ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
ბუნდესლიგა. XXIII ტური: "დორტმუნდი" დალაგდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXIII ტური: "დორტმუნდი" დალაგდა [VIDEO]
"ბაიერნის" მეკარე სვენ ულრაიხი მე-200 მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში, მაგრამ "ვოლფსბურგს" დიდად არ ანაღვლებდა მეტოქის გოლკიპერის იუბილე: ულრაიხის თავგანწირულმა ნახტომმა ვერ გადაარჩინა სტუმრები დიდავის თავური დარტყმის შემდეგ.
ეს დარტყმა ერთადერთი იყო მასპინძლებისთვის პირველ ტაიმში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან "ბაიერნს" თამაში არ მისდიოდა. ამის მიზეზი იყო სასტარტო შემადგენლობაში რვა გადაადგილება, რომელიც იუპ ჰაინკესმა მოაწყო.
ძირითადში ტიაგო ალკანტარასთვისაც მოიძებნა ადგილი, რომელიც ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩადგა მწყობრში. რობენმა კი კასტელსთან დუელი წააგო და პირველად 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ვერ შეძლო პენალტის რეალიზება.
ამის შემდეგ ჰაინკესმა ბრძოლაში შეუშვა ალაბა, ლევანდოვსკი და თომას მიულერი, რომელიც "ბაიერნში" მატჩების (422) რაოდენობით კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუთანაბრდა. ამან ჰაინკესს სამწვრთნელო კარიერაში სარეკორდო - ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოუტანა.
ამაში მას ყველაზე მეტად რობენი დაეხმარა. ჰოლანდიელმა შეძლო რეაბილიტირება: ჯერ ვაგნერს გაუკეთა საგოლე პასი, ბოლო წუთზე კი აიძულა 19 წლის იტერი, სულელური ფოლი აეღო საჯარიმოში.
ლევანდოვსკი პენალტის ნიშნულიდან დაუნდობელი იყო მეტოქისადმი. არადა, კასტელსს შეეძლო ტურის გმირი გამხდარიყო - ის კინაღამ მისწვდა პოლონელის დარტყმულს.
ეს მართლაც ნამდვილი გმირობა იქნებოდა, რადგან მთელ გერმანულ კარიერაში ლევანდოვსკის 19 11-მეტრიანიდან მხოლოდ ერთი არ აქვს გატანილი - თავის ამჟამინდელ თანაგუნდელ ნოიერისთვის. "ვოლფსბურგი" კი ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერისგან მეჩვიდმეტედ დაზარალდა. უფრო მეტი ლევანდოვსკის მხოლოდ "აუგსბურგისთვის" აქვს გატანილი.
17.02.18 ვოლფსბურგი - ბაიერნი 1:2
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა მატჩებს, აქ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა "ლევერკუზენი", რომელიც მეხუთედან მეორე ადგილზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კონკურენტი - "ლაიპციგი" და "აინტრახტი" ერთმანეთში დღეს ითამაშებენ, "ბაიერი" ოთხეულში ადგილს არ დაკარგავს, ხოლო მისი გასწრება მხოლოდ "დორტმუნდს" შეეძლო, რომელიც კვირას თამაშობდა.
შეტევაში "ლევერკუზენის" უგოლო სერია გუნდის ყველაზე კრეატიულმა მოთამაშემ, იამაიკელმა ბეილიმ შეწყვიტა.
როგორც მინიმუმ, კვირამდე გაუთანაბრდა "დორტმუნდს" "შალკე", რომელიც იოლად გაუსწორდა "ჰოფენჰაიმის" დაცვას. სტუმრებს გაუმართლათ, რომ ვიდეორეფერიმ გააუქმა ემბოლოს პირველი გოლი. თუმცა ბელგიელმა, რომელიც დიდი ხანი მკურნალობდა, მაინც თავისი გაიტანა, როცა უხეში შეცდომისთვის დასაჯა მეტოქე. ასეთი შეცდომების გამო "ჰოფენჰაიმმა" უკვე გაუშვა 37 გოლი - იმდენი, რამდენიც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში.
"დორტმუნდი" დაბრუნდა მეორე ადგილზე. გუნდი თანდათან დალაგდა, შესანიშნავი ბომბარდირი გაიჩინა მიში ბატშუაის სახით, რომელმაც პირველად ვერ გაიტანა ახალი გუნდის რიგებში. სამაგიეროდ, 274-დღიანი პაუზის შემდეგ როისმა შეაგდო და "გლადბახმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო, "დორტმუნდთან" კი ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
18.02.18 გლადბახი - დორტმუნდი 0:1
ფაქტები
"მაინცი" მინიმუმ ორ გოლს უშვებდა ბოლო 10 მატჩში. გუნდმა მე-12 ტურის შემდეგ პირველად შეინახა "მშრალად" საკუთარი კარი.
"მაინცმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
"მაინცმა" პირველად მოიგო სტუმრად 25 თებერვლის შემდეგ. ეს სერია 17 მატჩს უდრიდა.
"ჰერტა" სამი ტურია შინ ვერ იგებს და ბოლო ექვს მატჩში საკუთარ მოედანზე ერთი მოგება აქვს.
"ფრაიბურგი" შინ ექვსი მატჩია არ მარცხდება.
ნილს პეტერსენმა 50-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
"ვერდერს" ბუნდესლიგის გუნდებს შორის საუკეთესო ბალანსი აქვს "ფრაიბურგთან" - 21 მოგება, 6 ფრე და 9 წაგება.
"კიოლნის" ფორვარდმა ოსაკომ შეწყვიტა ცხრამატჩიანი უგოლო სერია.
2018 წელს მხოლოდ ფიულკრუგსა და ტეროდეს აქვთ ხუთ-ხუთი გოლი გატანილი.
"ჰანოვერი" ზედიზედ ექვსი მატჩია ვერ უგებს გათამაშების ცხრილში ქვემოთ მყოფ გუნდებს.
"ჰანოვერი" შვიდი ტურია სტუმრად ვერ იგებს და ბოლო სამი გასვლა ფრედ (1:1) დაასრულა.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
"ბაიერნმა" სტუმრად ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
"ბაიერნს" 16 ტურია ფრე არ უთამაშია.
ლევანდოვსკის "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 15 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.
ულრაიხმა მე-200 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში - 176 "შტუტგარტში" და 24 - "ბაიერნში".
ტიაგო ალკანტარამ პირველი მატჩი ჩაატარა ბოლო 87 დღის განმავლობაში.
ბოლოჯერ "ბაიერნმა" წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში რვა ცვლილება 2016 წლის ოქტომბერში განახორციელა.
"ვოლფსბურგს" ბოლო ცხრა მატჩში ერთი მოგება აქვს.
"ვოლფსბურგს" შინ ოთხი მატჩია არ მოუგია.
"ჰამბურგს" 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ჰამბურგი" შინ ხუთი ტურია ვერ იგებს.
"ჰამბურგს" მეორე წრეში მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული.
"ჰამბურგმა" მე-200 მატჩი წააგო ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე.
"ლევერკუზენს" 9 მატჩია სტუმრად არ წაუგია.
ბეილიმ 2018 წელს მესამედ გახადა ანგარიში 1:0.
ბრილ ემბოლომ პირველად ითამაშა ძირითადში 2016 წლის თებერვლის შემდეგ.
"შალკე" შვიდი საშინაო მატჩია არ მარცხდება შინ "ჰოფენჰაიმთან".
"ჰოფენჰაიმი" შვიდი ტურია სტუმრად ვერ იგებს.
"შტუტგარტმა" პირველად მოუგო "აუგსბურგს" 2012-13 წლების სეზონის შემდეგ და პირველად გაუტანა 2015 წლის აპრილის შემდეგ.
"დორტმუნდმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
"დორტმუნდს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სტუმრად ხუთი მატჩია არ მარცხდება.
"გლადბახმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო. ამ სერიისას გუნდს არც ერთი გოლი არ გაუტანია.
როისმა პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 20 მაისის შემდეგ (274 დღის წინ).
როისმა თავის ყოფილ გუნდს ექვსი გოლი გაუტანა ცხრა მატჩში.
ბუნდესლიგა. XXIII ტური
ჰერტა-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 კაისონი (40), 0:2 კაისონი (65)
კიოლნი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 1:0 ოსაკო (29), 1:1 ფიულკრუგი (37)
ფრაიბურგი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (24-პენ)
ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 0:1 ბეილი (40), 0:2 ჰაფერცი (50), 1:2 ჰანი (71)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, იედვაი, ს. ბენდერი, ვენდელი (16. ჰენრიხსი) - კორი, არანგისი, ბრანდტი (73. ალარიო), ჰაფერცი (88. ბაუმგარტლინგერი), ბეილი - ფოლანდი.
ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 დიდავი (8), 1:1 ვაგნერი (64), 1:2 ლევანდოვსკი (90+1-პენ)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ზიულე, ხავი მარტინესი, ბერნატი - რუდი, ტიაგო ალკანტარა (62. მიულერი), ტოლისო - რობენი, ვაგნერი (79. ლევანდოვსკი), რიბერი (66. ალაბა).
შალკე-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 კერერი (11), 2:0 ემბოლო (28), 2:1 კრამარიჩი (78)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - გორეტცკა, სტამბული - შიოპფი (90+6. ოშჩიპკა), კალიჯური - ემბოლო (83. ჰარითი), დი სანტო (75. პიაცა), ბურგშტალერი.
აუგსბურგი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 გომესი (27)
გლადბახი-დორტმუნდი 0:1
გოლები: 0:1 როისი (32)
გლადბახი: ზომერი - ოქსფორდი, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - კრამერი, ზაკარია (83. კუისანსი) - ჰოფმანი (73. ჰერმანი), ტ. აზარი, შტინდლი - ბობადილია (79. დრმიჩი).
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი, ტოლიანი - ვაიგლი, გონსალო კასტრო - გიოტცე (74. პულიშიჩი), როისი (79. დაუდი), შიურლე (87. თოფრაქი) - ბატშუაი.
აინტრახტი-ლაიპციგი დღეს
ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
23 თებერვალი: მაინცი-ვოლფსბურგი.
24 თებერვალი: ბაიერნი-ჰერტა, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-გლადბახი, შტუტგარტი-აინტრახტი, ვერდერი-ჰამბურგი.
25 თებერვალი: ლევერკუზენი-შალკე, ლაიპციგი-კიოლნი.
26 თებერვალი: დორტმუნდი-აუგსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა