პსჟ-ს "რეალთან" დამარცხების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია და "სტრასბურზე" I წრეში მარცხისთვის შურისძიება სურდა. ერთიც მოახერხა და მეორეც...

უნაი ემერის გუნდმა 7-გოლიანი შოუ და არა თრილერი ითამაშა "პარკ დე პრენსზე" და, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, დაამტკიცა, რომ ლიგა 1-ში კლუბს პრობლემა არა აქვს.

ედინსონ კავანიმ დუბლი მიითვალა, თითო გოლი კი იულიან დრაქსლერმა, ნეიმარმა და ანხელ დი მარიამ გაიტანეს. თითქმის ყოველ შემთხვევაში "სტრასბურის" მცველები მეტოქეს ხელს უწყობდნენ, ხელის შეშლის ნაცვლად.

ამ თამაშის შემდეგ კიდევ უფრო ამოუცნობი გახდა ემერის საქციელი, რას ერჩოდა ბასკი მწვრთნელი დი მარიას, რატომ არ მისცა მას შანსი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "სტრასბურთან" არგენტინელმა მბაპეს არყოფნით ისარგებლა და მატჩში საუკეთესო იყო.

სხვათა შორის, თამაშის მერე ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მა კილიან მბაპეს შეძენის ოპცია გაააქტიურა. გაგიკვირდებათ და, ეს იმიტომ მოხდა, რომ პსჟ ოფიციალურად დარჩა ლიგა 1-ში.

"მონაკოსა" და პსჟ-ის შეთანხმებაში სწორედ ასეთი უცნაური პუნქტი იყო ჩაწერილი. კიდევ ერთი უცნაურობა: პსჟ-ის ფეხბურთელებს გვარები ჩინურად ეწერათ, ჩინური ახალი წლის საპატივცემულოდ.

უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ამ საღამოს უმთავრესი იყო გამარჯვება. ჩვენ ეს მოვახერხეთ კარგი ფეხბურთის ჩვენებით. "პარკ დე პრენსზე" ყველა მატჩი მოგებული გვაქვს, ეს კი "რეალთან" თამაშის წინ უდიდეს იმედებს გვისახავს".

Video

17.02.18 პსჟ - სტრასბური 5:2

ჩემპიონმა "მონაკომ" ერთი დღით ადრე 4:0 გაანადგურა "დიჟონი", თუმცა ეს არ იყო იოლი მატჩი. არაფერი იყო გადაწყვეტილი, სანამ ფაბინიო პენალტს არ გაიტანდა, ეს კი 69-ე წუთზე მოხდა.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "კარგი გამარჯვებაა გუნდთან, რომელსაც უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში. მატჩისთვის ძალზე სერიოზულად რომ არ მოვმზადებულიყავით, "დიჟონი" აუცილებლად გვაზარალებდა. მეტოქე ყოველთვის რისკავდა და წინ მოდიოდა, ჩვენ კი მისი შეცდომები დაცვაში სრულად გამოვიყენეთ".

"ლიონმა" ნელ-ნელა დათმო პოზიციები. გუნდმა "ლილთან" საგარეო შეხვედრაში ვერ შეინარჩუნა ორგოლიანი უპირატესობა და ფრე იკმარა. ფლორიან ტოვენის გოლი საკმარისი აღმოჩნდა "ბორდოს" დასამარცხებლად. გუსტავო პოიეტმა ჟირონდელთა თავკაცის პოსტზე პირველად წააგო.

ფაქტები

2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, ევროპის ტოპ-5 ლიგაში კამილ გლიკზე (მონაკო) მეტი გოლი მხოლოდ მარკოს ალონსოს (ჩელსი) და მატია კალდარას (ატალანტა) აქვთ გატანილი - 12, 10 და 9 გოლი.

ტიაგო სილვამ (პსჟ) ლიგა 1-ში 150-ე მატჩი ითამაშა. მისი მოგების პროცენტი საუკეთესოა იმათ შორის, ვინც ლიგა 1-ში 150 და მეტი მატჩი ითამაშა - 72,5%.

პსჟ-მა ზედიზედ 13 საშინაო მატჩი მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

"კაენს" აქამდე სეზონში მხოლოდ სამი მეგოლე ჰყავდა - სანტინი, როდელენი და სილვა. კრიველი მეოთხეა.

ჯოვანი სიოს (მონპელიე) თებერვალში ლიგა 1-ში 7 გოლი აქვს გატანილი. ეს მისი საყვარელი თვეა (გოლების 23%).

ანხელ დი მარიამ (პსჟ) 2018 წელს მეათე გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში).

პსჟ-მა "სტრასბურთან" ამ სეზონში სამჯერ ითამაშა და 6 გოლი გაუშვა (2-2 მატჩში).

"მონპელიეს" "გენგამთან" ბოლო 16 დაპირისპირებაში არ წაუგია. ბოლოს ეს 2006 წელს მოხდა.

"სენტ ეტიენმა" ბოლო 4 თამაშში ზუსტად იმდენი ქულა აიღო (10), რამდენიც იმის წინა 16 მატჩში.

პსჟ-მა ოფიციალურად გაიფორმა ლიგა 1-ში დარჩენა.

ამ სეზონში უკვე მესამედ "ლიონმა" ვერ მოიგო მას მერე, რაც მატჩში 2:0 დაწინაურდა.

ევროპის ტოპ-5 ლიგაში ფრანგ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ფლორიან ტოვენმა (მარსელი) მიიღო - 10 (7 გოლი, 3 საგოლე პასი).

ლიგა 1. XXVI ტური

მონაკო-დიჟონი 4:0

გოლები: 1:0 ბ. კეიტა (13), 2:0 ფაბინიო (69-პენ), 3:0 რონი ლოპეში (87), 4:0 გლიკი (91)

მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - დიაქაბი (61. რონი ლოპეში), ფაბინიო, ტილემანსი (79. ღეზალი), ლემარი - ბ. კეიტა (86. პელეგრი)

პსჟ-სტრასბური 5:2

გოლები: 0:1 აოლუ (6), 1:1 დრაქსლერი (10), 2:1 ნეიმარი (21), 3:1 დი მარია (22), 3:2 ბაოკენი (67), 4:2 კავანი (73), 5:2 კავანი (79)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ლო სელსო (58. პასტორე), ლ. დიარა (58. ტიაგო მოტა), დრაქსლერი (82. ნკუნკუ) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

ამიენი-ტულუზი 0:0

გაძევება: ფოფანა (76. ამიენი)

ანჟერი-სენტ ეტიენი 0:1

გოლი: 0:1 ბერიჩი (79)

კაენი-რენი 2:2

გოლები: 1:0 კრიველი (6), 1:1 დ. საქო (9), 1:2 დ. საქო (21), 2:2 და სილვა (84)

გამოუყენებელი პენალტი: როდელენი (25. კაენი), პეტერსი (81. კაენი)

მონპელიე-გენგამი 1:1

გოლები: 0:1 ნ"გბაკოტო (30-პენ), 1:1 სიო (73)

ტრუა-მეცი 1:0

გოლი: 1:0 ნიანე (88)

ნიცა-ნანტი 1:1

გოლები: 1:0 დანტე (5), 1:1 სალა (27-პენ)

ლილი-ლიონი 2:2

გოლები: 0:1 ბ. ტრაორე (21), 0:2 ბ. ტრაორე (44), 1:2 პეპე (65), 2:2 ლუიზ არაუჟო (81)

მარსელი-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 ტოვენი (34)

მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (87. მ. ლოპესი), სანსონი, პაიე (69. ოკამპოსი) - ჟერმენი (75. ნ"ჟიე)

ბომბარდირები: 23 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი); 13 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

გამოტოვებული მატჩი

20 თებერვალი: ტრუა-დიჟონი.

მომდევნო ტური

23 თებერვალი: სტრასბური-მონპელიე;

24 თებერვალი: ტულუზი-მონაკო, დიჟონი-კაენი, გენგამი-მეცი, ლილი-ანჟერი, ნანტი-ამიენი, რენი-ტრუა;

25 თებერვალი: ბორდო-ნიცა, ლიონი-სენტ ეტიანი, პსჟ-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
[VIDEO] "პსჟ-ისთან თამაშის შემდეგ, ვიტირე" - "მარსელის" მწვრთნელი სუპერთასის შეხვედრაზე
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"კვარა" შეცვალეს - პსჟ სტუმრად "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
[VIDEO] "არ მჯერა, ხვიჩა სასწაული ხარ..." - კვარაცხელიამ მონაკოში ქართველები გააბედნიერა
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან - ქუვეითში გასამართი პსჟ "მარსელის" სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია