ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალის პირველი მატჩები. "ბარსელონა"-"შახტარი"

მართალია, დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინულმა გრანდმა მერვედფინალში იტალიური „რომა“ საკმაოდ მარტივად გააგდო, მხოლოდ რომაელებისთვის (თანაც, არა ყველასთვის) იყო სენსაცია.

მირჩა ლუჩესკუს „შახტარი“ ძალიან აზრიან და საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, სადაც ბრაზილიური წინა ხაზი უსწრაფესი და თანაც, კრეატიული კონტრშეტევების გარანტიაა. არცაა გასაკვირი, „ბარსელონას“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრის შემდეგ რომ თქვა, „შახტარი“ ჩვენთვის სასურველი მეტოქე ნამდვილად არ იყოო. მართალია, გვარდიოლას დიპლომატია არ ეშლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დონეცკური კლუბი თვით „ბარსასთვისაც“ არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე.

კატალონიურ სუპერგრანდს საკმაოდ ბევრი საკადრო პრობლემა ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრაში ლეო მესის ასპარეზობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ პრობლემების უმრავლესობა მოგვარებულია. მაგალითად, მაქსველმა და პედრომ ორშაბათს სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს, დაცვის ბურჯი კარლეს პუიოლიც ნელ-ნელა მომჯობინდა, თუმცა დღეს მას სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მესის: გვარდიოლამ არგენტინელი „ვილიარეალთან“ (1:0 კატალონიელთა სასარგებლოდ) მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა და შესაძლოა, მესის ძირითად შემადგენლობაში გამწესება დღესაც ვერ გარისკოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, „ბარსელონა“ დღეს უპირობო ფავორიტია, „შახტარი“ კი აუტსაიდერი.

დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, გასულ უქმეებზე კი მარიუპოლში 3:1 გაიმარჯვეს - ეს იყო „შახტარის“ მე-20 მოგებული თამაში მაშინ, როცა უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ 23 ტურია გასული. ლუჩესკუ შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს: „რომას“ ბარიერი იმდენად იოლად გადავლახეთ, რომ მეშინოდა, ფეხბურთელები არ მოეშვან-მეთქი, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე „ბარსელონა“ იქნებოდა, მას მერე ყველა ჩემი შეგირდი ძალიან მონდომებულია. ასე რომ, კონცენტრაციის პრობლემა არ გვექნება“, - აცხადებს დონეცკელთა დამრიგებელი.

„ბარსასთან“ ორივე დუელში, ყველაზე მოტივირებული მცველი დმიტრი ჩიგრინსკი იქნება, რომელიც 2009/2010 წლების სეზონში სწორედ კატალონიური გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ისევ უკრაინაში დაბრუნდა. 24 წლის ჩიგრინსკი ამბობს, გული დამწყდა, როცა ბარსელონადან წამოვედი, ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბიაო.

„შახტარი“ „ბარსელონასთვისაც“ რომ არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დონეცკელებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრანდებიდან მხოლოდ „რომა“ კი არა (3:0 დონეცკში), ლონდონის „არსენალიც“ დაამარცხეს (ჯგუფურ ეტაპზე, 2:1) და საერთოდ, ჯგუფში ექვსიდან ხუთი თამაში მოიგეს და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ.

მოკლედ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, „ბარსას“ „შახტართან“ სიფრთხილე მართებს.

ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 22:45

ბარსელონა-შახტარი

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, პიკე, ადრიანო - ჩავი, მასკერანო, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - მხითარიანი, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა