გიორგი მინაშვილი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელია, რომელიც ამჟამად ჩინეთში, დალიანის 13-წლამდელთა გუნდში მუშაობს
გიორგი მინაშვილი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელია, რომელიც ამჟამად ჩინეთში, დალიანის 13-წლამდელთა გუნდში მუშაობს. აზიაში იგი სამუშაოდ ჰოლანდიელმა ლუკ ნილჰოსტმა წაიყვანა, რომელთან ერთადაც მინაშვილი თბილისის "დინამოში" მუშაობდა.

"დინამოს" გარდა, მინაშვილი თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიაშიც მუშაობდა. საინტერესოა, რა ხდება ფეხბურთის განვითარების მხრივ ჩინეთში, რა სხვაობაა ქართველ და ჩინელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის...

Sportall.ge მინაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ მოხვდით ჩინეთში და რას საქმიანობთ ამჟამად ამ ქვეყანაში? თუ შეიძლება მოგვიყვეთ თქვენი ისტორია...

- ჩინეთში ჰოლანდიელი სპეციალისტის, ლუკ ნილჰოტის რეკომენდაციით მოვხვდი. მან შემომთავაზა ასისტენტობა დალიანის საფეხბურთო აკადემიაში. ზუსტად ჩვენი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი 13-წლამდელთა გუნდი.

ზაფხულში აკადემიას დაემატება კიდევ ორი ასაკობრივი გუნდი. საერთოდ, დალიანის საფეხბურთო აკადემიას გააჩნია გრძელვადიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს, ჩინეთის მასშტაბით იყოს კონკურენტუნარიანი აკადემია.

ამ აკადემიის მოვალეობაა, მიაწოდოს ფეხბურთელები როგორც ჩინეთის სუპერლიგას, ისე ეროვნულ ნაკრებს. ზუსტად ამ პროექტს ვახორციელებ ჰოლანდიელ სამწვრთნელო შტაბთან ერთად.

- თქვენ საქართველოში თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" აკადემიის დირექტორი იყავით... რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ ჩინეთში წასვლა?

- ინგლისში 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ჩამოვედი თბილისის "დინამოში", სადაც 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი "დინამოს" აკადემიას ლუკ ნილჰოტთან ერთად.

დედაქალაქურ კლუბში ჩემი მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მუშაობა მიწევდა ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

დღეს უკვე "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელები ჩნდებიან ეროვნულ ლიგაში და დარწმუნებული ვარ, გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, ბევრი გაიბრწყინებს ევროპულ ასპარეზზე.

"დინამოში" 4-წლიანი მუშაობის შემდეგ შემოთავაზება მივიღე "ლოკომოტივის" აკადემიიდან, სადაც გიორგი და დავით ყიფიანთან ერთად შევუდექით აკადემიის განვითარებას. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამა და სავარჯიშო მეთოდიკა.

აკადემია დაკომპლექტდა ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტებით. ამიტომ დღეს "ლოკომოტივის" აკადემია არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოში.

"ლოკომოტივთან" დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი კარიერა ჩინეთისთვის დამეკავშირებინა. აქ ახალ გამოცდილებას ვიღებ, როგორც სპეციალისტი.

- როგორც ცნობილია, ჩინეთის ფეხბურთში დიდი ფული იდება. მათ ძალიან ბევრი ვარსკვლავი ჩაჰყავთ ადგილობრივ ჩემპიონატში. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბავშვთა ფეხბურთში?

- ყველამ კარგად იცის, რომ ჩინეთის სუპერლიგაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი თანხები ჩაიდო. ჩამოჰყავდათ ვარსკვლავები და ამით ცდილობდნენ საფეხბურთო დონის აწევას, მაგრამ ბოლო წლებში მიხვდნენ, რომ ეს არ იყო გამოსავალი...

ამიტომ CFA-ს ლიდერებმა შეცვალეს იდეა და ინვესტიციის ჩადება დაიწყეს ბავშვთა ფეხბურთში და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ასევე, საფეხბურთო აკადემიებში ჩამოჰყავთ უცხოელი სპეციალისტები - ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან, რომლებიც ნერგავენ ევროპულ საფეხბურთო ფილოსოფიას.

- რა განსხვავება შენიშნეთ ქართველ და ჩინელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის?

- ჩემი აზრით, განსხვავება მაინც საქმისადმი დამოკიდებულებაშია... ჩინელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, ეს არის - დისციპლინა და შრომისმოყვარეობა. ნიჭით კი, აბა, რა გითხრათ... ქართველი მოზარდები უფრო ნიჭიერები არიან.

- ფინანსური სხვაობა საქართველოსა და ჩინურ კლუბებს შორის ალბათ ძალიან დიდია...

- ჩინეთში ყველანაირი პირობა არის სამუშაოდ. მაგალითისთვის დალიანის 13-წლამდელთა გუნდს მოვიყვან, დანარჩენი დასკვნები კი თავად გააკეთეთ.

გუნდში 22 ფეხბურთელია და ყველა მათგანი ფანტასტიკურ პირობებში, ბაზაზე ცხოვრობს. კლუბი ასწავლის ამ ფეხბურთელებს დალიანის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლას მოზარდებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

ეს ფეხბურთელები ვარჯიშობენ ფანტასტიკურ მოედნებზე. წელიწადში 2-ჯერ აქვთ მოსამზადებელი შეკრება და წელიწადში 3-ჯერ დადიან საერთაშორისო ტურნირზე. გააჩნიათ სრული სამედიცინო კონტროლი და დაზღვევა. ალბათ ხვდებით, რომ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება...

საერთოდ, ჩინელები მუშაობისთვის ყველანაირ პირობას ქმნიან, მაგრამ ასევე ითხოვენ შედეგსაც.

- თქვენს გარდა, თუ არიან ჩინეთში ქართველები დასაქმებულნი სპორტში?

- სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ინფორმაცია მაგ თემაზე.

- რა იციან ჩინეთში საქართველოსა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის შესახებ?

- იციან - არველაძე, ქინქლაძე, კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი...

- აპირებთ თუ არა ქართველი ფეხბურთელების მიწვევას ჩინეთში?

- ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმები არ მაქვს... მაგრამ თუ ჩინური გუნდებიდან დაინტერესება იქნება, ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი, დიდი სიამოვნებით დავუდგები გვერდით და დავეხმარები.

- როგორია ჩინეთში მიდგომა ფეხბურთისადმი ბავშვების მხრიდან და როგორი იყო საქართველოში?

- ჩინეთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. როდესაც ფეხბურთელს ეკითხები, სად უნდა ითამაშოს, ის უპირველეს ყოვლისა, გპასუხობს - ჩინეთის სუპერლიგასა და ეროვნულ ნაკრებში.

ჩინეთში ფეხბურთელის მოწონების შემთხვევაში იგი მოგყავს და აცხოვრებ ბაზაზე. კლუბი ვალდებულებას იღებს, რომ ფეხბურთის სწავლასთან ერთად, მისცეს ასევე განათლებაც. ჩინელ ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს.

მე ჯერ არ გამიგია, ფეხბურთელს მწვრთნელის მიმართ ეთქვას - დავიღალე, მეტკინა, თამაში აღარ შემიძლია და მსგავსი ფრაზები. აქ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ გააჩნია პირადი ცხოვრება, მისი ერთადერთი ცხოვრება ფეხბურთია.

სპორტსმენის ცხოვრება ჩინეთში დილის 6:00 საათზე იწყება. აქ არის რეჟიმისა და გამარჯვებისკენ ორიენტირებული ხალხი. ვისურვებდი, რომ ქართველ ფეხბურთელს ეს თვისებები და მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეს. მერწმუნეთ, ჩვენი ნიჭით და თვისებებით ძალიან ბევრს მივაღწევდით.

- თქვენ უშუალო შეხება გქონდათ ბავშვთა ფეხბურთთან. რას იტყოდით ქართულ ბავშვთა ფეხბურთზე, რა არის გამოსასწორებელი?

-მე ამას 4 კომპონენტად დავყოფდი:

1) ინფრასტრუქტურა.

2) ყველა სკოლას თუ აკადემიას უნდა გააჩნდეს ფეხბურთელის განვითარების პროგრამა, ასაკების და ეტაპების გათვალისწინებით.

3) ბავშვთა ფეხბურთი კვალიფიციური მწვრთნელებით უნდა დაკომპლექტდეს, მაგრამ ამისთვის მწვრთნელი ფინანსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი კლუბის მხრიდან.

4) სამედიცინო კონტროლი და სწორი კვება.

ამ 4 პუნქტიდან პირველი და მეორე სავალდებულო უნდა იყოს, აკადემიებისთვის და ლიცენზიის ასაღებად.

ზვიად
ყველა თავისას იპოვის და მიიღებს,თუ ამ ცხოვრებაში არა იმ ცხოვრებაში აუცილებლად!)))
dima
მაგარი ხარ გიო ამას კველა ხედავს წარმატებები
dima
წარუმატებლობის მიზეზი ყველამ საკუტარ თავში ეძებოს ასე იპოვის გამოსავალს გიოს წარმატებები
ზვიად
რომელი შურით?რა გითხრათ ამ პიროვნებამ დაგვინგრია მომავალი!არა მარტო ჩვენ ,ბევრ სხვა ბავშვს და მის მშობელს გაუმწარა ცხოვრება!გაინტერესებთ კონკრეტული რამე?ვამბობ რომ უსამართლოდ ბევრი მოზარდი დაჩაქრა და აურია გზა.მისი აკადემიაში ყოფნის დროს,იყო დედავშინა ასაკობრივ გუნდებში.იყო მიკერძოებული დამოკიდებულება ახლობლების შვილებზე და ამის გამო იჩაგრებოდნენ ის თითო ოროლა ფეხბურთელები ვისაც ეგრეთწოდებული პატრონი არ ჰყავდა.ეს სისტემა უფრო დაახელოვნა მინაშვილმა და ამის გამო დღეს ყველა ერიდება აკადემიაში გადასვლას.ყველამ იცის რო იქ ბავშვს გაუფუჭებენ!კიდე უფრო კონკრეტულზე პირადად ვესაუბრები ვისაც უნდა!!!
DC
ეს არის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთის სპეციალისტი საქართველოში. მაგრამ საქართველო არ აფასებს თავის პროფესიონალებს. ლონდონის კრისტალ პალასში ნამუშევარი, ბრიტანეთში მიღებული განათლებით უდიდესი პროფესიონალი. ზოგიერთი აქ რომ წერს სისულელებს უბრალოდ სკდება შურით. წინ გიო! საუკეთესო სურვილებით
დათკა
მე პირადად, მქონია შეხება, მე თვითინ ფეხბურთელი ვარ და ვიცი, როგორი პროფესიონალია გიორგი თავისი საქმის. არ მეგულება სხვა, მასავით პრინციპული, თავისი საქმის მცოდნე და ხარისხზე ორიენტირებული ადამიანი. ქართველების უმეტესობას, ერთი მინუსი გვაქვს, სულ სხვაში ვეძებთ პრობლემას და საკუთარ ნაკლოვანებას ვერ ვამჩნევთ. დანამდვილებით შემიძლია ვათქვა, რომ გიორგი გუნდიდან არ გაუშვებდა კარგი პოტენციალის მქონე ახალგაზრდას, და არ დაუკარგავდა არავის შანსს. არასდროს , არავის იღებდა გუნდში ნაცნობობისა და ანგარების გამო. მე პირადად, ბევრი მაგალითი ვიცი ამის. გიორგისნაირი პროფესიონალები ნამდვილად სჭირდება ქართულ ფეხბურთს, თუმცე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფასება სჭირდება ასეთ ადამიანებს. წარმატებები მას!!
ირაკლი
ზუსტად რომ გიორგი მინაშვილისნაირი პროფესიონალები ჭირდება ქართულ ფეხბურთს. დასანანი მართლაც არი რომ მისი პროფესიონალიზმი ხმარდება ჩინურ ფეხბურთს და არა ქართულს. ესეც ჩვენი ფეხბურთის და ზოგადად ქვეყნის მუდმივი პრობლემა. იმედი მაქვს დადგება დრო ადრე თუ გვიან მინაშვილისნაირი პროფესიონალები ჩაიბარებენ ქართულ ფეხბურთს , რომელსაც მოახმარენ თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას! წარმატებები...
ირაკლი
ზუსტად რომ გიორგი მინაშვილისნაირი პროფესიონალები ჭირდება ქართულ ფეხბურთს. დასანანი მართლაც არი რომ მისი პროფესიონალიზმი ხმარდება ჩინურ ფეხბურთს და არა ქართულს. ესეც ჩვენი ფეხბურთის და ზოგადად ქვეყნის მუდმივი პრობლემა. წარმატებები ძმაო . იმედი მაქვს შენისთანა პროფესიონალები ჩაიბარებენ ადრე თუ გვიან ქართულ ფეხბურთს და თქვენს გამოცდილებას და ცოდნას მოახმართ ქართველი ფეხბურთელების აღზდას!
ზვიად
რამდენი ბავშვი გაზარდეთ?გამოაქვეყნეთ სტატისტიკა ვინ გაუშვით საზღვარგარეთ და რას მიაღწია!!დინამოს აკადემიას მივმართავ!ან ნაკრებს ვინ გაუზარდეთ?ხვალ უარესი იქნება!ფეხბურთზე ბავშვები აღარ მიდიან!ცხვრებო ხმა ამოიღეთ!იბღავლეთ მაინც!ფუ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!
gio
რაო ზვიადმა ?
ზვიად
გაფილტრეთ ხო ჩემი გზავნილი?))ეგრეა ყველგან და იმიტომაცაა ქართულ ფეხბურთში კარგად საქმე!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ქართველი სპეციალისტი ჩინეთში იმუშავებს
"ლოკომოტივში" ისევ მწვრთნელი შეცვალეს - ამჯერად გუნდი მინაშვილს ჩააბარეს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი ყიფიანი: გავზარდოთ ვარსკვლავები მუნდიალზე სათამაშოდ!
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"დინამოს" საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას