განზრახ უხეშობა თუ შემთხვევითობა? - ზაზა ფაჩულიას საქციელი რასელ ვესტბრუკის წინააღმდეგ ამერიკული სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

მესამე პერიოდის მიწურულს, ქართველი ცენტრის თანაგუნდელი ნიკ იანგი, რასელ ვესტბრუკთან ორთაბრძოლაში შევიდა, რათა ბურთი ფარიდან მოეხსნა.

ზაზა იქვე იყო, თუმცა ეპიზოდში ნაკლებად იყო ჩართული, მაგრამ წაიქცა და ვესტბრუკს ფეხებზე დაეცა. თამაშის შემდეგ ვესტბრუკს ჰკითხეს, გააკეთა თუ არა ეს მოქმედება ფაჩულიამ სპეციალურად.

მან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს განზრახ უხეშობა იყო და ამის კითხვის საჭიროებაც არაა. ვესტბრუკს მხარი დაუჭირა კაირი ირვინგმა რომელმაც ეს ეპიზოდი ინსტაგრამზე დაპოსტა და მიაწერა, რომ NBA-მ ამასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ფაჩულიას ადრეც შეემთხვა. მას "სან ანტონიოს" კალათბურთელ კავაი ლეონარდის წინააღმდეგ განზრახ უხეშობაშიც ადანაშაულებდნენ. ამერიკულმა მედიამ ქართველი ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ მოთამაშედ შეაფასა.

"გოლდენ სტეიტმა" მოიგო, ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო [VIDEO]

nika
თუ კარგად დააკვირდებით კადრს ფაჩულიას ფეხს დებს მოწინააღმდეგე,დაცემისას... მუხლს ქვემოთ და აქცევს. უბრალოდ ფაჩულიამ თავი ვერ შეიკავა.
valeri
აქამდე ნამდვილად არ ვიაზრებდი იმ მოსაზრებას რომ ფაჩულია გამიზნულად თამაშობს ასე. მაგრამ, ვესტბუკთან რაგაც ძალით დაცემას ქონდა ადგილი და გამიზნულობის ეფექტი ქონდა, ზოგადა ვესთბული მაგარი იაზვა და გველური გამოვლინენების კალათბურთელია ხასიათებით მაგრამ როგორც კალათბურტელი უდიდესია. ჩვენ ჩემპიონს კი არ ეკადრება ასეთი საქციელი თუ რათქმაუნდა განზრახ არ გაკეთა.პ.ს. ისე ნაკრებიდანაც საკადრისად არ წავიდა თითქოს გაბუტული ბავშვის საქციელს გავდა მისი წასვლა
ბბბ
ზაზას უდიდესი შეცდომა იცით სად იყო, აი კავაის რომ მიაყენა ტრავმა, კავაიმ კიდევ ცოტა ხანი ითამაშა და მერე გაიყვანეს, აი, როცა ის ტოვებდა მოედანს, ზაზას ფაქტიურად ცხვირწინ გაუარა, მისულიყო რა, ხელს გადავხვევდი და გავიზიარებდი მის პრობლემას, ამითი არც იმ მომენტზე დარჩებოდა კითხვები, არც პოპოვიჩი გააკეთებდა იმ იდიოტურ განცხადებებას, ზაზას რომ გადააბრალა თავისი წინდაუხედაობა, ზაზასთვის დიდი პოზიტივი იქნებოდა, მაგრამ ზაზა რატომღაც არ მივიდა, რატომ შეეშალა ეს არ ვიცი. ასეა თუ ისეა ზაზა ჩვენი ქვეყნის გმირია, არაა ზაზა ნაკრებში და არც არავინ აღარ ჩამოდის, ეს ზაზა იყო ის კაცი, ვის გარშემოდაც იკვრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრები, რომელი ნაკრებითაც ვამაყობდით, და მერე ზაზას დაუწყეს გინება ვაიგულშემატკივრებმა, არა უშავს ზაზა, მიდი, მიაწექი, შენ მაგარი კაცი ხარ!
N
უნიჭოდ შესრულებული ნომერია.სამარცხვინოა!
ჯოჯო
მეც მომეჩვენა ,რომ განზრახ დაეცა..ამას ისეთი ოსტატობიტთ აკეთებს,რომ შემთხვევითობას დააბრალებ..ამასაც ნიჭი უნდა
ზაზა ფაჩულია გმირია
აუ! ეს რა ჰქენი ზაზა, არ გაკადრება ნამდვილად, რატო აპრავებ ძველ ცოდვებს, რომლებშიც უმრავლესობაში მართალი ხარ? რა გამიტყდაა...
georgian
ვიდეო არ ირთვება და მიაქციეთ ყურადღება!

კი ბატონო, ყველა ვხედავთ რომ იანგის ფეხი წამოედო! მაგრამ მერე რა ხდება- ის, რომ ნაღდად შეეძლო თავის შეკავება, მაგრამ არ თუ ვერ შეიკავა თავი, ეგეც საკამათოა, კი ბატონო,- მოუქნელია და შესაძლებელია, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ხელებზე დაცემა გადაიფიქრა და მთელი ტანი ვესტბრუკის წვივს დაუმიზნა - ამას მარტო ბრმა ვერ დაინახავს!!!
Ot
სპეციალურად დაეცა! სამწუხაროდ მართლაც ბინძურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა და მთელ ამერიკას შეაძულა თავი
ირაკლ
მემგონი ვესტბრუკს პარანოია ჭირს, ყოველშემთხვევაში აშკარად ალერგია აქვს ფაჩულიაზე, ცივი წყალი დალიოს.
ალეკო
ვისაც დანახვა უნდა დაინახავს იანგის ფეხი როგორ ხვდება ზაზას და მერე იქცევა... მაგრამ ზაზაზე ცუდის თქმა ხომ მაგარ "ცვეტშია"...
aburjga
ახლა წაცევის ნებაც აღარ აქვს? მგონი მაიკ ჯორდანმა თქვა ეს კალათბურთი რომ ყოფილიყო ჩემ დროს, ასე ნაზი და ფაქიზი, მეტოქესთან გაკარება უკვე ფოლი რომ არის, ყველა თამაშში 100 ქულას მოვაგროვებდიო! არ გაახურეს! გამოდი ზაზა ევროპის რომელიმე გუნდში, იტალიაში მაგალითად! ფუუ ამ იანკებს!
odala
სულ დამაკარგინა ამ მოთამაშემ პატივისცემა. რეებს აკეთებს?? ცოტა უჭირს თავში მასტს. ჩვენი ქვეყნისადმი მისი ამაგი არ შეიძლება არ დააფასო ქართველმა, მაგრამ ნამეტანი სამარცხვინო რამეებს აკეთებს. ძალიან ბევრჯერ დამიცავს ამერიკელებთან ზაზა, მაგრამ ეს რა არის???
Lasha
შუშის თვალი უნდა გქონდეს, რომ თქვა ზაზამ ეს გაზრახ არ გააკეთაო...
Shoda
მაგ უბედურებმა ის არ იციან, რომ ზაზა განზრახ მავნებლობას არასდროს იკადრებს! ეგენი ყველაფერს კადრულობენ და ასე ჰგონიათ სხვაც მათნაირია.
zaza
ზაზას შეეძლო არ დაცემულიყო!

იანგის ფეხი აქვს მუხლთან უკნიდან გამოდებული - ასე ჩანს ამ ეპიზოდში და ამხელა კაცი რომ მოქნილად ვერ გადაგორდება არც უნდა იყოს გასაკვირი.
გიორგი ვარშავიდან
ასიანი იბოღმებიან, ზაზამ ბევრს მიაღწია და აგიჟებთ ამერიკულ მედიას, მე უყურე მაგ თამაშს და დიქტორმა ასეთი კომენტარი გასკეთა, ზაზა როცა ეცემე , თავის სიმაღლის და წონის გამო ვერ აკონტროლებს თავის სხეულს ვარდნისას და ეს ბუნებრივია. არავის თამაშის დროს არ მიუცია შენიშვნა ზაზასთვის .
შალო%საბა
დღემდე ყელში ეჩხირებათ ფაჩულიასადმი ჩვენი მხარდაჭერა და საჩემპიონო ბეჭედი!
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ვნანობ - ESPN-ის სიუჟეტი ზაზა ფაჩულიაზე [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
NBA-ს მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა [VIDEO]
ტომპსონის 41 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება! [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
NBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუკის ტრიპლ-რეკორდები