ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა 2012 წლის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე ისაუბრა
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიჩი ბიტიმ ინტერვიუ მისცა სააგენტო "როიტერს", რომელშიც 2012 წლის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის შესახებ ილაპარაკა.

ფედერაციის შეფმა თავისი სახეობის ოლიმპიური უფლებამოსილება დაიცვა და განაცხადა, რომ ლონდონში მოპოვებული ოქროს მედალი "დიდი სლემის" ტიტულზე არანაკლებ ღირებული იქნება. მანვე დაამატა, რომ უიმბლდონის ბალახის კორტები შესაფერისი არენაა იმისთვის, რომ პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელებმა სრულად წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა.

ოლიმპიური ტურნირის შემადგენლობაზე

2008 წელს ენდი როდიკმა აშშ-ის ღია პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად ოლიმპიური თამაშები გამოტოვა, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ კი პირველივე წრე წააგო, თუმცა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უიმბლდონის კორტების მომხიბვლელობა ოლიმპიადაზე წამყვანი მოთამაშეების მონაწილეობის გარანტია იქნება.

"როცა მოთამაშეებს უშუალოდ ჩოგბურთზე ველაპარაკები, მათთვის "დიდი სლემის" ტიტული ყველაზე პრესტიჟულია. თუმცა საკითხავია, კარიერის ბოლოს ყველაზე მეტად რომელი ტურნირი ამახსოვრდებათ... მაგალითად, ვიცი, რომ რაფაელ ნადალი პეკინის თამაშებზე გამარჯვებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებს კარიერაში. ოლიმპიადა არ არის ჩვეულებრივი საჩოგბურთო ტურნირი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის მოთამაშეები მსგავს შეგრძნებებს განიცდიან.

დარწმუნებული ვარ, არ არსებობს არც ერთი მოთამაშე, ვისაც ოლიმპიადა მნიშვნელოვან ტურნირად არ მიაჩნდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სახეობა ოლიმპიურ პროგრამაში მხოლოდ 1988 წლიდან არის, უკვე ბევრს მივაღწიეთ. ჩოგბურთს სჭირდება ოლიმპიადა და პირიქით - ოლიმპიადას ჩოგბურთი".

ოლიმპიური ტურნირის განრიგის შესახებ

ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ერთ დროზე თავად თამაშობდა საერთაშორისო დონეზე, ახლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია. ის გვაფრთხილებს, რომ თამაშების განრიგი რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მედლები უკვე სამ კატეგორიაში გათამაშდება - ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში.

უიმბლდონის არენაზე მხოლოდ ცენტრალური კორტია აღჭურვილი მოძრავი სახურავით, ასე რომ, თუ განმეორდა პეკინის ისტორია და მატჩები მუდმივად გადაიდო წვიმების გამო, ორგანიზატორებს გაუჭირდებათ გრაფიკის დაცვა. რაც არ უნდა იყოს, უიმბლდონის ტურნირი ორი კვირა გრძელდება, ოლიმპიური ჩოგბურთი კი ათ დღეში (27 ივლისი-5 აგვისტო) უნდა ჩაეტიოს.

"ოლიმპიურ პროგრამაში მიქსტის შეტანის შემდეგ განრიგი ძალიან მძიმე იქნება. პირველ დღეებში კარგი ამინდი გვჭირდება იმისთვის, რათა პირველ წრეში ერთეულებში დამარცხებულმა ჩოგბურთელებმა მშვიდად შეძლონ წყვილებსა და მიქსტში გადასვლა.

თამაშები უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე უიმბლდონზე, მაგრამ ძალიან ადრეც ვერ შევძლებთ სტარტს, რადგან დილით ბალახი ნამიანია. მეორე პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოლიმპიურ ტურნირზე მატჩები შეიძლება დროში გაიწელოს, რადგან ნაადრევ ეტაპზე არავინ მოისურვებს გავარდნას. ეს წყვილებსაც ეხება, სადაც ოლიმპიური მედლებისთვის მიდის ბრძოლა".

დევისის თასზე

ოლიმპიური თემის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ გუნდურ ტურნირზე საუბრისას რიჩი ბიტიმ აღნიშნა, რომ მომავალი სეზონიდან დევისის თასის ფინალი უფრო ადრე გაიმართება.

"ვაპირებთ დევისის თასის ფინალი წლის შემაჯამებელი "მასტერსის" დასრულებისთანავე ჩავატაროთ. ეს ლოგიკური იქნებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

გამორიცხული არაა, მომავალ წელს სეზონის დასკვნითი ტურნირი ლონდონში ორშაბათს დასრულდეს და ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომაც სწორი გადაწყვეტილებაა მოსაძებნი".

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"