სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი დაპირისპირება ტურინული დერბია
სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი დაპირისპირება ტურინული დერბია. "იუვენტუსისთვის" ახლა ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს, ფეხის დაცდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მასიმილიანო ალეგრის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა "ტოტენჰემთან" საშინაო შეხვედრაში. გუნდს აშკარად აქვს საკადრო პრობლემები და ეს ნათლად აისახება ტურინელთა თამაშზე. ფაქტია, "იუვე" შორსაა იდეალური ფორმისგან.

ამ ტურში შედარებით იოლი ამოცანა აქვს ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის". ნეაპოლელები სპალ-ს ეთამაშებიან საშინაო ასპარეზზე და თუ სასწაული არ მოხდა, წესით, მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა დაამარცხონ.

"ნაპოლის" გადატვირთული კალენდარი აქვს, გუშინ ევროპალიგაზეც ითამაშა, მაგრამ ამ მხრივ მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი ვერ დაიწუწუნებს, რადგან ზუსტად ამავე დღეშია (ალბათ, უარესშიც) მისი მთავარი კონკურენტი "იუვენტუსიც".

ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი მილანში გაიმართება. "სან სიროზე" ყოჩაღი "სამპდორია" ჩავა. ჯენარო გატუზო ჯერაც რჩება სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად მწვრთნელად, მაგრამ თუ "მილანის" პროგრესი გაგრძელდა, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რინოსთვის ჯამაგირის მომატებაზეც იფიქრებენ...

მართალია, ამ გუნდების შეხვედრები გოლუხვობით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც ფიცხელ ბრძოლას ველით, რადგან ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

კარგი თამაში უნდა იყოს "უდინეზე"-"რომა". ეგაა, სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, რომაელები ყოველთვის ახერხებენ უდინელთა დამარცხებას. რა თქმა უნდა, ფავორიტი "ჯალოროსია", მაგრამ "უდინეზეს" სენსაციის შემოთავაზება რომ შეუძლია, ესეც ფაქტია.

"ჯენოასა" და "ინტერის" შეხვედრა იმითაა გამორჩეული, რომ "ნერაძურის" რამდენიმე ისეთ ფეხბურთელთან მოუწევს დაპირისპირება, რომლებიც ადრე სწორედ "ინტერის" ღირსებას იცავდნენ.

ფაქტები

"რომამ" ბოლო 9 ურთიერთშეხვედრაში დაამარცხა "უდინეზე".

"კიევოს" და "კალიარის" შორის ბოლო 12 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.

"ბოლონიასა" და "უდინეზეს" შორის უკანასკნელ 6 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.

"ნაპოლი" და სპალ-ი იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან.

"ატალანტასა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მილანსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 5 თამაშში ორივეს არ გაუტანია გოლი.

სერია A. XXV ტური

შაბათი, 17 თებერვალი

უდინეზე-რომა 18:00

კიევო-კალიარი 21:00

ჯენოა-ინტერი 23:45

კვირა, 18 თებერვალი

ტორინო-იუვენტუსი 15:30

ბენევენტო-კროტონე 18:00

ბოლონია-სასუოლო 18:00

ნაპოლი-სპალ 18:00

ატალანტა-ფიორენტინა 21:00

მილანი-სამპდორია 23:45

ორშაბათი, 19 თებერვალი

ლაციო-ვერონა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი