ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა "კვირის პალიტრასთან" სფფ-ის პრეზიდენტობის დროინდელი, "ტაბუდადებული" ამბები გაიხსენა
ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა "კვირის პალიტრასთან" სფფ-ის პრეზიდენტობის დროინდელი, "ტაბუდადებული" ამბები გაიხსენა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პირველად მართლაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეთ შეთავაზება სფფ-ის თავკაცად მუშაობაზე?

- ამას შეთავაზებას არ დავარქმევდი. ჩემი პრეზიდენტობა დრომ და განვლილმა საქმიანობამ მოიტანა. 2004 წელს სფფ-ის გენერალური მდივნის პოსტი ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შემომთავაზა. მაშინ გერმანიაში ვიყავი და მიზეზთა გამო უარი ვუთხარი. თუმცა 2005 წელს, როცა ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა, რადგან ასაკის მიუხედავად, მქონდა საფეხბურთო სტრუქტურებში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება და იურიდიული განათლება. მონაწილეობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც მერაბ ჟორდანია დააპატიმრეს, გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი თანხმობის გარეშე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.

- ნანობთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ გადაწყვიტეთ?

- წინასწარ რომ იცოდე, რა შედეგი მოჰყვება შენს გადაწყვეტილებას, ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ უინტერესო... თუ არაფერს გააკეთებ, არც შეცდომა გექნება და იქნები შენთვის, კომფორტულად. კომფორტული ცხოვრება რომ მდომებოდა, პრეზიდენტობაზე არც ვიფიქრებდი, ჭკუათმყოფელი ამაზე არ წავიდოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა! როცა თბილისის "დინამო" აგებდა, გულშემატკივრები ჩვენს სახლში რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, გამარჯვების შემდეგ კი არავის დაურეკავს! დღეს სამშობლომ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, ნოდარ ახალკაცი, ფაქტობრივად, ცოცხლად შეჭამეს.

- თქვენმა შემცვლელმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ 9 მილიონზე მეტი ვალი დახვდა ფედერაციაში...

- ვალის აღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაგვჭირდა. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელფასს და სანაკრებო ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ როცა ბიუჯეტს ეს თანხა დევნილებისთვის სახლების ასაშენებლად დასჭირდა, სხვა გზების მონახვა დაგვჭირდა. უეფას და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, წინასწარ ჩაერიცხათ თანხები, რომლებიც მომდევნო წლებში გვეკუთვნოდა. რა, ვინმეს ჰგონია, ფედერაციის შემდეგმა ხელმძღვანელობამ სახლიდან მოიტანა ფული, ვალები საკუთარი თანხებით დაფარა?! ჩვენი აღებული თანხების დაფარვაც გრაფიკის შესაბამისად მოხდა.

- თუმცა ამისთვის სფფ-ის შენობის გირაოში ჩადებაც გახდა საჭირო...

- იმიტომ, რომ არც ფულით სავსე ტომრები მქონდა და არც იმდენი კერძო საკუთრება, ამხელა ორგანიზაციის სესხისთვის რომ იკმარებდა გირაოდ.

- პრეზიდენტობიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად შესარჩევი ეტაპის მოუგებლად დასრულება დაასახელეთ. სინამდვილეში რა მოხდა, ნოდარ ახალკაცი მართლაც გადადგა თუ აღარ იყავით ხელისუფლების ფავორიტი?

- გადადგომის ოფიციალურ მიზეზად პასუხისმგებლობის აღება დავასახელე ნაკრების წარუმატებლობისთვის, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა... მესმის ზვარაკის როლში ყოფნა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, მაგრამ ათასჯერ?! როცა ხედავ, რომ ზუსტად იმას გაბრალებენ, რის ალაგმვასაც ყოველდღიურად ცდილობ, როცა ხვდები, რომ ამ ვითარებაში მაინც მაქსიმუმი გააკეთე, უნდა გაეცალო! მართალია, მქონდა და მაქვს ამბიცია, რომ ეს საქმე კარგად ვიცი, მაინც გავეცალე არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთს, საქართველოსაც. 2009 წლის სექტემბერში წავედი და რამდენიმე თვეში ფიფასა და უეფაში დავიწყე მუშაობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ბმბ
ეუფ?!
ზაზა
ეტყობა შენთვის შენნაირებს ქვია ხალხი სიმართლე ბევრს არ მოწონს ეს გასაგებია მაგრამ უპრაგონოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სიმართლისმთქმელებზე შეტევა და პირადში შეურაწყოფის მიყენება ეს სუსტი და ნაკლებზრდილობიანი ადამიანების ხვედრია.
mamuka09ze-s
წარმატებულ ადამიანს ვერ იტანთო,რომ წერ,გააჩნია ვისთვის წარმატებული?შეიძლება შენთვის,ალბათ დაგასაქმა.მაგას ფეხბურთი რომ ესმოდეს,3-ჯერ ტელევიზიით არ იტყოდა ფინალში ოლივერ კანმა 10კმ ირბინაო.შენ კი ადვოკატო დაითვალე კანი რამდენჯერ უნდა გამოსულიყო კარიდან ცენტრამდე,რომ 10კმ ერბინა.ნოდარი კი დარსაძისგან გაგონილ ამბებს ეყრდნობოდა და ბოლოს ეროვნული ნაკრებიც ჩააბარა!შენ კიდევ ილანძღები,ხალხი არა ხართო.ჯობს შენ თავს მიხედო და თუ არ მოგწონს არ წაიკითხო!
mamuka09ze
აქ მოკომენტაროებო, მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ხალხი გერქვათ. ძველი ამბავია, წარმატებულ ადამიანს ვერ იტანთ!!!
ბმბ
ძლივს ეს კაცი ფედერაციაში აღარაა, ვის რაში აინტერესებს ამისი წასვლის მიზეზი, ძლივს მოვიშორეთ თავიდან და კიდევ ეკითხებით რატომ გადადექიო? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლანდელი ხელმძღვანელობა კარგია, მაგრამ ახალკაცი ნამდვილი სიმსივნე იყო ქართული ფეხბურთისთვის. საკუთარი მამის სახელით სარგებლობდა (ნათელში მისი სული), ფულის კეთების მეტი არაფერი გაუკეთებია, ბოლოს დარსაძე რომ დანიშნა მთავარ მწვრთნელად, ეგ ხომ საერთოდ ანეკდოტი იყო. შორს ქართული ფეხბურთისგან, რაც შეიძლება შორს.
fan
კარგად ვიცით როგორც აგირჩიეს,ეხლა არ გინდა ლაპარაკი,ლომის წილი მიგიძღვის ქართული ფეხბურთის გაჩანაგებაში!თAნ სფფ-ს პრეზიდენტი და თან ვითომ აგენტი!
ზაზა
მაშვინ რატო არ გაეცალე ქართულ ფეხბურთს შე დალოცვილო ნემსაძე რო გადააყენა. შენმა მაღალმა და ტანადმა ერთ საათში.სწორედაც ხელისუფლების ფავორიტი რო იყავი მიტო იყავი ხელშეუხებელი .თორე ვინ დაგაჯენდა მანდ მაგდენხან. ყველაფერი კიარ უნდა იკადრო კაცმა პასუხისმგებლობას რო გაექცე.
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
ვინ არის ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი?