გამოცემა "ფოქსსპორტის" ჟურნალისტმა ჯონ მანასომ "ატლანტა ჰოუქსს" მორიგი პუბლიკაცია უძღვნა, რომელიც ფაჩულიას სიტყვებზე დაყრდნობითაა აგებული
გამოცემა "ფოქსსპორტის" ჟურნალისტმა ჯონ მანასომ კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა "ატლანტას". პუბლიკაცია ზაზა ფაჩულიას სიტყვებზე დაყრდნობითაა აგებული და ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს.

"ჯორჯიელი კალათბურთელები "სან ანტონიოსთან" დამარცხების შემდეგ გასახდელში ადევნებდნენ თვალს "ბოსტონი"-"ფილადელფიას" მატჩის ბოლო წუთებს. "სელტიქსის" მოგებამ საბოლოოდ გაარკვია, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ატლანტა" (მეხუთე ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში) "ორლანდოს" (მეოთხე) შეხვდება.

- "მეჯიქთან" შეხვედრა სასიამოვნოა. თუმცა, პლეი ოფზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან მანამდე კიდევ 4 თამაში გვაქვს ჩასატარებელი. ახლა მთავარია რეგულარული ეტაპის კარგად ჩატარება, რათა პლეი ოფს გამარჯვებულის მენტალიტეტით შევხვდეთ. ასევე მნიშვნელოვანია ტრავმებს ავცდეთ, - აღნიშნა ფაჩულიამ, რომელიც პარასკევს "ბოსტონთან" მატჩში შთამბეჭდავად გაისარჯა. "სან ანტონიოსთან" კი ნაკლებად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა მწვრთნელმა 28 წუთი ათამაშა, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: ფაჩულიას ენერგიული მოქმედება, ჯოშ სმიტისა და ჯეისონ კოლინზის ტრავმები.

- კოლინზმა კოჭი იტკინა, თუმცა იმედია, ტრავმა სერიოზული არაა და პლეი ოფს მწყობრში შევხვდებით. "ორლანდოსთან" მატჩებისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ამ გუნდს შარშანდელ პლეი ოფშიც დავუპირისპირდით და კარგად ვიცნობთ. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ "ორლანდოს" წინააღმდეგ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

"სან ანტონიოსთან" ბოლო მატჩზე "ატლანტას" მეფარე ელ ჰორფორდი მოგვითხრობს:

- "სპურსი" ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. სან ანტონიოს კალათბურთელები ყველა მატჩს მაღალ დონეზე ატარებენ, სწორ გზაზე დგანან... ჩვენც ურიგოდ არ გავრჯილვართ და პლეი ოფისთვის დამახასიათებელი კალათბურთი გამოვიდა. ბოლოს ზედიზედ რამდენიმე ტყორცნა გავაცუდეთ, რამაც საბოლოო შედეგზე მოახდინა გავლენა."

ზაზამ პარკერსაც ჩაუჭრა და ჯინობილისაც, მაგრამ სან ანტონიო ვერ ჩაჭრა

NBA-ს რეგულარული ეტაპის დასრულებამდე "ატლანტას" 4 მატჩი დარჩა. იგი 5 მოგებით ჩამორჩება "ორლანდო მეჯიქს" (49 გამარჯვება), ხოლო ორლანდოელებს მესამეადგილოსან "მაიამიმდე" ასევე ხუთი გამარჯვება აშორებთ. შესაბამისად გადაწყვეტილი ამბავია: პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ატლანტა" "მეჯიქს" დაუპირისპირდება (მოედნის უპირატესობა ფლორიდელთა მხარეს იქნება). ამ თემასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულია გვერდით მდებარე სტატიაში ილაპარაკებს, აქ კი "სან ანტონიოსთან" მის გარჯაზე ვთქვათ.

გასულ კვირას "ორლანდოსა" და "ბოსტონის" ძლევის შემდეგ ატლანტელებს თვითრწმენა დაუბრუნდათ და თამამად შეუტიეს დასავლეთის კონფერენციის ლიდერ "სან ანტონიოს". თავის მხრივ, ტეხასელები მატჩს არცთუ კარგი ფსიქოლოგიური განწყობით შეხვდნენ - ატლანტაში ჩასვლამდე ზედიზედ 6 საგარეო შეხვედრა ჰქონდათ წაგებული. თუმცა, "სან ანტონიოს" მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა საკუთარი უპირატესობა მაინც დაამტკიცა. მართალია, მისი შეგირდები გუნდურ კალათბურთს თამაშობენ, მაგრამ სამი ლიდერი მაინც გამოირჩევა: პარკერი (26 ქულა), ჯინობილი (18) და დანკანი (17). სწორედ მათი კარგი გარჯის შედეგად "სან ანტონიომ" მეოთხე პერიოდის ბოლოს 11:3 გაქცევა მოაწყო და 2-ქულიანი უპირატესობა 10-ქულიან ფორად აქცია - 92:82. დარჩენილ 3 წუთში მასპინძელთა მონდომების მიუხედავად, ტეხასელებმა მიღწეული შეინარჩუნეს.

ბოლო წუთებზე ფაჩულიაც მოედანზე იყო, თუმცა სტუმრები ვერც მან შეაჩერა. ზაზა შავი სამუშაოთი იყო დაკავებული. ეს საბოლოო სტატისტიკითაც დასტურდება: 28 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა. ზაზამ თამაშიდან ერთადერთხელ ისროლა, ჩააგდო - მეორე პერიოდში "ატლანტას" უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. სხვათა შორის, 3 ჩაჭრა ზაზას საამსეზონო რეკორდია.

მისი სათამაშო დროის მატებაზე დიდი გავლენა მოახდინა ცენტრის, ჯეისონ კოლინზის ტრავმამ - პირველ ტაიმში კოჭი იტკინა და თამაში ვეღარ განაგრძო. თუ ტრავმა სერიოზულია, პლეი ოფში ეს "ატლანტასთვის" დიდი დანაკლისი იქნება, რადგან "ორლანდოს" ცენტრ დუაით ჰოვარდს მხოლოდ ერთი ცენტრი ვერ გასწვდება.

ტრადიციულად გამოირჩნენ ჯორჯიელი უკანახაზელები ჯო ჯონსონი და ჯამალ კროუფორდი. პირველმა 21 ქულა ჩააგდო, მეორემ - 20.

ზაზა ფაჩულიას გარჯა "ატლანტას" ოფიციალურ საიტზე ასე შეაფასეს: "სათადარიგოების კარგი თამაშის შედეგად მეორე პერიოდში "ჰოქსმა" 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. სიზუსტით თავი დაგვამახსოვრეს ტიგმა და კროუფორდმა (6-6 ქულა). ზაზას გარჯა მატჩის ოქმზე არ აისახა, მაგრამ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა - მოედანზე მყარად იდგა, დაცვაში ბევრი ღირებული გააკეთა."

8 აპრილს "ატლანტა" ინდიანაში "პეისერსთან" ითამაშებს.

ატლანტა-სან ანტონიო 90:97

ზაზა ფაჩულია: 27:40 წუთი, 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 4 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:26 ზაზამ კოლინზი შეცვალა

02:46 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 16:14)

02:20 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:45 ჩაჭრა: 1 (პარკერს ჩაუჭრა)

II პერიოდი

11:20 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 22:18)

10:30 ფოლი: 1

08:40 ჩაჭრა: 2 (ჰილს ჩაუჭრა)

07:22 ორქულიანი: 3ქ (35:26)

06:07 ფოლი: 2

06:07 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

09:56 ფოლი: 3

07:44 ჩაჭრა: 3 (ჯინობილის ჩაუჭრა)

05:01 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:18 უილიამსმა ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

07:50 ზაზამ უილიამსი შეცვალა

01:54 ფოლი: 4

01:10 ტიგმა ზაზა შეცვალა.

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა