23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს. ჯერ კიდევ დიდი კითხვაა დასმული ნაკრების ორ ლიდერთან მიმართებაში. ითამაშებენ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი?

წინასწარ ცნობილია, რომ ტრავმის გამო ამ ეტაპზე გამორიცხულია დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის თამაში.

მთავარი და მოუგვარებელი პრობლემა ევროლიგისა და ფიბას დაპირისპირებაა, რადგან ევროლიგის კლუბებს სანაკრებო მატჩების დროს თვითონ აქვთ თამაშები და შესაბამისად, კალათბურთელებს არ უშვებენ.

ევროლიგის რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზას უახლოვდება. თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მე-9 პოზიციაზეა, ხოლო გიორგი შერმადინის "უნიკახა" - მე-10-ზე.

22 თებერვალს ორივე ჩვენებურს მატჩი აქვს. "ბასკონია" პირველადგილოსან "ცსკას" უპირისპირდება, "უნიკახა" კი მე-8-ადგილოსანი "მაქაბის" მდევარია. შესაბამისად, ალბათ, გამორიცხულია, რომ ამ მატჩში ქართველების გარეშე გავიდეს რომელიმე კლუბი პარკეტზე, თან იმ ფონზე, როცა მარტო ქართველები არ დგანან ამ პრობლემის წინაშე.

თუმცა არსებობს 25 თებერვალი და თბილისში შეხვედრა გერმანიასთან. თუ ქართველების კლუბების ცხრილს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2 მარტამდე უწევთ დასვენება. წინა სანაკრებო ტურის დროს კი გვქონდა პრეცედენტი, რომ დაახლოებით 20-მდე ევროლიგის კალათბურთელმა შეძლო ნაკრებთან ერთად ეასპარეზა.

თუ პირველ მატჩში იმედი თითქმის არ უნდა ვიქონიოთ, მეორე მატჩისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ წერილის გაგზავნა არ იქნება კლუბისთვის საკმარისი, აქ უფრო მოლაპარაკებებია საჭირო.

მაგალითისთვის, ბულგარეთის ფედერაციამ მოახერხა მოლაპარაკება "ბარსელონასთან", რის შედეგადაც საშა ვეზენკოვმა ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და მისი ასპარეზობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ ბულგარელებს მოეგოთ.

თუნდაც გიორგი შერმადინის ბოლო პერიოდში მიცემული ინტერვიუ გავიხსენოთ "ლელოსთან". გიორგის თქმით, ფინეთის სპორტის მინისტრმა თვითონ დარეკა კლუბში და კალათბურთელის გაშვება ითხოვა.

გიორგი შერმადინი: ჩემი გაშვების თხოვნით წერილი უკვე გამოაგზავნეს

ფედერაციიდან უფრო აქტიური ნაბიჯებია საჭირო, თორემ შეიძლება ამ ჯგუფიდან გასვლაზეც მოგვიწიოს კითხვის დასმა. ყველაფერს მაიკლ დიქსონი ვერ გაააკეთებს!

zaza
იყო ჩასული აიღო ინტერვიუ კალათბურთელებისგან და მიყავდა თამაშის რეპორტაჟი რა მოილაპარაკა კლუბის მესვეურებთან ამაზე საერთოდ არაფელი უთქვამს. კიდე ვერთხელ ვიმეორებ რო ავსტრიასთან ისინი დიდი ალბათობით ვერ იქნებიან.დიდი ალბათობით ავსტრია მის მოედანზე ჩვენთან ფავორიტი იქნება
reali
თუ ასეთი სიტოაცია კლუბებში და ნაკრებებში საერთ რა აზრიაქ ამის ჩატარებას, ყოფილიყო როგრც იყო ისე და მორჩა ჩამოვიდოდნენ ითამაშებდნენ. ფიბას და ევროლიგის მესვეურება რა გაიფარჩაკეს თავისი თავი და კალთბურთიც. ბავშვებივით იკცევიან თუ კალთბურთელები არ გამოუშვა კლუბებმა აბა პარიკმახერები ხოარ ითამაშებენ .. ისედაც ევროპაში დაჩმორებულია კალთბურთი და ეხლა ხო მთლად გაფარჩაკეს . ..
ვახო
"ზეონი"-ს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გენერალურ მდივანთან ერთად ორი დღეა ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ესპანურ კლუბებთან, რათა ერთ მატჩზე მაინც გამოუშვან შენგელია და შერმადინი. ეს ძალიან რთულია, რადგან ფიბა-სა და ევროლიგას შორის დიდი დაპირისპირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტიც არ არის. ბოლო ინფორმაციით მარკოიშვილი ტრავმირებულია, დიქსონის ახალი კლუბიც წინააღმდეგია გამოშვების და მათთანაც მოლაპარაკებებია. ასე რომ საერთოდ გაურკვეველია, ვინ ითამაშებს ნაკრებში.
ზეონი
აბა ფედერაცია? ეგ ის ხალხი არ არის თავდებში რომ ჩაუდგა კრიმინალებს გუშინ?
სტუმარი
მივმართავ ავტორს, სტატიის დაწერამდე ჯობია დააზუსტოთ ინფორმაცია და მერე მივცეთ რჩევები ფედერაციას. პაატა გურასპაული ან პირადად გაემგზავრა (ან გაემგზავრება) ესპანეთში. ალბათ გასაგებია რომ ესპანეთის ხედების დასათვალიერებლად არ მიდის და შეხვდება კლუბის ხელმძღვანელებს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედია რაღაც შედეგს მიაღწევს.-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია ფედერაცის არ გაუვრცელებია, ჩვენც მოხარულები ვიქნებით თუ ეგ მოხდება
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა