© გოგიტა ბუხაიძე

დავით მოძღვრიშვილის 50-მეტრიანმა გასროლამ რუსთაველებს ფარ-ხმალი ვერ დააყრევინა, გაწითლებულ დროზე მათი შეტევა ზურა ქავთარაძის ლელოთი დასრულდა და "ხარებმა" 25:23 იმარჯვა.

"ავჭალაზე" შეკრებილმა და "რაგბი ტვ"-ის მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. მე-13 ტურის პირველი შეხვედრის პირველი ტაიმი მძიმე გამოდგა და გუნდებმა მხოლოდ თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს, შესვენების შემდეგ კი ტემპმა და სანახაობამ იმატა, ჯამში 6 ლელო გავიდა და დასკვნითი 10 წუთი დრამატული გამოვიდა.

თამაში თბილისის "აკადემიის" შეტევებით დაიწყო, თუმცა ტაიმის შუაში ბურთზე ხელის ჩარტყმისთვის გიორგი გოგლიძე სინბინით დაისაჯა და ინიციატივას "ხარები" დაეუფლა. მალე კარის წინ 20 მეტრიდან ვაჟა ხუციშვილმა ანგარიში გახსნა, რაზეც 5 წუთში დავით მოძღვრიშვილმა 42 მეტრიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 3:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მალევე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. მეტოქის 22-ში დერეფნის მოგების შემდეგ სანდრო ილურიძემ კარის წინ ხაზი გაჭრა და რუსთაველების დაცვა არია, ბურთი ფლანგზე სწრაფად ჩათამაშდა, მოძღვრიშვილმა მცველი აიყვანა და ლელოში გიორგი ჭუაძე შეუშვა. მოძღვრიშვილმა ზუსტ გარდასახვას საშუალო დისტანციიდან ჯარიმა მიაყოლა და 50-ე წუთზე "აკადემია" 13:3. დაწინაურდა.

სტუმრები გააქტიურდნენ, 55-ე წუთზე უჩა აღაშვილმა ხაზი გაგლიჯა, მისი მიძალება მცველებმა ზედ ხაზზე შეაჩერეს, თუმცა გადაწყობა ვეღარ მოასწრეს და გიორგი ნათელაშვილმა ლელო გაქვითა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა.

"აკადემიამ" მაღალი სათამაშო ტემპი შეინარჩუნა და 66-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაიტანა. საბა სვიმონიშვილს შესატევი სივრცე აღარ დარჩა, ფეხით ბურთი მოზომოლად გადაიკიდა, მას თავადვე დაეუფლა, შეტევა 5 ქულით დაასრულა და მოძღვრიშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 20:8.

დასკვნით 10 წუთში "ხარებმა" ძალიან მოინდომა, მოლში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და დათო თაბუკაშვილი ალამთან შეფრინდა. 75-ე წუთზე დათო ქვლივიძემ შერკინებიდან შეუტია, ხაზი მარტივად გაჭრა და 15-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. კობა ბუჯიაშვილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე რუსთაველები კარის წინ, ზედ ცენტრალურ ხაზთან დაჯარიმდნენ, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულმა მოძღვრიშვილმა კარისკენ მიუთითა და 50 მეტრიდან გატანილი ჯარიმით "აკადემიას" ლიდერობა დაუბრუნა. სტუმრებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, 40 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, "აკადემიამ" სინბინით იოანე ხელაია დაკარგა, "ხარებმა" შეტევა ფლანგზე გაშალა და ქავთარაძემ ალამთან გამარჯვების ლელო გაიტანა - 25:23 "ხარების" სასარგებლოდ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა