ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარ დაპირისპირებას "ალიანც არენა" უმასპინძლებს
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარ დაპირისპირებას "ალიანც არენა" უმასპინძლებს.

"ბაიერნი" ბოლო დროს თითქმის სულ უგებს "შალკეს". ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ყოველ შემთხვევაში, გელზენკირხენელები ბოლომდე რომ იბრძოლებენ, ამაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.

წამყვანი მოთამაშეებიდან, "ბაიერნის" ლაზარეთში მხოლოდ მანულ ნოიერი რჩება. როგორც ჩანს, თომას მიულერის ტრავმა, რომელიც მან "პადერბორნთან" სათასო შეხვედრისას მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა. საწვრთნელი პროცესი განაახლეს ტიაგო ალკანტარამ და ხავი მარტინესმა. რაც შეეხება "შალკეს", "ხუმარებს" საკადრო პრობლემები მაინცდამაინც არ აწუხებთ.

ერთადერთი დანაკლისი მცველი მატია ნასტასიჩია და კიდევ რამდენიმე მსუბუქად ტრავმირებული მოთამაშე.

ძალიან არასტაბილურმა "დორტმუნდმა" ერიკ დურმის, მაქსიმილიან ფილიპისა და ანდრეი იარმოლენკოს არყოფნის მიუხედავად, მაინც უნდა დაძლიოს "ჰამბურგის" ბარიერი. დორტმუნდელებს ძალიან უნდა გამოადგეთ მიში ბატშუაის საგოლე ალღო. ეს ფეხბურთელი კარგად შეეწყო ახალ კლუბს "და "კიოლნთან" წინა მატჩის მთავარი გმირიც (დუბლი და საგოლე პასი) გახდა.

და რაც მთავარია - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება გუნდის ლიდერი მარკო როისი, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვარჯიშობდა, თუმცა ის ჯერ არ არის ფორმაში და "ჰამბურგთან", სავარაუდოდ, ბევრი სათამაშო დრო არ ექნება. მოახლოებული მუნდიალის წინ როისის დაბრუნება გაუხარდებოდა გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოახიმ ლიოვსაც.

"ლევერკუზენი" "ჰერტას" უმასპინძლებს და ყველანაირად ეცდება, ბოლოდროინდელი წარმატებული ციკლი გააგრძელოს. მასპინძელს ლარს ბენდერი არ ეყოლება, ეს მაშინ, როცა "ჰერტას" რამდენიმე სერიოზული ფიგურა დააკლდება. "ფარმაცევტები" კარგ ფორმაში არიან, ძალიან კარგად გამოსდით შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი და აშკარაა, რომ "ჰერტას" დაცვას დიდი ჯაფა დაადგება.

"ლაიპციგი" შინ "აუგსბურგს" ელოდება და, წესით, ოპტიმალური შემადგენლობით უნდა იყოს. თუ არ ჩავთვლით შვედი შემტევის, ემილ ფორსბერგის ტრავმას.

რაც შეეხება "აუგსბურგს", რომელმაც წინა ტურში ძალიან იოლად დაამარცხა (3:0) მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი "აინტრახტი", აქ საეჭვოა რამდენიმე საჭირო ფეხბურთელის ჯანმრთელობა.

ფაქტები

"ლაიპციგმა" 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო "აუგსბურგს".

"აინტრახტსა" და "კიოლნს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"დორტმუნდსა" და "ჰამბურგს" შორის უკანასკნელ 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა

"ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 დაპირისპირებიდან 2 ფრედ დასრულდა.

"შალკესა" და "ბაიერნის" ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში მიუნხენურმა გრანდმა იმარჯვა.

ბუნდესლიგა. XXII ტური

პარასკევი, 9 თებერვალი

ლაიპციგი-აუგსბურგი 2:0

გოლები: 1:0 უპამეკანო (17), 2:0 ნაბი კეიტა (70)

შაბათი, 10 თებერვალი

დორტმუნდი-ჰამბურგი 18:30

ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30

აინტრახტი-კიოლნი 18:30

ლევერკუზენი-ჰერტა 18:30

ჰანოვერი-ფრაიბურგი 18:30

ბაიერნი-შალკე 21:30

კვირა, 11 თებერვალი

შტუტგარტი-გლადბახი 18:30

ვერდერი-ვოლფსბურგი 21:00

ბომბარდირები: 18 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა