21 წლის ქართველი ჩოგბურთელის სანუკვარი მიზანი - WTA-ს რეიტინგის ასეულში მოხვედრა, მიღწეულია

გუშინ ანა ტატიშვილმა (115) ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში დღის სენსაცია მოახდინა - 721-ათასიანი ტურნირის მე-2 წრეში დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, მე-9 ნომრად განთესილი მარია კირილენკო.

ჩვენებურს აქამდე არასოდეს მოუგია ასეთი მაღალი რეიტინგის ჩოგბურთელისთვის, რუსი WTA-ს კლასიფიკაციაში ხომ მსოფლიოს 28-ე ჩოგანია. თამაში ნომერ მეორე კორტზე გაიმართა და ის თითქმის 3 საათი გაგრძელდა (2 წუთი დააკლდა). პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ანამ შემდეგი ორი მოიგო - 5:7, 7:5, 6:3.

21 წლის ქართველმა 18 ბრეიქპოინტიდან 8 მოიგო, მასზე 3 წლით უფროს კირილენკოს ამის შანსი უფრო იშვიათად მიეცა, თუმცა 7-დან 6 ცდა გამოიყენა. კირილენკოს ანგარიშზეა 3 ეისი (ანას ეისი არ ჩაუგდია), ჩვენებურმა ორით მეტი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სტატისტიკას რა აზრი აქვს, როცა საბოლოოდ გამარჯვებული სწორედ ანა დარჩა.

მესამე წრეში ტატიშვილი მე-6 ნომრად განთესილ იანინა ვიკმაიერს (20) შეხვდება. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე გაინაღდა 72 სარეიტინგო ქულა, ვინაიდან მას სანუკვარ ასეულამდე დაახლოებით 60 ქულა აკლდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მიზანი მიღწეულია - ტატიშვილი მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია.

status quo
ყოჩაღ ანა, მიდი მიაწექი...
peg-100
რა კარგია როცა დილით ასეთი სასიამოვნო ამბავი გხვდება...ანა უდავოდ ნიჭიერი გოგოა,გენაცვალე,სქართველო შენთანაა,ვუგულშემატკივროთ ანას როგორც საჭიროა...
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე