"საბურთალოს" კაპიტანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი სკანდინავიის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში, შვედეთის "გეტებორგში" ითამაშებს.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, 23 თებერვალს კი, როდესაც ფეხბურთელი და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი შვედეთში გაემგზავრებიან, კონტრაქტს ხელი მოეწერება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის 1+2.5 სისტემით გაფორმდება.

გიორგი ხარაიშვილის მიმართ ინტერესი მუდმივად იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართველით დაინტერესებას ბელგიის, ჰოლანდიის, დანიის წამყვანი გუნდები იჩენდნენ, თუმცა "გეტებორგმა" ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატა, რის შემდეგაც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას, დავით ხოჭოლავას, მამუკა კობახიძის, ლაშა პარუნაშვილის, ჯიმი ტაბიძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი კიდევ ერთი საბურთალოელია, რომელიც კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

დედაქალაქური "საბურთალო" აგრძელებს აღებულ კურსს და ნიჭიერ ფეხბურთელებს გზას ევროპაში უკაფავს.

კახა კაშია (საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი):

"გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედაც მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით.

გეზი, რომელიც "საბურთალოს" აქვს აღებული, გრძელდება - გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში", - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.

გეტყვით, რომ გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც "საბურთალოს" აღზრდილია, 2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული, კლუბში 112 მატჩი ჩაატარა. აქედან 108 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 55 გოლი გაიტანა, 21 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. სულ კი 9509 წუთი ითამაშა.

"გეტებორგი" შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. "გეტებორგმა" 18-ჯერ მოიპოვა შვედეთის ჩემპიონობა, ორჯერ დაეუფლა უეფას თასს, შვედეთის თასი 5-ჯერ მოიგო.

გასულ წელს "გოტებორგმა" 16-გუნდიან ეროვნულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.

მომზადებულია "საბურთალოს" პრესსამსახურის მიხედვით

status quo
კარგია,ეხლა დიდი შრომა მართებს ამ ბიჭს,თან ტრამვებმაც არ უნდა შეაწუხოს და უკეთესი გზა გაეხსნება...
tngh
ვულოცავ!!! იმედია, თავს გამოიჩენს და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება!!!
gero
ჩოჩიშვილიც ხო საბურთალოელი იყო?!
haha
მაგრა გაუჭირდება. მე არ მომწონს მისი ზედმეტად ბურთის ტარება, ალბათ ეგ შვედებსაც არ მოწონთ. მაგრამ ეცდებიან ასწავლონ. ვანახოთ. თუ დაუჯერებს იმათ ტაქტიკაში და ფიზიკაში, მაშინ 2-3 წელიწადში ნორმალურ დონეზე გავა.

dzalian kargi ak darchenas da karieris gapuchebas jobia ik upro ganvitardeba kargi siaxlea gakachavs gio !!!!
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტრავმამორჩენილმა გიორგი ხარაიშვილმა ისევ ითამაშა - "გეტებორგი" ისევ დამარცხდა
გიორგი ხარაიშვილმა ოთხ თვეში მესამე ტრავმა მიიღო
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
გიორგი ხარაიშვილმა დუბლი შეასრულა - თუმცა ნაკრებში პერსონა-ნონ გრატაა [VIDEO]
ხარაიშვილმა შვედეთის თასზე დუბლი შეასრულა - "გეტებორგმა" გაიმარჯვა [VIDEO]
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
"გეტებორგმა" ხარაიშვილის შემცვლელად ძალიან ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"გეტებორგის" მწვრთნელი: ხარაიშვილმა სწორედ ამიტომ დაგვტოვა