ქართული კლუბები სპონსორებს ამაოდ ეძებენ, "მადნეულს" კი ბოლნისური კლუბის პატრონობა სურს და დღემდე ვერ გადაიფორმა

საქართველო უნიკალური ქვეყანაა: კლუბები სპონსორებს ეძებენ და ვერ პოულობენ, "მადნეულს" კი ბოლნისის "სიონის" პატრონობა სურს და დღემდე ვერ გადაიფორმა.

თუმცა კომპანიის მენეჯმენტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დაიმედებულია. 1 აპრილს პრეზიდენტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ელაპარაკა. მისი თქმით, ყველა დიდ ქალაქში უნდა მოწესრიგდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მოედნები, ეროვნული ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირები. ცხადია, ეს ჩვენი ჩემპიონატის გაუმჯობესების მცდელობაა.

ჩვენთან მაგალითად აზერბაიჯანს ასახელებენ, სადაც საფეხბურთო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბიზნესმენებს ფეხბურთის მიხედვა დაავალა. ასევე იყო რუსეთში, უკრაინაში, ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთში კერძო ბიზნესის მისასვლელად საფუძველი იყო ჩასაყრელი - სახელმწიფოს მეთაურის დაინტერესების გარეშე კი ჩვენნაირ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ძნელი წარმოსადგენია.

კომპანია "მადნეული" ბოლნისის "სიონის" მეურვეობას გასული წლიდან ცდილობს, მაგრამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსიდან ვერა და ვერ გადაიფორმა.

გუნდში "მადნეულის" წარმომადგენელი გიორგი არევაძე პრობლემებზე გველაპარა.

"პრეზიდენტმა ზუსტად იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მოგვარებაც ჩვენს ფეხბურთს წაადგება. ხალხი რომ სტადიონებისკენ მოტრიალდეს და ფეხბურთელებს მეტი სტიმული გაუჩნდეთ, ინფრასტრუქტურა, მოედნები და ეროვნული ჩემპიონატის პრომოუშენია საჭირო.

კაცმა რომ თქვას, რაიონების ხელმძღვანელებისთვის გუნდების დაფინანსება არავის აუკრძალავს. ასე რომ იყოს, ფოთის, ზუგდიდის და კიდევ ბევრი სხვა ქალაქისა თუ რაიონის ბიუჯეტებიდან გუნდებს როგორ აფინანსებდნენ? მთავარი სურვილია, ფეხბურთის პატრონობისთვის კი ჯერ არავინ დაუჭერიათ. პირიქით, ეს სოციალურად მნიშვნელოვანი სფეროა, მაგრამ პრეზიდენტი ვერ ჩამოვა და რაიონის ხელმძღვანელებს არ ეტყვის, გუნდი რომ გყავთ, მიხედეთ, სტადიონზე ფიცრები შეცვალეთო და სხვა... ამას ადგილზე უნდა ხვდებოდნენ.

ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ფეხბურთში სასიკეთო პროცესები დაიწყება. მაგალითად, "სიონმა" ბოლნისის სტადიონზე რომ ითამაშოს, "მადნეული" 15000 ლარს იხდის. რატომ, სპონსორი მეწველი ძროხაა? უმჯობესი არ იქნება, თანხა გუნდს მოხმარდეს, სტადიონსაც მოევლება და უკეთესი გუნდიც გვეყოლება. არადა, საქართველოს რაიონების 80 პროცენტს არ აქვს ბოლნისის ოდენობის ბიუჯეტი და ჩვენს რაიონს არ უნდა უჭირდეს.

პრობლემაა გუნდის გადაფორმებაც. რას იფიქრებს საქართველოში ჩამოსული ინვესტორი, როდესაც გაიგებს, რომ "მადნეულის" მსგავსი მსხვილი კომპანია ერთი წელია, გუნდის აყვანისა და დაფინანსების უფლებას ვერ იღებს? მჯერა, ახლა ამასაც მოევლება" - ამბობს არევაძე.

bb king
თუ მართლა ეგრეა, დიდი სირცხვილია და უპასუხისმგებლობა. ეს იმ სასაცილო ბიუროკრატიის დამსახურებაა ეკონომიკის სამინისტროში რომ ტრიალებს(არადა მთავრობა საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიას დასცინის). მაგრამ არც ის მგონია, რომ მადნეულს დიდად მოენდომებინოს და შეეწუხებინოს ვინმე. ამხელა კომპანიას არ გაუჭირდებოდა საერთო ენის გამონახვა სურვილის შემთხვევაში. არ მჯერა რომ ყველა ზომა იხმარეს. მაგრამ ეს მათ არც მოეთხოვებათ! სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ პირობები რომ ფეხბურთს მიხედონ კომპანია კი არ უდა ეხვეწებოდეს ეკონომიკის სამინისტროს. რავი მერამდენედ ამბობენ უკვე ამ ერთი და იგივეს და ასეთ ტემპში თუ აკეთებენ საქმეს ყოჩაღ ამათ...
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს