეს ერთი ქულა ეყო იმისთვის, რომ მეორე ადგილზე დროებით გადასული "დორტმუნდი" ჩამოეგდო ქვემოთ. "შალკემ" კი შინ თავი შეირცხვინა აუტსაიდერ "ვერდერთან".
არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ბრემენელთა მეკარე პავლენკას ხელებში გაუძვრა ბურთი და გოლი აჩუქა კონოპლიანკას, მაგრამ "ვერდერი" არ დანებდა, კარგად ისარგებლა ნასტასიჩის გაძევებით და სენსაციური სამი ქულა აიღო. გამარჯვების გოლი კარის ხაზიდან იუნუზოვიჩმა 94-ე წუთზე გაიტანა.
კონკურენტების წაფორხილების შემდეგ, შაბათის ბოლო მატჩში მოთამაშე "გლადბახმა" და "ლაიპციგმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლის საშუალება მიიღეს. მატჩის მნიშვნელობა მინდორზე ბრძოლაში კარგად აისახა.
ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 31 იანვარს "ევერტონიდან" იჯარით აყვანილმა ლუკმანმა ბუნდესლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა და "ხარები" მესამე ადგილზე გადაიყვანა. ეს იყო პირველი "ინგლისური" გოლი ბუნდესლიგაში ბოლო 13 წლის განმავლობაში.
ფაქტები
"დორტმუნდი" ექვსი ტურია არ მარცხდება და შეწყვიტა სამმატჩიანი ფრეების სერია.
მიჩი ბატშუაიმ წლევანდელი ბუნდესლიგის რიგით მე-500 გოლი გაიტანა.
ანდრე შიურლემ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში ბოლო 11 თვის განმავლობაში.
"დორტმუნდი" ახალი მწვრთნელის, შტიოგერის ხელმძღვანელობით დაუმარცხებელია ბუნდესლიგაში - 3 მოგება და 3 ფრე.
"დორტმუნდს" ამ სეზონში უფრო მეტი ქულა აქვს სტუმრად (19), ვიდრე შინ (15).
"ჰოფენჰაიმი" ხუთი ტურია ვერ იგებს და სტუმრად ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ჰერტა" ოთხი ტურია ვერ იგებს და ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.
კრამარიჩმა აგვისტოს შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
"ლევერკუზენი" რვა მატჩია სტუმრად არ მარცხდება.
"ლევერკუზენს" ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"ფრაიბურგმა" ცხრა მატჩამდე აიყვანა თავისი წაუგებელი სერია, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა. ბოლო ხუთ მატჩში გუნდმა ოთხი ფრე ითამაშა.
"ლევერკუზენმა" 2017 წლის 15 აპრილის შემდეგ ვერ შეძლო ბუნდესლიგის მატჩში გოლის გატანა.
"შალკეს" ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"ვერდერმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
"შალკე" 15 ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ასეთი სერია გუნდს ბოლოს 1999 წელს ჰქონდა.
"შალკეს" შემტევ კონოპლიანკას პირველი ტურის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი.
"შტუტგარტი" 18 მატჩია სტუმრად ვერ იგებს. ბოლო გამარჯვება 2016 წლის 6 თებერვლით თარიღდება.
თაიფუნ ქორქუთი "შტუტგარტის" მეცხრე მწვრთნელია ბოლო ოთხწლინახევრის განმავლობაში.
მარიო გომესმა რვა-ნახევარი წლის წინ გაიტანა თავისი ბოლო გოლი "შტუტგარტში".
"ბაიერნს" უახლოეს მდევართან 18-ქულიანი უპირატესობა აქვს. ასეთი დიდი სხვაობა 21 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ისტორიაში არასოდეს ყოფილა
ჯერომ ბოატენგმა "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა.
"ბაიერნმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.
"ბაიერნს" ზედიზედ 14 მატჩია ფრედ არ უთამაშია.
"მაინცს" ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა "მაინცი". ამასთან, თითო მატჩში მინიმუმ ორ გოლს იტანდა.
"გლადბახმა" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო.
ადემოლა ლუკმანი პირველი ინგლისელია ოუენ ჰარგრივსის (2005 წელი) შემდეგ, ვინც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა.
ტიმო ვერნერმა 50-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "ლაიპციგის" მაისურით.
"აუგსბურგი" შინ ექვსი მატჩია არ აგებს (3 მოგება, 3 წაგება).
შეწყდა "აინტრახტის" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ბუნდესლიგა. XXI ტური
კიოლნი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 ბატშუაი (35), 1:1 ცოლერი (60), 1:2 ბატშუაი (62), 2:2 ჟორჟე მერე (69), 2:3 შიურლე (84)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ტოლიანი - დაუდი (63. რაფაელ გერეირო), ვაიგლი, კაგავა - პულიშიჩი (72. სანჩო), ბატშუაი, შიურლე (87. აკანჯი).
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (39-პენ), 1:1 კალუ (58)
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:0
ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - არანგისი, კორი (78. ფოლანდი) - ბელარაბი (85. პოიანპალო), ჰაფერცი, ბეილი (65. ბრანდტი) - ალარიო.
შალკე-ვერდერი 1:2
გოლები: 1:0 კონოპლიანკა (24), 1:1 კრუზე (79), 1:2 იუნუზოვიჩი (90+3)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები (46. გორეტცკა), მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარითი, კონოპლიანკა (70. პიაცა), დი სანტო (65. ბურგშტალერი).
გაძევება: ნასტასიჩი (78. შალკე)
მაინცი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 რიბერი (33), 0:2 ხამეს როდრიგესი (44)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, ბერნატი - რუდი (69. ალაბა), ტოლისო - მიულერი, ხამეს როდრიგესი, რიბერი (81. კომანი) - ვაგნერი (62. ლევანდოვსკი).
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 1:0 ორიჯი (24), 1:1 გომესი (60)
გლადბახი-ლაიპციგი 0:1
გოლი: 0:1 ლუკმანი (89)
გლადბახი: ზიპელი - იანტჩკე, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - კრამერი, ზაკარია - ჰერმანი (58. კუიზანსი), გრიფო - ტ. აზარი, შტინდლი.
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, უპამეკანო, კროსტერმანი - დემე (90+5. ილსანკერი) - კამპლი, კეიტა - ზაბიტცერი, ბრუმა (78. ლუკმანი) - ვერნერი.
აუგსბურგი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 კოო (19), 2:0 გრეგორშიტცი (76), 3:0 რიხტერი (89)
ჰამბურგი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ფოსუმი (37),1:1 კოსტიჩი (86)
გაძევება: პაპადოპულოსი (90+4. ჰამბურგი)
ბომბარდირები: 18 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
9 თებერვალი: ლაიპციგი-აუგსბურგი
10 თებერვალი: დორტმუნდი-ჰამბურგი, ჰოფენჰაიმი-მაინცი, აინტრახტი-კიოლნი, ლევერკუზენი-ჰერტა, ჰანოვერი-ფრაიბურგი, ბაიერნი-შალკე
11 თებერვალი: შტუტგარტი-გლადბახი, ვერდერი-ვოლფსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში