sportall.ge იწყებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას
sportall.ge იწყებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

პირველ სეზონს "ტორპედო" და "ჩიხურა" იწყებენ, რომლებიც ქვეყნის სუპერთასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ქვეყნის ჩემპიონით, "ტორპედოთი" ვიწყებთ.

"ტორპედომ" 2017 წელს 15 წლის შემდეგ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის საგზური. ამავდროულად, საქართველოს თასზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა და პირველობა "ჩიხურასთან" დათმო.

კლუბი 2018 წლის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება: კლუბს ჰყავს ახალი სპონსორი, აქვს ახალი ლოგო და ეკიპირება, მზადდება ახალი საიტი, "ფანშოპი" და გაეშვა "ტორპედო TV".

ქუთაისის "ტორპედო": ახალი ლოგო და ახალი ფორმა [VIDEO]

ტრანსფერები

იმერულმა კლუბმა მაქსიმალურად შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი, თუმცა ჰქონდა კლებაც, კლუბი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გუგა ფალავანდიშვილმა.

რაც შეეხება მომსვლელებს, ჩვენდა გასაკვირად, კლუბს არ უაქტიურია და ნამატს გაძლიერებას ვერ დავარქმევთ. თუმცა არ არის გამორიცხული, ქუთაისელებმა სიურპრიზიც შემოგვთავაზონ.

კლუბიდან წავიდნენ: გიორგი ბერიაშვილი ("სიონი"), მათე კვირკვია ("რუსთავი"), გუგა ფალავანდიშვილი ("პოძებისკიე"), გურამ ადამაძე (ბათუმის "დინამო"), კახაბერ მეშველიანი ("მერანი") და ვოლოდიმირ კორობკა (თავისუფალი აგენტი)

კლუბში მოვიდნენ: ევგენ ბოხაშვილი ("რუხი"), თენგიზ წიქარიძე ("დილა"), ტარიელ ხაინდრავა ("მეშახტე"), თორნიკე გრიგალაშვილი და მიხეილ სარდლიშვილი ("ჩიხურა"), მერაბ მეგრელიძე ("საბურთალოს" 19-წლამდელები)

შეკრება

იმედია, ქუთაისელთა ქომაგი არ გვიწყენს, მაგრამ ამ შეკრებას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ კატასტროფული, რადგან ასეთი თამაშით მეტოქეებთან "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ფონს ვერ გავა. კლუბმა 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 მოიგო, 4 ბურთი მიიღო და მხოლოდ 1 გაიტანა.

პირველ შეხვედრაში იმერლები ყაზახურ "აქტობესთან" 0:2 დამარცხდნენ, მეტოქემ 2017 წლის სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და არც სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებულა ისე, რომ საქართველოს ჩემპიონი დაემარცხებინა. სხვათა შორის, "აქტობეს" ქობულეთის "შუქურაც" ეთამაშა, რომელიც უკვე ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია და 2:3 დამარცხდა.

მეორე შეხვედრა "ტორპედოსთვის" პოზიტიური და იმედისმომცემი იყო, რადგან ამ შემთხვევაში კლუბმა გამარჯვება მოიპოვა - 1:0. ამჯერად მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი "ოლექსანდრია" იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-8 ადგილზეა.

მოულოდნელობა იყო მოსკოვის "ტორპედოსთან" მარცხი, რომელიც 0:1 დასრულდა. რუსული გუნდი რანგით მე-3 ლიგის ცენტრალურ ზონაში (სულ ასეთი 5 ზონაა) მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ამ შეხვედრაში განსაკუთრებით კარგი თავდამსხმელის არყოფნამ იჩინა თავი და რიგ მომენტებში ბავშვურმა შეცდომებმა.

კლუბმა ბოლო შეხვედრაც ყაზახურ გუნდთან გამართა. მეტოქე მეორეადგილოსანი "კაირათი" იყო და 0:1 დამარცხდა. ეს ალბათ ყველაზე ლოგიკური მარცხი იყო, რადგან მეტოქეს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს და საევროპალიგოდ ემზადება.

დასკვნა

2018 წლის სეზონში ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის მოგების ან საპრიზო ადგილის დაკავების ფავორიტი კვლავ იქნება, თუმცა კენჭისყრაზე ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ეტაპის გადალახვა, რადგან არსებული შემადგენლობით საერთაშორისო წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

ჯუნგლი
რა გახდა ლეგიონერის დამაატება? რა ლეგიონერები მიცა სამტრედიამ ნახეთ!
ჯუნგლი
ეს ახალი ფლობელი ფულის საკეთებლად მოვიდა?
ბ-ტ ესაკიას
აბსოლიტურად ნეიტრალური გულშემატკივარი ვარ. მინდა ავღნიშნო ძალიან პრიმიტიული და უაზრო სტატიის შინაარსი. საერთოდ როდესაც ადამიანებს აწვდით ინფორმაციას ეცადეთ კარგად ჩამოაყალიბოდ აზრი და საინტერესო გახადოთ საზოგადოებისთვის. მაგრამ ალბათ ამას სჭირდება მეტი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, რომელიც აშკარად გაკლიათ ბატონო ესაკია.
გიორგი
გუნდს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება,მაგრამ წასგები არცერთი თამაში არ იყო!!! სამივე წაგებულ თამაშში უპირატესობას ტორპედო ფლობდა და სერთოდ ბოლო ორი თამაში ბოლო წუთებზე წააგო!!!
haha
მარტო ტორპედო რა შუაშია, მთლიანად ქართული ფეხბურთია მკვდარი.
პატრიოტი იმერელი
სირცხვილია საქართველოს ჩემპიონის პირველ თამაშს დილასთან არ აშუქებენ ტელეარხები, კაირათს ლამის ორმეტრიანი ფეხბურთელები ყავდათ!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...