ლიგის მარტოსული ინტრიგა

გუშინაც ასე იყო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებმა ბევრი და ლამაზი გოლი გაიტანეს. დღევანდელის ჩათვლით 4 შეხვედრაში 18 გოლი გავიდა, რაც ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში აღნიშნულ ეტაპზე სარეკორდო მაჩვენებელია. დაფიქსირდა რამდენიმე საინტერესო მიღწევა: უეინ რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავდამსხმელ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით, “შრეკის” ანგარიშზე ახლა უკვე 23 გოლია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რუნიმ ზედიზედ მეხუთედ გაიტანა ლიგის ამ ეტაპზე, რითიც ანდრეი შევჩენკოს მიღწევა გაიმეორა. სერ ალექს ფერგიუსონს თავის გუნდთან ერთად ცხრა წელი იყო “სტემფორდ ბრიჯზე” არ ემარჯვა და ფერგი რისი ფერგი იქნებოდა, ამ დანავსული სერიისთვისაც არ მოეღო ბოლო? თუკი რუნი თავის მიღწევებს სიამოვნებით მოუყვება შთამომავლობას, არ გვგონია, რომ “ჩელსიში” რიგით მე-500 მატჩი კარგად გაიხსენოს ფრენკ ლემპარდმა. ეს ყველაფერი მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა... რაც შეეხება მომხდარის შეფასებას - არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ პირველი მატჩების შემდეგ ოთხიდან სამ წყვილში ინტრიგა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ერთადერთი, ვისაც გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი დარჩა, ეს “ჩელსი”-“მანიუს” წყვილზე ითქმის.

“სტემფორდ ბრიჯზე” მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ფერნანდო ტორესი სტუმართა საჯარიმოში წაიქცა - აშკარა იყო, რომ რიო ფერდინანდმა ზუსტად ითამაშა. “ჩელსი” ინიციატივას პირველი 12-15 წუთი ფლობდა, თუმცა მალე სტუმრებმა ბურთი ხელთ იგდეს და ამისი შედეგი მალევე ვნახეთ: ქერიკის გამოზომილი გადაცემის შემდეგ რაიან გიგზმა ბურთი საჯარიმოში შეაგდო. ხავიერ ერნანდესი სიტუაციაში მშვენივრად გაერკვა, ვინც ბურთი რუნისკენ გაატარა და ამ უკანასკნელმა პეტრ ჩეხისგან შორეულ მარცხენა კუთხეში დაარტყა - 0:1. ბუნებრივია, თამაშის დასრულებამდე “ჩელსის” უამრავი მცდელობა ჰქონდა გოლის გასატანად, მათ შორის თითქმის ასპროცენტიანიც, მაგრამ ხან ვან დერ სარი ირჯებოდა შესანიშნავად, ხან კი ცარიელი კარიდან ბურთი პატრის ევრას გამოჰქონდა. განსაკუთრებით გაძლიერდა სტუმრებზე ზეწოლა მატჩის მიწურულს, მაგრამ “მანიუმ” გაძლო და ფეხბურთის გულშემატკივარს ლიგის მარტოსული ინტრიგა დაუტოვა.

და რა შეიძლება ითქვას “ბარსელონაზე”? ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ორიწლისწინანდელი მიღწევების გამეორებასთან ძალიან ახლოს დგას. ჩემპიონატში ყველაფერი რიგზე აქვს, თასის ფინალში გასულია, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, უკვე თამამად ვიტყვით, რომ შემდგომ ეტაპზე კატალონიელებს “რეალი” ელოდებათ. ვფიქრობთ, სუპერკლასიკოების მთელი სერიით ნეიტრალური გულშემატკივარი უფრო მეტად დატკბება, ვიდრე “ბარსა”-“შახტარის” ცალკარას ყურებით...

ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1

ჩელსი: ჩეხი – ბოსინგვა (ობი მიკელი 78), ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, ჟირკოვი (მალუდა 70) – დროგბა (ანელკა 71), ტორესი.

მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი – რაფაელი (ნანი 51), ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა – ქერიკი, გიგზი, ჟი სუნ პარკი (სმოლინგი 90), ვალენსია – ერნანდესი (ბერბატოვი 78), რუნი.

მაყურებელი: 39 000

გოლი: რუნი 0:1 (24)

არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: მანჩესტერ იუნაიტედი

პირველი კუთხური: მანჩესტერ იუნაიტედი

პირველი ჯარიმა: მანჩესტერ იუნაიტედი

პირველი გაფრთხილება: ჩელსი

16 (7) დარტყმა 9 (3)

15 ჯარიმა 15

3 კუთხური 5

4 გაფრთხილება 2

54% ბურთის ფლობა 46%

ბარსელონა-შახტარი 5:1

ბარსელონა: ვალდესი – დანი ალვეში, პიკე, ადრიანო (მაქსველი 77) ბუსკეტსი – მასკერანო, ჩავი, ს. კეიტა, ინიესტა (აფელაი 90) – მესი, ვილია (პედრო 71).

შახტარი: პიატოვი – სრნა, იშენკო, რაცი, რაკიცკი – ვილიანი (ტეიშეირა 75), ჰიუბშმანი (ედუარდო 83), კოსტა, ჟადსონი (ფერნანდინიო 70) – მხითარიანი, ლუის ადრიანო.

მაყურებელი: 95 000

გოლები: ინიესტა 1:0 (2), დანი ალვეში 2:0 (34), პიკე 3:0 (53), რაკიცკი 3:1 (60), კეიტა 4:1 (61), ჩავი 5:1 (86)

არბიტრი: კრეიგ ალექსანდერ ტომსონი

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: შახტარი

პირველი კუთხური: ბარსელონა

პირველი ჯარიმა: შახტარი

პირველი გაფრთხილება: ბარსელონა

17 (10) დარტყმა 6 (2)

9 ჯარიმა 20

4 კუთხური 3

1 გაფრთხილება 3

64% ბურთის ფლობა 36%

neo
4 კლასიკო იქნება ხალხნო გესმით? მაგარია ძაან. ბარსა მაგარია
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა