ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან 24:19 დამარცხდა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, როდესაც ანგარიში 19:19 იყო და უმცროსი "ბორჯღალოსნები" უტევდნენ, ფრანგებმა ბურთს ფეხი წაჰკრეს, კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს და საფინალო სასტვენიც გაისმა - 24:19.

ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი მატჩი საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან, რომელიც დიდთოვლობის გამო ერთი დღით გვიან გაიმართა.

რაგბის სამოთხეში

უმცროსი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე, "მარკუსიზე" 10-დღიანი შეკრებით 6 თებერვალს ჩავიდნენ. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ზურა ამონაშვილი პარიზიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ბაზას "რაგბის სამოთხედ“ მოიხსენიებს, თუმცა საფრანგეთი ქართველ მორაგბეებს დიდთოვლობით დახვდა და ამან გეგმებში კორექტივები შეიტანა:

"საფრანგეთში რომ ჩამოვედით, დიდთოვლობა დაგვხვდა და მეორე დღეს მოედანზე ვერ გავედით, მხოლოდ დარბაზში ვივარჯიშეთ. მიუხედავად ამისა, "მარკუსის" ბაზა ნამდვილი "რაგბის სამოთხეა“ და მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. მომდევნო დღეებში გადახურულ, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით. ის სიგანეში სტანდარტულ მოედანზე ოდნავ მოკლეა, რის გამოც პირველი თამაშის საწყის წუთებში სივრცეების აღება გაგვიჭირდა, თუმცა გადაწყობა მალევე მოვახერხეთ. ახლა თოვლი აღარაა და ვიმედოვნებთ, შემდეგ ვარჯიშებს ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩავატარებთ“.

უამინდობამ სხვა პრობლემებიც შექმნა. გაცივდა და პირველ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო კოტე მარჯანიშვილმა. გაციების შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ფრანგების წინააღმდეგ პირველ მატჩში არ უთამაშიათ 9 ნომერ თენგიზ პერანიძეს, კვაჭ ლევან პაპიძეს და ლუკა ჯაფარიძეს. ფეხის ტრავმის გამო იძულებით მოუწია დასვენება მგეზავ თედო აბჟანდაძეს.

"თედო ირლანდიიდან ტრავმირებული ჩამოვიდა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ექიმების თქმით, ის მეორე მატჩისთვის მზად იქნება. აბჟანდაძე ირლანდიაში თამაშობს, ჩვენთან ერთად ვერ ემზადება და მნიშვნელოვანია, რომ თამაში შეძლოს. მეორე შეხვედრაში ყველა ის მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც პირველი მატჩი გამოტოვა“ - ამბობს ამონაშვილი.

გამოცდილების მისაღებად

ფრანგებთან გამართულ პირველ შეხვედრაში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი იმ მორაგბეებს მისცეს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში შემოდგომიდან დაწინაურდნენ და შარშან 20-წლამდელთა ჩემპიონატში არ უთამაშიათ. ეს იყო მოსამზადებელი მატჩი მეორე თამაშისთვის, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოვემზადოთ და ახლა ექსპერიმენტებისა და ბიჭების გამოცდის შესაძლებლობა გვაქვს. ფრანგებთან მატჩის პირველ ტაიმში თავის გამოჩენის შანსი იმ მოთამაშეებს მივეცით, რომლებიც ამ ფორმაციის ნაკრებში წელს ამოვიდნენ. სწორედ გამოუცდელობის ფონზე, მატჩის დებიუტში იყო შეცდომები და ლელოები მივიღეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე თამაშს ეს ბიჭები ბევრად უფრო კარგად ჩაატარებენ“, - გვიყვება ამონაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესვენებამდე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და ორივე გარდასახეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მესამე ლელო მიითვალეს და 19:0 დაწინაურდნენ. მას შემდეგ, რაც სათადარიგოთა სკამიდან თამაშში გუნდის გამოცდილი ლიდერები ჩაერთვნენ, ინიციატივას ქართველი მორაგბეები დაეუფლნენ, გურამ გოგიჩაშვილმა, ლუკა გელაშვილმა და სანდრო სვანიძემ ლელოები გაიტანეს და ანგარიში 19:19 გახდა.

დასკვნითი წუთები უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" შეტევებში გაატარეს, მაგრამ გამარჯვების ლელოს ნაცვლად კონტრშეტევა მიიღეს და უკვე გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა გამარჯვება იზეიმეს. ამონაშვილი გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი დარჩა:

"კარგია, რომ ასეთი ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემობრუნება შევძელით. ეს იმის დასტურია, რომ გუნდს ბრძოლის დიდი უნარი გააჩნია და მენტალურად კარგად ვართ მომზადებულნი. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებისა და მონდომებისთვის. ამ ფორმაციის ნაკრებით ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ პირველად ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, მეორე თამაში ბევრად უკეთესი იქნება.

ფრანგებს ფიზიკურად დიდი, მძიმე ბიჭები ჰყავდათ და გარკვეულ მომენტებში ორთაბრძოლებიც დავთმეთ. პირველი ტაიმი უმეტესად დაცვაში გავატარეთ, თუმცა შესვენების შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ და ტაიმი 19:5 მოვიგეთ. ის ლელოც ბოლო წუთზე, მასპინძელთა 22-იდან დაწყებული კონტრშეტევის შედეგად გავიდა, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა“.

მზადება მეორე მატჩისთვის

დღეს ბიჭებს განტვირთვის დღე აქვთ. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ისინი პირველად დატოვებენ "მარკუსის" ბაზას და პარიზს დაათვალიერებენ, მერე კი 16 თებერვლის მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან.

"ხვალ გვექნება განტვირთვის დღე, ასევე, ვიდეოანალიზი, რომლის საფუძველზე შემდგომ ვარჯიშებს დავგეგმავთ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მორაგბე მწყობრში იქნება და თამაშს უძლიერესი შემადგენლობით დავიწყებთ. მანამდე ვეცდებით სუსტი წერტილების აღმოფხვრას და მეტოქის უფრო კარგად შესწავლას. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი გამოცდილების მიღება და მსოფლიოსთვის უკეთ მომზადებაა, თუმცა მოედანზე გასულები გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ!“ - ამბობს ზურა ამონაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

U20. საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო

U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩილესაც მოუგო

20 წ. | ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით

20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით