წელს ზამთრის ოლიმპიადა უპრეცედენტო ფაქტით დაიწყო - დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო რუსეთის ნაკრებს მასში მონაწილეობა აეკრძალა
წელს ზამთრის ოლიმპიადა უპრეცედენტო ფაქტით დაიწყო - დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო რუსეთის ნაკრებს მასში მონაწილეობა აეკრძალა.

მართალია, მსოფლიო სპორტს დოპინგის თემაზე უამრავი გახმაურებული საქმე ახსოვს, მაგრამ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პირველად მივიდა.

რაც დრო გადის, დოპინგი უფრო და უფრო მეტ თავსატეხს უჩენს სპორტულ საზოგადოებას.

სპორტსმენებს ენერგიის სტიმულაციისთვის გარკვეული დანამატები ესაჭიროებათ, ხოლო ზღვარის გავლება დასაშვებ და დაუშვებელ ნივთიერებებს შორის თანდათან რთულდება.

პირველი დოპინგი

მსოფლიო ფარმაკოლოგიაში დოპინგი გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა. მას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული. ძალიან ბევრი სპორტსმენი გამოეთხოვა კარიერას ამის გამო და წინ კიდევ დიდი გზა ჩანს გასავლელი.

თუმცა ბევრს არ სმენია იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც პირველმა გამოიკვლია ანაბოლური სტეროიდების, იგივე დოპინგის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძალა და პირველი ექსპერტი იყო, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პირველი დოპინგ-ტესტების ჩატარებაში დაეხმარა.

ეს ინგლისელი ფარმაცევტი არნოლდ ბეკეტი გახლდათ, რომლის ნაშრომებიც დღეს ყველა ოლიმპიელი სპორტსმენის კარიერას განსაზღვრავს. დიახ, ყველა ნივთიერება და დანამატი, რომლის მიღებასაც სპორტსმენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკრძალავს ან ნებას რთავს, სწორედ ბეკეტის სამეცნიერო დასკვნების საფუძველზეა შერჩეული. მან მთელი ცხოვრება ადამიანის სხეულზე სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედების შესწავლას მიუძღვნა.

დღეს კი მის მიერ შედგენილი ვიტამინების, საკვები დანამატებისა თუ მასტიმულირებელი პრეპარატების ფორმულა განსაკუთრებით საჭიროა სპორტსმენებისთვის, ვარჯიშითა და აქტიური ფიზიკური ცხოვრებით დაკავებული ადამიანებისთვის.

ბეკეტი, როგორც ექსპერტი, თითქმის 40 წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოლიმპიადებზე დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალებში. მათ შორის, სპრინტერების - ბენ ჯონსონისა და ლინფორდ კრისტის, ასევე, ბრიტანელი მოთხილამურის - ალენ ბაქსტერის საქმეებში.

მოგვიანებით კი თავისი ცოდნა ნარკოტიკების გამოყენებაში ბრალდებულ სპორტსმენთა დასაცავადაც გამოიყენა.

ერთ-ერთ კონფერენციაზე მეცნიერებს სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. დავა მდგომარეობდა შემდეგში: პრეპარატი, რომელიც აკრძალული იყო შეჯიბრებისას, ასევე აკრძალული უნდა ყოფილიყო თუ არა ვარჯიშისას. ბეკეტმა სპორტსმენების მხარე დაიკავა და ამტკიცებდა, რომ ოლიმპიურ კომიტეტს პრეპარატი შეჯიბრებების მიღმა გამოყენებისთვის არ აუკრძალავს.

სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი ბეკეტს მიემხრო და კომისია დატოვა. მომდევნო წლებში ბეკეტი სპორტსმენთა მხარეს გადაერთო და მათ ინტერესებს იცავდა.

დოპინგიდან ვიტამინებისკენ

თავისი გამოცდილება ფარმაცევტულ კვლევებში ბეკეტმა მოგვიანებით კომპანია "ვიტაბიოტიქსს" მოახმარა. მეცნიერული კვლევები და მიღწევები ინოვაციური პრეპარატების ფორმულებად აქცია.

პრეპარატების, რომლებიც ზუსტად იყო მორგებული ასაკს, სქესს, ცხოვრების წესს. დღემდე არცერთი ფარმაცევტული კომპანია არ აწარმოებს ისეთ დიფერენცირებულად და კონკრეტულ კატეგორიაზე გათვლილ ვიტამინებს, როგორც "ვიტაბიოტიქსი".

თავად ბეკეტი 90 წლის გარდაიცვალა. ასაკი არასოდეს ეტყობოდა - ანუ მან კარგად იცოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომლებიც "ვიტაბიოტიქსის" პრეპარატებში გამოიყენა.

"როგორ შევინარჩუნოთ თქვენს ასაკში კარგი გარეგნობა და ჯანმრთელი სხეული? " - ხშირად ეკითხებოდნენ ჟურნალისტები. მისი პასუხი მარტივი იყო: "თქვენს ორგანიზმს თავად აქვს თავდაცვის უნარი. მოუფრთხილდით ამ უნარს, მას სტიმული და გაძლიერება სჭირდება".

სწორედ სხეულის სტიმულისა და გაძლიერებისთვის ბეკეტის დახმარებით "ვიტაბიოტიქსმა" შეძლო ზუსტად მოერგო ადამიანის სქესის, ასაკისა თუ ცხოვრების წესისთვის შესაფერისი დანამატები. თუმცა განსაკუთრებით ალბათ მამაკაცებისთვის განკუთვნილი ხაზი უნდა გამოვყოთ.

სპორტსმენებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ცნობილი ფარმაცევტისთვის ერთგვარ შთაგონებად იქცა. პრეპარატი "ველმენი" სწორედ ამის შედეგია. ბეკეტის ჩანაფიქრით, ის მამაკაცისთვის გახლავთ ენერგიის წყარო ფიზიკური დატვირთვისას ნერვული დაძაბულობის გამანეიტრალებელი ფსიქოლოგიური დატვირთვისას იმუნიტეტის და მამაკაცის სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებელი საშუალება.

"ვიტაბიოტიქსი" დღემდე ამაყობს, რომ მის სათავეებთან აღაიარებული პროფესორი იდგა. მისი წყალობით, ის ერთადერთი ფარმაცევტული კომპანია გახდა, რომელმაც ბრიტანეთის უმაღლესი, დედოფლის ჯილდო მიიღო.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის