ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]

"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]

"ბასკონიას" ოფიციალურმა youtube-არხმა გუნდის ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას საკმაოდ ვრცელი ვიდეო მიუძღვნა, საიდანაც რამდენიმე ეპიზოდის თარგმანს გთავაზობთ.

თორნიკე შენგელია: "პირველად "ბასკონიას" ინტერესის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როდესაც "ბრუკლინში" ვიყავი. მახსოვს, მირზა ტელედოსიჩმა დამირეკა და "ბასკონიაზე" ძალიან ბევრი მელაპარაკა. ამის გამო გადავწყვიტე, რომ თუ ევროპაში გადავიდოდი, ეს კლუბი აუცილებლად "ბასკონია" იქნებოდა.

მამაჩემი კალათბურთელი იყო. მისი თამაშის ყურებით გავიზარდე. იგი ძალიან ძლიერი იყო და უპირატესობას ძლიერ თამაშს ანიჭებდა. 6 წლიდან ხელში ბურთი მეჭირა და ამის გამო სახლში ბევრი რამე დამიმტვრევია.

საქართველოდან ძალიან ადრე წავედი, მაგრამ ვიცოდი, თუ ამას არ გავაკეთებდი, დიდ კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. NBA-ში სხვა გუნდში რომ მეთამაშა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელები ასპარეზობენ, ალბათ, უფრო დიდი შანსი მექნებოდა, მაგრამ "ბრუკლინში" ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები იყვნენ.

სპორტის სამყარომ შენი სახელი იმის მიხედვით იცის, თუ რამდენად კარგად თამაშობ. რაც უფრო კარგად ვითამაშებ, უფრო მეტს ეცოდინება ჩემი სახელი, მეტს ეცოდინება, საიდან ვარ, სად არის საქართველო...

მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე. ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ ქალაქისა და გულშემატკივრების მიმართ. კაპიტნობა კი დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.

ჩემი მეუღლე? იგი მეგობართან გამართულ წვეულებაზე გავიცანი და "ფეისბუქით" დავეკონტაქტე. ამის შემდეგ ურთიერთობაც ნელ-ნელა განვითარდა. იგი პარიზში ერთ-ერთი მოდელი იყო.

როგორც იცით, გოგონებს ბევრი ლაპარაკი არ უყვართ. ამიტომ მე თავდაპირველად ძალიან ბევრი საუბარი დამჭირდა ურთიერთობის ასაწყობად. "ფეისბუქით" და "ინსტაგრამით" ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა წინ წავიდა. კალათბურთი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ყველაფერი არაა.

მთავარია ოჯახი, შვილები, მეუღლე... ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია. კალათბურთის გამო ზოგჯერ ჩემი შვილების მნიშვნელოვან მომენტებს ვერ ვესწრები.

მაგალითად, პირველ სიტყვებს, პირველ ნაბიჯებს... ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა".

სალომე ჯუღელი (თორნიკე შენგელიას მეუღლე): "თორნიკე ძალიან ყურადღებიანი ადამიანი და ფანტასტიკური მამაა. გიჟდებიან ბავშვები, ისე უყვართ მამამისი და თავად თორნიკეც შვილებზე ძალიან გიჟდება.

იგი ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მხიარული მეუღლეა. როგორც კალათბურთში ჩანს, ისე ცხოვრებაში არ არის. პირიქით, ძალიან თბილი და მხიარული პიროვნებაა".

კახა შენგელია (თორნიკე შენგელიას მამა): "თოკოს პირველი ნაბიჯები კალათბურთში ისეთივე იყო, როგორც ყველა დამწყები კალათბურთელის. რომ ვთქვა, განსაკუთრებული ძალით ან სიმაღლით გამოირჩეოდა, ასე არ იყო.

თამაშის სტილი ჰქონდა ისეთი, ძალაც სხვაზე მეტი ჰქონდა თავის ასაკში. ასევე, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

თუ რას ნიშნავს თოკო ქართული კალათბურთისთვის, ეს გულშემატკივრის გადასაწყვეტია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ უყვარს შენგელია ქართველ ქომაგს, მე ვარ ამაყი მშობელი.

მე ვიცნობ თოკოს, როგორც მიზანდასახულ ადამიანს და ვიცი, რომ ეს არ არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. იგი უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძვის".

• ზურა

ეხლა კოტეს მივმართავ,შენგელიას ნაირი ქართველი დქ პატრიოტი პირველ რიგში ქვეყნის და მერე ეროვნული ნაკრების ბევრი იყოს,, მეორე ის რომ გეტყობა კალათბურთის აზრზე არ ხარ და რა ხდება ევროლიგის და ფიბაში ეგეც არ იცი, და მესამე თუ ესე ძაან გული შეკტკივა ქართულ კალათბურთზე შეხედე რა ხდებზ ფედერაციაში დამერე ილაპარაკე პიროვნებაზე....

• gogi menabde

კოტე-ს. კოტე, როცა შენს მოსაზრებას გავეცანი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ გვაქვს ქართველებს საქმის "კარგად" კეთების (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა)უნარი და შესაძლებლობები. შენი ყოველი სიტყვა, აბსოლიტურ პოპულიზმზე და ურა პატრიოტიზმზეა აწყობილი. დარწმუნებული ვარ, შენს შვილს რომ ქონოდა ისეთივე ან უკეთესი კონტრაქტი, როგორც თოკოს აქვს, ეს აზრადაც არ მოგივიდოდა თავში, მაგრამ როგორც ყველა ურა პატრიოტი ქართველი, შენც აბსოლიტურად არაპროფესიონალურ მოსაზრებებს აფქვრევ. არა მგონია შენს საქმეში წარმატებული იყო. წარმატებულები ასე არ მსჯელონებ. თოკოს რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ, როგორც კლუბში, ისე უპირველესად ნაკრებში.

• მსქროლავი ტროლი

მოდით, თორნიკეს ნუ დავადანაშაულებთ იმ ჩათ-ხობაში, რომელიც ფიბ-ასა და ევროლიგის საკალათბურთო ბოსებმა ჩაიფიქრეს და რასაც ერთი კაცი ვერ შეეწინააღმდეგებოდა... მით უმეტეს, დარწმუნებული ვერავინ იქნება, რომ გერმანელებთან მარცხი ჩვენზე მეტად არ სტკივა და არც ის ვიცით, რას განიცდის... ალბათ, დაახლოებით იგივეს, რასაც ერაყსა და ავღანეთში გადაკარგული ქართველი სამხედროები განიცდიდნენ, როცა რუსები გორს ბომბავდნენ...

• valderrama

კოტე სისულელეებს ნუ წერ რა, ერთი შენ ხარ ისეთი პატრიოტი რომ საკუთარ რამეს დათმობდი საქართველოსთვის და მეორე კიდევ, არ არის ასე, დაიკიდე და წამოდი, პროფესიონალი კალათბურთელი ვერ მოიქცევა ეგრე, არცერთი გუნდი არ აიყვანს ეგეთს და მერე მაგრად გამოგადგება საქართველოს ნაკრებში. როცა უგუნდობის გამო ვერ ითამაშებს ამ დონეზე, პირველი შენ დაუწყებ გინებას და კარიერის დასრულების შემდეგ არავინ დაუფასებს კიდევ (საქმით დაფასებას ვგულისხმობ და არა სადღეგრძელოთი). ჯერ შევედაროთ თოკოს და სხვა ბიჭებს იმით, რაც გაკეთებული გვაქვს ქვეყნისათვის და მერე ვლანძღოთ თუ ასეთი მაგრები ვართ

• ირაკლ

ისეთი, კარგი დიპლომატიური ნათქვამია: "მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე." ეტყობა რომ შენგელია განვითარებული ინტელექტის ადამიანია, შემოქმედებითი პიროვნებაა.

• კოტე

ეჰ მეგობარო საქართველო უპირველეს ყოვლისა მაგისთვის აღარ არის. მაგის ადგილას რომ ვიყო სირცხვილით მოკვდებოდი იმიტომ რომ შენს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე პატრიოტი ბრუკლინში დაბადებული შავი კაცია. კაცია იმიტომ რომ გული და სული გადმოგვიბრუნა ქართველებს, მაშინ როცა "ქართველი პატრიოტებს" "ხელბორკილები დაადეს" და არ გამოუშვეს!!! შენგელიავ, შენ თუ კიდევ ქართველი ხარ და ქართულად ლაპარაკობ იმიტომ ხდება რომ შენი დიდი წინაპრები სამკვდრო სასიცოცხო ომში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და შენ როცა შენზეა დამოკიდებული შენი ქვეყნის აუსრულებელი ოცნება პირველად გავიდეს მსოფლი ჩემპიონატზე... ისე რა მოხდებოდა რომ დაგეკიდა ევროლიგა დაგხვრიტავდნენ? გუნდიდან გაგაგდებენ? და მერე რა თუ ასე მოხდებოდა უკეთეს გუნდში ვერ მოხვდებოდი ვიდრე შენი საყვარელი ბასკონიაა? არ ვიხმარ იმ სიტყვას რა ქვია მაგ საქციელს რომ არ დაბლოკონ ეს კომენტრარი და მაგის გამო არაა შენი ადგილი ამერიკაში... ისე თუ არ გაგიგია - გეტყვი რომ იმისთვის რომ საქართველო მსოფლიო თასზე გასულიყო (რაგბში) ლევან ცაბაძემ სიცოცხლის რისკის ფასად ტრამვირებული შებრუნდა თამაშში რითაც სათავე დაუდო ვაჟკაცობის და თავდადების მაგალითს და სანამ ქართული რაგბი იარსებებს მისი სახელი უკვდავი იქნება! შენ კი? - შენს ადგილზე სირცხვილით მოვკვდებოდი, მაშინ როცა შენს ნაკრებში ბრუკლინელი შავი კაცია შენზე პატრიოტი!!! ალავერდი შერმადინთან და ფაჩულიასთან...

• გია 55.

თოკო, მაგარი ხარ,მაგრამ დღეს როგორ დაგვაკლდი გერმანიასთან, რა კარგად ითამაშეს ჩვენმა ახალგაზრდა ბიჭებმა - ბერიშვილმა, დვალიშვილმა, ბოქოლიშვილმა. ერთ-ერთი მაინც რომ ყოფილიყავით ან შერმადინი ან შენ, ნამდვილად მოვიგებდით. ცენტრი არა გვყავს. მომავალში კონტრაქტში ჩააწერინეთ, რომ ეროვნულ ნაკრების თამაშებზე გაშვების უფლებით-თქო. შენ ისეთი მაგარი ხარ, იქით უნდა კარნახობდე რა ჩაწერონ კონტრაქტში. ბასკონიას ვგულშემატკივრობ, მაგრამ, საქართველო - უპირვერლეს ყოვლისა.

• გია 55.

თოკო, მაგარი ხარ,მაგრამ დღეს როგორ დაგვაკლდი გერმანიასთან, რა კარგად ითამაშეს ჩვენმა ახალგაზრდა ბიჭებმა - ბერიშვილმა, დვალიშვილმა, ბოქოლიშვილმა. ერთ-ერთი მაინც რომ ყოფილიყავით ან შერმადინი ან შენ, ნამდვილად მოვიგებდით. ცენტრი არა გვყავს. მომავალში კონტრაქტში ჩააწერინეთ, რომ ეროვნულ ნაკრების თამაშებზე გაშვების უფლებით-თქო. შენ ისეთი მაგარი ხარ, იქით უნდა კარნახობდე რა ჩაწერონ კონტრაქტში. ბასკონიას ვგულშემატკივრობ, მაგრამ, საქართველო - უპირვერლეს ყოვლისა.

პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობა და ქართველებით დატვირთული შაბათი

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა

7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო

ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით

ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება

კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა

ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს

უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა

7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა

ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია

ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას

"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი

"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს

[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს

სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს

ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]

თორნიკე შენგელიას მეუღლე სალომე ჯუღელი ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე [PHOTO]

ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ

მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა

ქორწილია, ქორწილი! - თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დანათესავდნენ [ფოტო]

თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)

მე და ჩემი გუნდი მზად ვართ - პაატა გურასპაულმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს

"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"

შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები