43 წლის ფილ პარკინსონს „არსენალმა“ სკაუტის თანამდებობა შესთავაზა.

43 წლის ფილ პარკინსონს „არსენალმა“ სკაუტის თანამდებობა შესთავაზა. პარკინსონი იანვრის შემდეგ უმუშევრადაა — „ჩარლტონ ატლეტიკმა“ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კიდევ უფრო ადრე ის „კოლჩესტერს“ ედგა სათავეში. პარკინსონის სამსახურში აყვანა „მეთოფეთა“ მთავარი სკაუტის, სტივ როულის იდეაა. საქმე ის გახლავთ, რომ პარკინსონს პრემიერლიგაზე დაბალ ლიგებში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს და იქაური ქიციც კარგად მოეხსენება და ქიცმაცურიც. მეტიც, „არსენალი“ ახალი თანამშრომლისთვის ამოცანის იკიდევ უფრო დაკონკრეტებას აპირებს და უნდა მას ნიჭიერი ფეხბურთელების ჩრდილო ინგლისის კლუბებში მოძებნა დაავალოს.

თუმცა, პარკინსონს „მეთოფეთა“ შემოთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია. მიზეზი: მას სკაუტობაზე მეტად მწვრთნელად მუშაობა ხიბლავს და შემოთავაზებას ელის. გამორიცხული არ არის, რომ ჩრდილოლონდონელებმა „რედინგის“ ყოფილ ნახევარმცველს სამსახურის დაწყება მაინც შესთავაზონ და თან დაპირდნენ, რომ თუ რომელიმე კლუბი მას მწვრთნელის პოსტს შესთავაზებს, დაუყოვნებლივ გაუშვებენ.

ხოლო ის, რომ „მეთოფეები“ „ჩარლტონ ატლეტიკის“ მცველ კარლ ჯენკინსონს 2 მილიონ ფუნტად უპირებენ ყიდვას, ალბათ პარკინსონის დამსახურებაა. „არსენალს“ ჯენკინსონის თაობაზე „ჩარლტონისთვის“ სამი კვირის წინ მიუმართავს. როგორც ჩანს არსენ ვენგერი სწორად მოიქცა, რომ იჩქარა, რადგან მარჯვენაფლანგელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ფულჰემს“ და „ვესტ ჰემსაც“ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ ჯენკინსონს „ჩარლტონ ატლეტიკთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და ახლის გაფორმებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, კლუბმა უნდა იჩქაროს, რათა 19 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ გაექცეს.

ჯენკინსონთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ ინგლისელ ფეხბურთელს სამი შეხვედრა ფინეთის 21 წლამდელთა ნაკრებში აქვს ჩატარებული — დედა ჰყავს ფინელი და იმიტომ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა