ბუნდესლიგის წინასამატჩო თხრობა "ბაიერნით" უნდა დავიწყოთ
ბუნდესლიგის წინასამატჩო თხრობა "ბაიერნით" უნდა დავიწყოთ. სხვა გამოსავალს "რეკორდმაისტერი" ნამდვილად არ გვიტოვებს. იუპ ჰაინკესის გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაფრინავს. თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ გერმანულ გრანდს რევანში აქვს ასაღები პირველი წრის მატჩისთვის. იმ შეხვედრას "ვოლფსბურგი" უიმედოდ აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

"ბაიერნის" ბანაკიდან ქომაგებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ მინდორს სეზონის ბოლომდე დაუბრუნდება მანუელ ნოიერი. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს მუნდიალის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება.

"შალკემ" და "ჰოფენჰაიმმა" კარგი ფეხბურთი უნდა შემოგვთავაზონ. ამის წინა პირობაა ის, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს ორივე გუნდი. ფავორიტად, ალბათ, მაინც "ხუმარები" უნდა შევრაცხოთ. მიმდინარე სეზონის რამდენიმე შეხვედრაში ჩვენ ვნახეთ მეტად არასტაბილური "ჰოფენჰაიმი". ვნახოთ, როგორ იქნება ამჯერად.

"გლადბახისა" და "დორტმუნდის" მატჩში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიხილოთ შემტევი ფეხბურთის ზეიმი. სტატისტიკა "დორტმუნდის" სასარგებლოდაა. ისინი ბოლო შეხვედრებში სულ ახერხებენ პრინციპული მეტოქის დამარცხებას.

სხვა საქმეა, რომ დორტმუნდელთა ლაზარეთში ტრადიციულად სიმჭიდროვეა. ყველა ფეხბურთელი არც "გლადბახს" ჰყავს ჯანზე, მაგრამ გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, გოლებს ველით.

აგერ მიში ბატშუაი და აგერ, მორიგი შანსი - ისე ჩანს, რომ ბელგიელი ფორვარდი ძალიან კარგად შეეწყო ახალ კლუბს. ეგაა, "დორტმუნდი" შეიძლება გადაღლილი იყოს ევროპალიგაზე თამაშის გამო.

დღეს "ჰამბურგი" ვეღარ არის ძველებურად მრისხანე, მაგრამ ტრადიციული მეტოქეების მატჩი მაინც იმსახურებს ყურადღებას, რადგან ბარიკადების მეორე მხარეს "ლევერკუზენია".

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ნადირობს "აინტრახტი", რომელიც მის უშუალო კონკურენტ "ლაიპციგს" შეხვდება.

ფრანკფურტელთა ასპარეზობა მიმდინარე სეზონში მართლაც ყველანაირ მოლოდინს სცდება. ამის გათვალისწინებით, თამაში კარგი უნდა გამოვიდეს. ეგაა, "ლაიპციგი" ცოტა დაღლილი უნდა იყოს "ნაპოლისთან" საევროპალიგო შეხვედრის შემდეგ.

ფაქტები

"ჰერტასა" და "მაინცის" ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"კიოლნსა" და "ჰანოვერს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ფრაიბურგისა" და "ვერდერის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.

"ჰამბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 4 მატჩიდან 3 "ლევერკუზენმა" მოიგო.

"ვოლფსბურგისა" და "ბაიერნის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"აუგსბურგსა" და "შტუტგარტს" შორის ბოლო 3 მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გლადბახისა" და "დორტმუნდის" ბოლო 5 შეხვედრა დორტმუნდელებმა მოიგეს.

ბუნდესლიგა. XXIII ტური

პარასკევი, 16 თებერვალი

ჰერტა-მაინცი 0:2

გოლები: 01:, 0:2 რობინ ქუეისონი (40,65)

შაბათი, 17 თებერვალი

კიოლნი-ჰანოვერი 18:30

ფრაიბურგი-ვერდერი 18:30

ჰამბურგი-ლევერკუზენი 18:30

ვოლფსბურგი-ბაიერნი 18:30

შალკე-ჰოფენჰაიმი 21:30

კვირა, 18 თებერვალი

აუგსბურგი-შტუტგარტი 18:30

გლადბახი-დორტმუნდი 21:00

ორშაბათი, 19 თებერვალი

აინტრახტი-ლაიპციგი 23:30

ბომბარდირები: 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა