საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა ლეილა მესხი, 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა.

ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.

სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

მიხეილ გიორგაძე (საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი): „განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ თბილისის სპორტულ კომპლექსებს კიდევ ერთი სივრცე შეემატა. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე, სადაც არაერთი ცნობილი ჩოგბურთელი გაზრდილა. ახალი კომპლექსის გახსნასთან ერთად, დღეს ასევე მქონდა დიდი პატივი, ჩოგბურთის აკადემიის ხელმძღვანელისთვის, ქალბატონი ლეილა მესხისთვის გადამეცა კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო სპორტის ნაწილში, სპორტის რაინდის წოდება. უდავოა მისი განსაკუთრებული წვლილი როგორც ჩოგბურთის, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში".

ლეილა მესხი (სპორტის რაინდი, საჩოგბურთო სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელი): „პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. გაიხსნა ახალი სპორტული კომპლექსი, აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღი. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც დღეს, ახალი კომპლექსის გახსნასთან და იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის რაინდის წოდებით დამაჯილდოვა.

ამ წოდების მიღება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ახალი სპორტული კომპლექსი არაერთ წარმატებულ ჩოგბურთელს შემატებს ქართულ სპორტს".

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
18 წლის შემდეგ ქართველმა WTA-ის ტურნირი მოიგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა