<p>“პარმამ” კვირას შინ “ბარისთან” 1:2-ზე წაგებული მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა პასკუალე მარინო</p><p><br> “პარმამ” კვირას შინ “ბარისთან” 1:2-ზე წაგებული მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა პასკუალე მარინო და მის ადგილას გუშინ საღამოს ფრანკო კოლომბა დანიშნა. ემილიელებმა ახალ თავკაცთან კონტრაქტი ჯერჯერობით სეზონის დასრულებამდე გააფორმეს. კლუბმა შუადღეზე მისი წარდგენა მოაწყო ჟურნალისტთა წინაშე. კოლომბამ გუნდს გუშინ უკვე უხელმძღვანელა პირველ ვარჯიშზე. აი, რა განაცხადა ახალმა თავკაცმა პირველივე პრესკონფერენციაზე: “ჩვენ წინაშე ამწუთას ერთადერთი ამოცანა დგას, შევინარჩუნოთ ადგილი იტალიის საფეხბურთო ელიტაში. შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ “პარმა” სერიოზული კლუბია, რომელიც კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, გუნდი ამჟამად რთულ ვითარებაშია. ჩემთვის პატივი იყო “ბოლონიაში” მუშაობა და ასეა ახლაც. ამ წუთას “პარმას” კონკრეტულ პრობლემებზე ლაპარაკი შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს ერთიანობის განცდა აკლიათ - მათ უნდა დაიჯერონ საკუთარი თანაგუნდელების და ბოლომდე იბრძოლონ,” – თქვა მან.</p><p>კოლომბას საკმაოდ რთული დებიუტი ელის, “ლაციოსთან” “სტადიო ოლიმპიკოზე”. წინა სეზონში სწორედ მან დატოვა “ბოლონია” სერია ა-ში, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც გაუშვეს თანამდებობიდან.</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა