ლა ლიგაში პირველი სამეულის გუნდებმა იმარჯვეს, თუმცა სამივეს საამისოდ ძალისხმევა დასჭირდა
ლა ლიგაში პირველი სამეულის გუნდებმა იმარჯვეს, თუმცა სამივეს საამისოდ ძალისხმევა დასჭირდა. ლიდერ "ბარსას" ახლა შეუძლია მშვიდად იფიქროს "ჩელსისთან" მოახლოებულ მატჩზე...
ლას პალმასი-სევილია
"ლას პალმასის" ცენტრალური მცველი ალეხანდრო გალვესი ცენტრფორვარდივით გაიჭრა წინ და კომპენსირებული დროის მე-20 წამზე სერხიო რიკოს გაუტანა, მაგრამ გვერდითი მსაჯის მიერ აწეულმა ალამმა კანარელთა ზეიმი ჩაამწარა - ვინჩენცო მონტელას "სევილიამ" სამი ქულა წაიღო კუნძულიდან, არადა, თითქოს თამაშგარე არ ყოფილა.
იტალიელის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდა მეტოქეს, მაგრამ ბოლოს კინაღამ დაისაჯა მარტო ორი შანსის გამოყენებისთვის. პაბლო სარაბიამ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. პირველი გოლი მის დარტყმულს მოჰყვა, მეორე ესპანელმა თავად გაიტანა. შემდეგ კი სიტუაცია ჰალილოვიჩის მოპოვებულმა პენალტმა დაძაბა, მაგრამ თანამსაჯმა მასპინძელთა გარჯა წყალში ჩაყარა და "ლას პალმასმა" ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი მარცხი იგემა.
ფაქტები
ორ თვეზე მეტი პაუზის შემდეგ "სევილიამ" პირველად მოახერხა ლა ლიგაში ზედიზედ ორი მატჩის მოგება.
ვისამ ბენ იედერმა (სევილია) 6 იანვრის მერე პირველად გაიტანა.
პაბლო სარაბიამ "სევილიას" ბოლო 7 გოლიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 საგოლე პასი).
ეიბარი-ბარსელონა
ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" "ჩელსისთან" დაპირისპირებას მშვიდად ხვდება - ლა ლიგაში კატალონიელთა ერთპიროვნულ ლიდერობას არაფერი ემუქრება.
დიდი ალბათობით, "ბარსა" წელს ჩემპიონი გახდება. ის ერთადერთი კლუბია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელსაც ჩემპიონატში არ წაუგია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ბარსა" ლა ლიგის წაუგებლად ჩამთავრებას - წინ კიდევ 14 ტურია.
"ეიბარი" ურიგოდ არ ეთამაშებოდა "ბარსას", რომელიც მესის პასით სუარესმა დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ბასკებს ნერვებმა უმტყუნათ. მსაჯმა ჯერ მასპინძელთა შუახაზელი ფაბიან ორელიანა გააძევა, შემდეგ კი - მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი. "ბარსამ" ამით ისარგებლა და მესის დარტყმულს ჟორდი ალბამ დაამატა.
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ზედიზედ ორი ფრის შემდეგ მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ სტადიონზე არავის ულხინს. მახსოვს, აქ "ატლეტიკოსაც" გაუჭირდა. ძალიან მოვინდომეთ, რომ დავწინაურებულიყავით. ამის მერე ჩვენი მიზანი მათი ნახევარმცველების ბლოკირება იყო, რომ მათ ნაკლებად შეეტიათ. ძალიან გახარებულები ვართ, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია წლევანდელ ლა ლიგაში. ეს უტყუარი ნიშანია, რომ სწორ გზას ვადგავართ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი კარგად იქნება".
17.02.18 ეიბარი - ბარსელონა 0:2
ფაქტები
ლეო მესი ლიდერობს ლა ლიგის ბომბარდირთა სიასაც (20 გოლი) და ასისტენტებისაც (11 საგოლე პასი).
"ბარსელონამ" იპურუაში 4 მატჩიდან 4 მოიგო, 12 გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია.
ხოსე ლუის მენდილიბარმა (ეიბარი) ლა ლიგაში მე-100 მატჩი გაძევებით "აღნიშნა".
ფაბიან ორელიანა (ეიბარი) ლა ლიგაში 6-ჯერ გააძევეს. აქედან სამჯერ "ბარსელონასთან" მატჩში.
"ბარსელონამ" საკუთარი რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 31 ტური წაგების გარეშე. რეკორდი 2010-11 წლებში ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში წაუგებელი მატჩების სერიის რეკორდი "რეალ სოსიედადს" ეკუთვნის - 39 ტური წაგების გარეშე (1979/80 წლების სეზონი).
ჟორდი ალბამ (ბარსელონა) ამ სეზონში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 6 საგოლე პასი). ევროპის ტოპ-5 ლიგაში მეტი მხოლოდ ფილიპ მაქსს (აუგსბურგი) აქვს.
ლიონელ მესიმ ამ სეზონში 14-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს. რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან (2003/04 წლების სეზონიდან), ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მალაგა-ვალენსია
"ვალენსიამ" აუტსაიდერ "მალაგასთან" თამაში მას მერე შემოატრიალა, რაც მოედანზე მისი ახალი ტალანტი ფერან ტორესი გამოჩნდა. კოკლენის თავურისა და დანი პარეხოს პენალტის წყალობით, "ღამურებმა" მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და მესამე ადგილს ინარჩუნებენ.
ფაქტები
დანი პარეხომ (ვალენსია) ამ სეზონში ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 12 (6 გოლი, 6 საგოლე პასი).
"ვალენსიამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა - 7-დან 7.
ატლეტიკო-ბილბაო
"ატლეტიკო" მყარად რჩება მეორე ადგილზე. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბილბაოს "ატლეტიკს" 2:0 მოუგო. თუმცა მადრიდელთა უპირატესობა გოლებში მხოლოდ მას მერე აისახა, რაც "ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე ფრანგი კევინ გამეირო გამოჩნდა.
მან ჯერ თანამემამულე ანტუან გრიზმანისგან მიიღო პასი და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი დიეგო კოშტას გაატანინა.
ტრავმის გამო სიმეონემ ლუკას ერნანდესი დაკარგა, რომელმაც კუნთის ტკივილი იგრძნო და შესვენებაზე მის ნაცვლად დიეგო გოდინი გამოვიდა.
18.02.18 ატლეტიკო - ბილბაო 2:0
ფაქტები
"ატლეტიკო" "ბილბაოსთან" დაპირისპირებებში 9 მატჩია უკვე, რაც დაუმარცხებელია (7 მოგება, 2 ფრე). ეს ამ ორი კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.
ამ სეზონში პირველი ტაიმების შემდეგ "ატლეტიკოს" კარი მშრალად 22 მატჩში ჰქონდა შენარჩუნებული, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ანტუან გრიზმანმა საგოლე პასი გააკეთა კევინ გამეიროს ბოლო სამი გოლის შემთხვევაში.
სხვა მატჩები
ესპანეთში ჩუმი ოპტიმიზმით უხარიათ სერხიო კანალესის ათამაშება. ერთ დროს "ესპანეთის პრინცად" შერაცხილი ფეხბურთელი ვერაფრით ჩამოყალიბდა ნამდვილ ვარსკვლავად, რაშიც ხელი ხშირმა ტრავმიანობამ შეუშალა, თუმცა ბოლო მატჩებია, "რეალ სოსიედადის" შემტევი ნახევარმცველი ბრწყინვალედ თამაშობს, "ლევანტესთან" მან მორიგი გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში კანალესს თავის გამოჩენის შანსი... ტრავმამ მისცა, მატჩის დასაწყისშივე კაპიტანი ჩაბი პრიეტო დაიმტვრა.
"ბეტისმა" და "რეალმა" 8-გოლიანი თრილერი შემოგვთავაზეს. "სამეფო კლუბი" პირველი ტაიმის მერე აგებდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება ბრწყინვალე სტილში შეძლო შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული მეტოქის წინააღმდეგ. დუბლი შეასრულა პსჟ-სთან თამაშის გმირმა მარკო ასენსიომ.
18.02.18 ბეტისი - რეალი 3:5
ფაქტები
კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) ლა ლიგაში 9 პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.
კრისტიან სტუანიმ უკვე 13 გოლი გაიტანა, რაც ლა ლიგაში უკვე მისი საუკეთესო მიღწევაა (6 სეზონი).
პაბლო მაჩინი (ჟირონა), როგორც მწვრთნელი, 6-ჯერ დაუპირისპირდა ასიერ გარიტანოს (ლეგანესი) და ჯერ დაუმარცხებელია (3 მოგება, 3 ფრე).
მუნირ ელ-ჰადადის "ალავესის" გოლების ნახევარში (22-დან 11) მონაწილეობა აქვს მიღებული.
აბელარდო ფერნანდესმა (ალავესი) ლა ლიგის მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი ჩემპიონატში.
ლოპეს მუნისმა (ლევანტე) მწვრთნელის რანგში ლა ლიგის მე-100 მატჩი გამართა.
სერხიო კანალესმა (რეალ სოსიედადი) ლა ლიგის ბოლო 2 მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი).
როდრი ერნანდესმა (ვილიარეალი) ლა ლიგაში პირველი გოლი 49-ე მატჩში გაიტანა.
ესტებან გრანერომ (ესპანიოლი) ლა ლიგაში 2011 წლის მერე პირველად გაიტანა. მას მერე 2 590 დღე გავიდა.
21-ე საუკუნეში "ვილიარეალმა" და "ესპანიოლმა" მე-16 ფრე ითამაშეს.
"რეალი" პირველი გუნდია, რომელმაც ლა ლიგაში 6 000 გოლი გაიტანა. საიუბილეო გოლის ავტორი მარკო ასენსიოა.
ქარიმ ბენზემამ (რეალი) ლა ლიგაში 25 ნოემბრის მერე პირველად გაიტანა.
ლა ლიგა. XXIV ტური
ჟირონა-ლეგანესი 3:0
გოლები: 1:0 სტუანი (23-პენ), 2:0 პორტუ (36), 3:0 ხუანპე (85)
ლას პალმასი-სევილია 1:2
გოლები: 0:1 ბენ იედერი (35), 0:2 სარაბია (50), 1:2 კალერი (82-პენ)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ლაიუნი - ნ"ზონზი, პისარო - სარაბია, ფ. ვასკესი (76. მესა), ხ. კორეა (43. 43. ს. რამირესი) - ბენ იედერი (86. ესკუდერო)
ეიბარი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (16), 0:2 ალბა (88)
ბარსელონა (4-1-3-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (90. სემედუ), პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი - რაკიტიჩი, პაულინიო (74. ა. ვიდალი), ინიესტა (63. კოუტინიო) - მესი, ლ. სუარესი
გაძევება: ორელიანა (66. ეიბარი), მენდილიბარი (მწვრთნელი)
ალავესი-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 ელ-ჰადადი (61)
მალაგა-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 იდეიე (27), 1:1 კოკლენი (80), 1:2 პარეხო (85-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, მურილიო, გაია - სოლერი (80. ფ. ტორესი), პარეხო, კოკლენი, გედეში - ს. მინა (61. ძაძა), ვიეტო (60. როდრიგო)
გაძევება: მიკელი (84. მალაგა)
სოსიედადი-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (10-პენ), 2:0 ხუანმი (38), 3:0 კანალესი (55)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა (81. ესპინოზა), ელუსტონდო, რ. ნავასი, დე ლა ბელია - ჩაბი პრიეტო (13. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი (68. ზუბელდია), აგირეჩე, ხუანმი
ატლეტიკო-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (67), 2:0 დიეგო კოშტა (80)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი (46. გოდინი), ფილიპე ლუიში - ა. კორეა (70. გაბი), თომასი, საულ ნიგესი, კოკე (59. გამეირო) - დიეგო კოშტა, გრიზმანი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ი. მარტინესი, საბორიტი (72. კორდობა) - სან ხოსე, ვესგა - სუსაეტა, ბენიატი (65. იტურასპე), საბინი (68. დე მარკოსი) - ვილიამსი
ესპანიოლი-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 რ. ერნანდესი (25), 1:1 გრანერო (85)
ბეტისი-რეალი 3:5
გოლები: 0:1 ასენსიო (11), 1:1 მანდი (33), 2:1 ნაჩო (37 ს. კ.), 2:2 ს. რამოსი (50), 2:3 ასენსიო (59), 2:4 რონალდო (65), 3:4 ს. ლეონი (85), 3:5 ბენზემა (92)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო (30. ტ. ერნანდესი) - ლ. ვასკესი, კოვაჩიჩი, ასენსიო - ბეილი (73. ისკო), რონალდო (89. ბენზემა)
ორშაბათი, 19 თებერვალი
ხეტაფე-სელტა 23:59
ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 12 - მაქსი გომესი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
გამოტოვებული მატჩი
21 თებერვალი:
ლეგანესი-რეალი
მომდევნო ტური
23 თებერვალი: დეპორტივო-ესპანიოლი;
24 თებერვალი: სელტა-ეიბარი, რეალი-ალავესი, ლეგანესი-ლას პალმასი, ბარსელონა-ჟირონა;
25 თებერვალი: ვილიარეალი-ხეტაფე, ბილბაო-მალაგა, ვალენსია-რეალ სოსიედადი, სევილია-ატლეტიკო;
26 თებერვალი: ლევანტე-ბეტისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
უარი პსჟ-სა და "არსენალს" - ალვარესმა "ატლეტიკოს" სასურველი კლუბი დაუსახელა
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა