პსჟ-მა შინაურ პირველობაზე თითქმის ყველაფერი მოაგვარა - უახლოეს მეტოქეს 12 ქულით უსწრებს
პსჟ-მა შინაურ პირველობაზე თითქმის ყველაფერი მოაგვარა - უახლოეს მეტოქეს 12 ქულით უსწრებს, წინ კი "რეალთან" თამაშია, რომელსაც ნეიმარი კარიერაში საუკეთესო ფორმაში ხვდება.

სლოვენიელი რობერტ ბერიჩი შეცვლაზე შევიდა და "სენტ ეტიენი" "მარსელთან" მატჩში მარცხისგან იხსნა - 2:2.

სუბოტიჩით და დებიუშით გაძლიერებული "მწვანეები" აშკარად სულ სხვა გუნდია, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. "მარსელის" მხრიდან არ შეიძლება არ აღინიშნოს, რა შესანიშნავ ფორმაშია ფლორიან ტოვენი. აშკარაა, ის იმსახურებს მუნდიალზე თამაშს.

რუდი გარსია ("მარსელის" მწვრთნელი): "ძალიან უკმაყოფილო ვარ, რომ ბოლოს ქულები დავკარგეთ. ისე, როგორც ჩვენ მეორე ტაიმში ვითამაშეთ, სამ ქულას ვერ მოიპოვებ. თითქოს, დავსეირნობდით, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ყოველ დაპირისპირებაში ენერგიის 100% გავიღოთ".

ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 27-ე გოლი გაიტანა და ამ გოლით პსჟ-მა 1:0 მოუგო სტუმრად "ტულუზს". ახლა ნეიმარი თანაგუნდელ ედინსონ კავანის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ორჯერ ბურთი მეტოქის ძელს გაარტყა.

Video

10.02.18 ტულუზი - პსჟ 0:1

ჩემპიონმა "მონაკომ" სტუმრად "ანჟერს" გადაურბინა და ეს საუკეთესო მეგოლის, რადამელ ფალკაოს გარეშე მოახერხა. "მონაკოს" არც დისკვალიფიცირებული კეიტა ბალდე ჰყავდა. ამიტომაც 28 წლის სტევან იოვეტიჩმა იყოჩაღა, რომელმაც დუბლი შეასრულა და "მონაკოში" თავისი გოლების მონაგარი გაიორმაგა.

"ლიონი" არასტაბილურობით შორს ვერ წავა, ეს კლუბი უკვე ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "მონაკოსა" და "მარსელს".

ფაქტები

ფლორიან ტოვენმა (მარსელი) 2018 წელს ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 9 (6 გოლი, 3 საგოლე პასი).

ფლორიან ტოვენმა ბოლო 7 დარტყმიდან 6 გოლით დაასრულა.

ნეიმარმა ბოლო 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

2018 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ნეიმარს აქვს გატანილი - 8.

ჟიულ კუნდე ყველაზე ახალგაზრდა მცველია "ბორდოს" რიგებში, ვისაც ლიგა 1-ში გაუტანია (19 წლისა და 3 თვის), ალან როშის (1986 წელს - 18 წლისა და 5 თვის) მერე.

ნეიმარს ლიგა 1-ში 18 თამაში დასჭირდა, რომ 30 გოლში მიეღო მონაწილეობა. ამისათვის "ბარსელონაში" ყოფნისას მას 37 მატჩი დასჭირდა ლა ლიგაში.

გუსტავო პოიეტი "ბორდოს" პირველი მწვრთნელია ვილი სანიოლის (2014) შემდეგ, ვინც პირველი სამი მატჩი მოიგო.

"მონაკომ" ბოლო 10 ტურში 7 თამაში მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

ტოპ-4-ის გუნდებმა ამ სეზონში შინ 4 მატჩი წააგეს ჯამში, აქედან 2 "რენთან".

ლიგა 1. XXV ტური

სტ ეტიენი-მარსელი 2:2

გოლები: 0:1 ტოვენი (4), 1:1 მონე-პაკე (9), 1:2 სანსონი (20), 2:2 ბერიჩი (75)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა (43. პელე) - სარი, რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (83. მიტროღლუ), პაიე - ჟერმენი (67. ნ"ჟიე)

ტულუზი-პსჟ 0:1

გოლი: 0:1 ნეიმარი (68)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - რაბიო (71. პასტორე), ლ. დიარა (61. ვერატი), ლო სელსო - დი მარია (71. დრაქსლერი), მბაპე, ნეიმარი

ანჟერი-მონაკო 0:4

გოლები: 0:1 ბუტელი (10 ს. კ.), 0:2 იოვეტიჩი (30), 0:3 იოვეტიჩი (65), 0:4 რაჯი (71)

მონაკო (4-2-3-1): სი - სიდიბე (86. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ტილემანსი, ფაბინიო - რონი ლოპეში (74. ღეზალი), ჟოაო მოუტინიო, დიაქაბი (64. ლემარი) - იოვეტიჩი

ბორდო-ამიენი 3:2

გოლები: 1:0 კუნდე (31), 2:0 ლერაგერი (39), 3:0 კამანო (78), 3:1 მენდოსა (79), 3:2 კაკუტა (90)

დიჟონი-ნიცა 3:2

გოლები: 1:0 ტავარეში (61), 1:1 ლე მელუ (65), 1:2 პლეა (67), 2:2 ტავარეში (78-პენ), 3:2 კვონი (84)

მეცი-მონპელიე 0:1

გოლი: 0:1 სიო (24)

სტრასბური-ტრუა 2:1

გოლები: 1:0 აოლუ (65), 2:0 ბლაიაკი (69), 2:1 ნიანე (93)

ნანტი-ლილი 2:2

გოლები: 1:0 სალა (16), 1:1 მოთიბა (67), 2:1 სალა (71), 2:2 პეპე (81)

ლიონი-რენი 0:2

გოლები: 0:1 ხაზრი (5), 0:2 ლეა (92)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი (46. აუარი), ნდომბელე (83. გუირი) - კორნე, ფეკირი, ბ. ტრაორე - მარიანო დიასი (46. დეპაი)

გენგამი-კაენი 0:0

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

16 თებერვალი: მონაკო-დიჟონი;

17 თებერვალი: პსჟ-სტრასბური, ამიენი-ტულუზი, ანჟერი-სენტ ეტიენი, კაენი-რენი, მონპელიე-გენგამი, ტრუა-მეცი;

18 თებერვალი: ნიცა-ნანტი, ლილი-ლიონი, მარსელი-ბორდო.

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს