"ინტერის" პრეზიდენტმა "შალკესთან" დამარცხების (2:5) შემდეგ ასეთი მოულოდნელი შედეგის ახსნა სცადა
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "შალკესთან"(2:5) დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარ მწვრთნელ ლეონარდოსთან სიტუაცია უკვე განიხილა და ასეთი მოულოდნელი შედეგის ახსნა სცადა.

"გასახდელში ლეონარდოსთან საუბარმა დაამტკიცა, რომ ის სერიოზული ადამიანია. რა თქმა უნდა საუკეთესო განწყობაზე არ ვიყავი. ეს დამარცხება შეიძლება დაღლილობით აიხსნას. გუნდი შაბათს "მილანთან" მატჩში გადაიღალა და რამდენიმე დღეში ძალების აღდგენა ვერ მოახერხა.

ფეხბურთში ყველაზე რთული მდგომარეობის დროსაც კი წინსვლა უნდა განაგრძო. ბევრის მიღწევა გვსურდა, მაგრამ უკვე პირველივე ტაიმში მდგომარეობა სერიოზულად გავირთულეთ. თუმცა ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. ამ დამარცხებას ჩვენი გუნდის და მწვრთნელის სახე არ შეუცვლია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

რა შეიცვალა? შეიცვალა ჩვენი განწყობა. ვფიქრობ, ეს გუნდს წარუმატებელი პერიოდის გადალახვაში დაეხმარება. ლეონარდოზე აზრი არ შემცვლია, თუმცა შესაძლოა, მასში რაღაც შეიცვალა, რადგან მას ორ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში მოუხდა აღმოჩენა. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, იმიტომ რომ ვიცი, რაოდენ მკაცრიც უნდა იყოს ფეხბურთი, სიმამაცე არ უნდა დაკარგო და წინსვლა განაგრძო.

არც ქედმაღლობა მომწონს და არც უმწეობა. მუშაობას გავარგრძელებთ და შევხედავთ, რა იქნება მომავალში. ყველაზე ნაკლებად ის მომეწონა, რომ გუნდი დაღლილი იყო, თუმცა ფეხბურთელებმა იბრძოლეს, თავდადების არქონაში მათ ვერ დავადანაშაულებთ", - განაცხადა მორატიმ.

მომზადებულია inter.it-ის მიხედვით

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა