"იუვენტუსმა" ჩინებულად დაწყებული საქმე უხეიროდ დაასრულა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "იუვენტუსი" ტურინში "ტოტენჰემთან" ფრეს დასჯერდა.

მართლაც ერთობ დაძაბული გამოდგა ეს მატჩი, რომლის მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში გონსალო იგუაინმა, შემდეგ კი პენალტით მეორედ დალაშქრა უგო ლორისის კარი. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი დუბლი მიითვალა - 8 წუთსა და 7 წამში. აქამდე რეკორდი "ინტერის" ყოფილ ფორვარდს ხულიო კრუზს ეკუთვნოდა. მან 2006/2007 წლების სეზონში ორი გოლი მოსკოვის "სპარტაკს" 8 წუთსა და 30 წამში გაუტანა.

პიპიტას შესვენებამდე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

"დეზების" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კი 35-ე წუთზე გაიტანა გოლი. შეგახსენებთ, ბიანკონერის მცველი ჯორჯო კიელინი სწორედ მას უფრთხოდა და ამბობდა, მარტო მის ნეიტრალიზებას ვერ მოვახერხებო. კეინმა ლიგაზე თავის პირველ 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა. ჰარიმ "ლაციოს" ექს-ფორვარდის სიმეონე ინძაგის რეკორდი დაამხო (9 გოლი 10 შეხვედრაში). ბარემ გეტყვით, რომ ლეო მესიმ ამ ტურნირზე პირველ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, რონალდომ კი - არც ერთი.

ცნობისათვის, აქამდე 100 დღის მანძილზე "იუვეს" საკუთარ მოედანზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ჯიჯი ბუფონი კი 40 წელს გადაცილებული მე-13 ფეხბურთელი შეიქნა, ვინაც ამ ტურნირზე იასპარეზა.

მეორე ტაიმში ბუფონმა კრისტიან ერიკსენისგან საჯარიმოდან არგასაშვები გოლი გაუშვა და "ბებერმა ქალბატონმა" კარგად დაწყებული საქმე უხეიროდ დაასრულა - 2:2 საპასუხო მატჩის წინ "ტოტენჰემისთვის" მშვენიერი შედეგია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

იუვენტუსი-ტოტენჰემი 2:2

გოლები: 1:0 იგუაინი (2), 2:0 იგუაინი (9-პენ), 2:1 კეინი (35), 2:2 ერიქსენი (72)

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (66. ბენტანკური), პიანიჩი, ბერნარდესკი - დუგლას კოშტა (90+2. ასამოა), მანჯუკიჩი (76. სტურარო), იგუაინი.

ტოტენჰემი (4-3-3): ლორის - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ერიქსენი (90+2. ვანიამა), დაიერი, დემბელე - ლამელა (89. ლუკას მოურა), ალი (83. სონი), კანე.

გამოუყენებელი პენალტი: იგუაინი (45+2. იუვენტუსი)

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა