ქალებს უკვირთ, რატომ გვიყვარს მამაკაცებს ასე ძალიან ფეხბურთის ყურება. აბა, წარმოიდგინეთ, სახლში ცოლი გიყვირის, სამსახურში - უფროსი. მარტო ფეხბურთზე შეგიძლია აქეთ შენ იყვირო და იღრიალო ხმის დაკარგვამდე.

შაბათი საღამო მეგობრებთან ერთად, ტელევიზორში ფეხბურთი, ლუდი და ცუდი მანერები, - ეს ყველაფერი სავსემთვარეობას ან ზღვის მიქცევა-მოქცევას ჰგავს, ანუ იმას, რაც გარდაუვალია.

სწორედ ასეთი გარდაუვალი საღამოები გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს: ზურას, გეგას და მათეს.

რომელიმეს სახლში ვიკრიბებით და ფეხბურთს ვუყურებთ. საყიდლებსაც ვინაწილებთ. ზოგი ლუდს ყიდულობს, ზოგი შებოლილ ძეხვს, ზოგიც თევზს და ზოგიც რაიმე სასუსნავს. ეს ჩვენი დროა! კაცების სამოთხე.

დავეყრებით დივანზე, ლუდს ვსვამთ, "ზაკუსკას" ვაყოლებთ და მთელი საათნახევარი დაძაბულები ვსხედვართ. ოღონდ ეს სასიამოვნო დაძაბულობაა. ამ დროს არ ფიქრობ, რომ ნაგავია გადასაყრელი, ცოლს უნდა დაურეკო და გრძელი სია დაიზეპირო, რა არის სუპერმარკეტიდან სახლში ამოსატანი, არც სამსახურის საქმეზე ფიქრობ და არც იმაზე, რომ კომუნალურებია გადასახადი.

უბრალოდ, ზიხარ მეგობრებთან ერთად, იგინები, ილანძღები, ღრიალებ, გიხარია, ბრაზდები, გწყინს - მოკლედ, მთელი კვირის ნაგროვები ემოციების ფეიერვერკს აწყობ. მერე სასიამოვნო დაცლას გრძნობ და შინ კმაყოფილი ბრუნდები. თითქოს ექსტაზში ხარ.

ეს კმაყოფილების შეგრძნება კარის გაღებამდე მიგყვება. მერე ისევ თავიდან იწყება:

- სად იყავი აქამდე, ისევ ბიჭებთან ეგდე, ხომ? ფუ, რა "ვობლას" სუნი აგდის და ა.შ.

ისე, ეს "ვობლა" მართლა მაგრად ყარს. წინა შეკრებაზე ამოიტანა ზურამ და მთელი კვირა ჩემი ცოლის წუწუნის მოსმენა მიწევდა, ვერ დავაღწიე თავი. ასჯერ მაინც მითხრა, თუ როგორ გადარეცხა ყველაფერი 30-ჯერ და იმ თევზის სუნი მაინც ვერ გააცალა ჭურჭელს. რომ ტელევიზორის პულტი ისე აყროლდა თევზიანი თითების გამო, რომ სპირტმაც არ გააცალა სუნი.

ამიტომ ლუდზე მისაყოლებელი გამხმარ-გაფიჩინებული თევზი გამოირიცხა ჩვენი საღამოების კვების რაციონიდან. საჭირო გახდა მისი სხვა რამით ჩანაცვლება. ეს უკანასკნელი კი მე დამევალა.

ჰოდა, დღეს ფეხბურთია. გეგასთან ვიკრიბებით ბიჭები. ზურას ძეხვეული მოაქვს, მათეს სასუსნავები: მიწის თხილი, მარილიანი ჩხირები და სხვა რაღაც ჯანდაბობები. გეგა ლუდით დაგვხვდება. მე კიდევ, ჯანდაბა, არაფერი მაფიქრდება... არადა, საათის ისრები ჯიბრზე გიჟივით გარბიან... მე კიდე ისეთი ხასიათი მაქვს, რომ მაჩქარებენ, უფრო ვნელდები და აზროვნება მიჩერდება.

აი, ახლაც უახლოეს სუპერმარკეტში შევედი. თითო დახლთან 10 წუთი ვიდექი. დებილივით ვუყურებდი პროდუქტებს, მაგრამ ისეთი არაფერი იყო, რაც ლუდზე წავიდოდა. "ხლოპიები" რა კაცის საქმეა? მაგას ბავშვები იყრიან რძეში. შესაწვავი ნახევარფაბრიკატებიც გამოირიცხა. მაგას არც გეგა შეწვავს, არც ზურა, არც მათე და მით უმეტეს, არც მე. სამზარეულოში ბზრიალიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის...

ლუდის სასუსნავების განყოფილებაში კი ისევ იმ ოხერ "ვობლას" გადავეყარე. თითქოს დამცინავად მიყურებდა თვალების ადგილას დარჩენილი ორი გამოცარიელებული ღრმულიდან და მეუბნებოდა, - "აი, ხომ ხედავ, მერაბ, ჩემ იქით გზა არ გაქვსო".

ამ დროს გაბრაზებული გეგა მირეკავს:

- სად ხარ, ბიჭო? დაიწყო ლამის თამაში!

- ჯანდაბა! ვერაფერი მოვიფიქრე, რა მოვიტანო, თორე თითქმის შენს სახლთან ვარ უკვე, ვაკეში.

- ვაააახ, KFC-ში შეირბინე და დიდი ბასკეტი იყიდე. ჩემი სახლის დაბლაა თან ზუსტად.

- აგაშენა ღმერთმა.

KFC-ში შევედი და გეგას ნათქვამი ბასკეტი ვიყიდე. შიგ 25 ცალი ცხარე ფრთაა. გარედან ოქროსფერი ხრაშუნა გარსით დაფარული. გაგიჟდნენ ბიჭები. ეს რა მაგარი რაღაც მოგიფიქრებიაო.

აქამდე სად იყავიო. ასე გემრიელად ჯერ არ გვიყურებია ფეხბურთისთვისო. მეც ძალიან ბედნიერი სახით ვიფერებდი ამ ქათინაურებს.

გეგა ირონიული სახით მიყურებდა. ალბათ, აინტერესებდა, როდის მეყოფოდა ნამუსი და ვაღიარებდი, რომ ეს მისი იდეა იყო და არა ჩემი. თუმცა რა დროს ნამუსზე ფიქრია, როცა გემრიელად ჭამ, თან შენი საყვარელი გუნდი ორით ნულს იგებს პირველი ტაიმის მიწურულს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა