ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალის პირველი მატჩი. "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 0:1
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსი" სტუმრად ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა ფორვარდმა უეინ რუნიმ 24-ე წუთზე გაიტანა.

ანჩელოტის დამოძღვრილი გუნდი ბევრს ეცედა, მატჩის ბედი თავის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა, მაგრამ სტუმართა დაცვას ვერაფერი მოუხერხა.

რა გასაკვირია, თამაშის შემდეგ ჩინებულ გუნებაზე იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც თავისი შეგირდები აქო და ადიდა, განსაკუთრებით კი მათ სათამაშო დისციპლინას გაუსხვა ხაზი.

"არადა, ჩვენი მეტოქის კართან სახიფათო მომენტები არცთუ მრავლად შევქმენით: მეორე ტაიმში ნანის შეეძლო გატანა, პირველ ტაიმში კი თავით კარგად ხავიერ ერნანდესმა დაჰკრა. საერთო ჯამში, ყველაფერი მოედნის ცენტრში ჭკვიანურად თამაშმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, "ჩელსის" დაჭერა მატჩის დროის დიდ მონაკვეთზე წარმატებით შევძელით და სწორედ ამიტომაც დავაყენეთ ძირითადში პაკ ჩჟი სუნი, რომელიც მოედნის ტაქტიკური ხედვის თვალსაზრისით, უდიდესი ფეხბურთელია.

მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, "ჩელსის" ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. ჩვენ ხომ სულ ერთი ბურთით მოვიგეთ და ამიტომ, საპასუხო მატჩში სიფრთხილის გამოჩენა და ასევე ბრწყინვალედ გარჯა გვმართებს."

სულ სხვა ტემბრი ჰქონდა ლონდონელთა იტალიელი თავკაცის ხმას. თუმცა, კარლო ანჩელოტი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შედეგით იმედგაცრუებული იყო, გუნდის თამაშით კმაყოფილებას გამოთქვამდა და საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა.

"შედეგით ძალიან იმედგაცრუებული კი ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი - ეს მატჩი უკვე წარსულია. ახლა "ოლდ ტრაფორდზე" მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

არადა, დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ - ჩემი გუნდის მოთამაშეები ასი პროცენტით დაიხარჯნენ, კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ძალიან იოლად მისცეს.

ტორესს არ გაუმართლა, როცა ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბრწყინვალე "სეივი" მიითვალა ედვინ ვან დერ სარმა.

"ოლდ ტრაფორდზე" საპასუხო მატჩში, ტაქტიკური თვალსაზრისით, სულ სხვა ვითარება იქნება - ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებთ, რათა გამარჯვება შევძლოთ."

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის განმეორებით მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 12 აპრილს გაიმართება.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო