ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XXVIII ტური: თუ კლასი არ გაქვს... [VIDEO]

პრემიერლიგა. XXVIII ტური: თუ კლასი არ გაქვს... [VIDEO]

პრემიერლიგის უქმეებმა "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" გარეშე ჩაიარა. ამ ტურის თამაშს ისინი 1-ელ მარტს გამართავენ, მანამდე კი, გუშინ ლიგის თასის ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა...

ხოლო მათ გარეშე ასეთი ამბები მოხდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიბრუნა მეორე პოზიცია, რომელიც შაბათს "ლივერპულმა" დაიკავა, ხოლო "ჩელსიმ", ბოლოდროინდელი ჩავარდნის გადამკიდე, ჩემპიონთა ლიგის ზონა დატოვა, ოღონდ, დროებით თუ საბოლოოდ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა...

მანჩესტერ იუნ-ჩელსი

ამ თამაშს იმდენი ინტრიგა ახლდა, ახლა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველაზე ბოლო შტრიხი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირებათა სიმწვავეს შეემატა, უშუალოდ ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტეს შორის ცნობილი შეხლა-შემოხლა იყო...

თამაშის დაწყებამდე მწვრთნელებმა ერთმანეთს ცივად ჩამოართვეს ხელი, ისევე, როგორც თამაშის ბოლოს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, დიდი ვერაფერი - უფრო მეტი ბრძოლა, ვიდრე კრეატივი.

ასე იყო თუ ისე, "წითელმა ეშმაკებმა" დამსახურებულად გაიმარჯვეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვილიანის გოლით თავიდან "ჩელსი" გაიჭრა წინ. მატჩის გმირად კი იქცა რომელუ ლუკაკუ, რომელმაც პირველად გაუტანა თავის ყოფილ გუნდს.

ამას გარდა, მიმდინარე სეზონში ეს იყო ბელგიელი ფორვარდის პირველი გოლი ზოგადად "დიდი ექვსეულის" გუნდის კარში. და ლუკაკუს კიდევ ერთი გაბრწყინება - საგოლე პასი ჯესი ლინგარდს, ვისმა თავურმაც გამარჯვება მოუტანა "იუნაიტედს".

"ჩვენ დავამარცხეთ ჩემპიონი, რომელიც ფანტასტიკური გუნდია, - თქვა მოურინიომ. - ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს ამ გამარჯვებისთვის. "ჩელსის" ვერ მოუგებ, თუ კლასი არ გაქვს. თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, განსხვავებით მეტოქისგან, მაგრამ მერე ვიპოვეთ ჩვენი თამაში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა".

"ჩვენ გვქონდა ამ თამაშის მოგების შანსი, მაგრამ საბოლოოდ ხელში შეგვრჩა მარცხი. საუკეთესო გუნდი ხარ მაშინ, როცა ორივე ტაიმს თანაბრად თამაშობ და არა - მხოლოდ პირველ ნახევარს. ახლა ჩვენ უნდა მოვნახოთ ძალა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რათა დავიბრუნოთ ადგილი პირველ ოთხეულში. მჯერა, ჩემს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ", - ეს კი კონტეს სიტყვებია.

Video

25.02.18 მანჩესტერი - ჩელსი 2:1

ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირებიდან 2 მოუგო - ერთით მეტი, ვიდრე წინა 14 შეხვედრაში.

2015 წლის ნოემბრის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი.

2017 წლის აპრილის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო მატჩი, რომელშიც თავიდან იგებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ბოლო 35 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (20 მოგება, 14 ფრე).

ლივერპული-ვესტ ჰემი

ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იურგენ კლოპის გუნდმა კითხვის ნიშანი არ დატოვა "ვესტ ჰემთან" საშინაო მატჩში. რა თქმა უნდა, ეფექტური გახლდათ "ლივერპულის" ფრონტის ხაზი, თუმცა აღსანიშნავია ემრე ჯანის გოლიც, რომელიც მე-100 (ყველა ტურნირის ჩათვლით) იყო "წითლების" საამსეზონო დავთარში.

როგორ არ ვთქვათ მოჰამედ სალაჰზეც, ვინც ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა გოლი და საერთო ჯამშიც შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - ეგვიპტელი 31 პრემიერლიგურ გოლში (23 გაიტანა, 8 გაატანინა) მონაწილეობდა, რითიც ამ სეზონში ყველას აღემატება.

აიყვანა თუ არა კლოპმა "ლივერპული" ფორმის პიკზე და სადამდე შეიძლება წავიდეს ეს გუნდი, ამ კითხვაზე პასუხს მყარი არგუმენტები სჭირდება. დღევანდელი გადასახედიდან, სეზონის ბოლოსთვის პერსპექტივა ასეთია - მეორე ადგილი პრემიერლიგაში, რაც იმ ფონზე, რომ "ის ერთი" გუნდი, ობიექტურად, გაცილებით მაღლა დგას დანარჩენებზე, "ლივერპულისთვის" სერიოზული მიღწევა იქნება მოკლე სათადარიგო სკამის გათვალისწინებით.

მაგრამ ეს პერსპექტივა ჯერ დრომ უნდა გამოსცადოს, რადგან ამ სეზონში "ლივერპულმა" ერთი-ორჯერ უკვე "მოატყუა" ერთგული ქომაგი.

Video

24.02.18 ლივერპული - ვესტ ჰემი 4:1

ფაქტები

2012-13 წლების შემდეგ "ლივერპულმა" პირველად მოახერხა ერთი კონკრეტული ოპონენტის (ამ შემთხვევაში - "ვესტ ჰემის") კარში 4 (და მეტი) გოლის გატანა. ზემოთ ხსენებულ წლებში "ლივერპულმა" ეს "ნორვიჩის" წინააღმდეგ შეძლო.

დევიდ მოიესმა, როგორც მწვრთნელმა, აქამდე ვერ მოახერხა მოგება "ენფილდზე" "ევერტონის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "სანდერლენდის", ხოლო ახლა "ვესტ ჰემის" დამრიგებლის რანგში.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ლივერპულმა" 103 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" (111) ჩამორჩება.

მაიკლ ანტონიომ ("ვესტ ჰემი") "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

კრ. პალასი-ტოტენჰემი

"ტოტენჰემს" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა თანაქალაქელ "კრისტალ პალასთან" მატჩში, თუმცა მეტოქეს მხოლოდ ბოლო წუთზე გამოსტაცა გამარჯვება... და ვისი გოლით? რა თქმა უნდა, ჰარი კეინის. ალბათ, საგოლე პასის ავტორის გამოცნობაც არ გაგიჭირდებათ - დიახ, კრისტიან ერიქსენი, ვინც "ტოტენჰემის" ისტორიაში ამ მხრივ მხოლოდ დარენ ანდერტონს (67 საგოლე პასი) ჩამორჩება და უტოლდება აარონ ლენონს (45).

რაც შეეხება კეინს, მან კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით), მათ შორის, 134 - "ტოტენჰემის" მაისურით.

Video

25.02.18 კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 0:1

ფაქტები

"ტოტენჰემი", ყველა ტურნირის მასშტაბით, არ დამარცხებულა ბოლო 15 მატჩში. ეს არის ამ გუნდის უგრძესი სერია1999 წლის მარტის შემდეგ, როცა "დეზებმა" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.

"კრისტალ პალასს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩი, რაც როი ჰოჯსონის მწვრთნელობის პერიოდში (2017 წლის სექტემბრიდან) ყველაზე გრძელი მოუგებელი სერიაა.

"ტოტენჰემმა" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოუგო "კრისტალ პალასს", რაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"სტოკმა" პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ხოლო სეზონის სტარტიდან ყველაზე მეტი, 7 ავტოგოლი გაიტანა.

"ბორნმუთმა" 13 ქულა მოაგროვა იმ მატჩებში, რომლებსაც თავიდან აგებდა. მიმდინარე სეზონში ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი "ევერტონის" ანალოგიურ მაჩვენებელთან ერთად.

2012 წლის თებერვლის შემდეგ "ნიუკასლმა" პირველად ვერ შეძლო იმ თამაშის მოგება, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ 2-ბურთიანი სხვაობით იყო დაწინაურებული.

"უოტფორდმა" პრემიერლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში პირველად შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

უეინ რუნიმ ("ევერტონი") "უოტფორდთან" მატჩში 17-ჯერ დაკარგა ბურთი მოედნის ცენტრში.

"ევერტონმა" წააგო ზედიზედ მე-4 გასვლითი მატჩი, ხოლო უკანასკნელ 15 საგარეო დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.

"ბრაიტონმა" ინგლისის მთავარ ლიგაში პირველად შეძლო ერთ მატჩში 4 გოლის გატანა, ხოლო ზოგადად ინგლისური ლიგების მასშტაბით, პირველად - 2017 წლის თებერვლის შემდეგ (4:1 "ბარტონთან").

"ბარნლის" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩი (6 ფრე, 5 მარცხი). ეს არის ამ გუნდის უგრძესი წარუმატებელი სერია 2010 წლის იანვრის (12 მატჩში) შემდეგ.

"ჰადერსფილდმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე პრემიერლიგის სასტარტო ორი ტურის შემდეგ.

"ვესტ ბრომვიჩმა" ალან პარდიუს ხელმძღვანელობით 14 მატჩში მხოლოდ 8 ქულა (1 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება) მოაგროვა - ოთხით ნაკლები, ვიდრე მის მოსვლამდე.

პრემიერლიგა. XXVIII ტური

ლესტერი-სტოკი 1:1

გოლები: 0:1 შაქირი (23), 1:1 ბატლენდი (70-საკ. კარში)

ბორნმუთი-ნიუკასლი 2:2

გოლები: 0:1 გაილი (17), 0:2 გაილი (45+1), 1:2 სმიტი (80), 2:2 გოსლინგი (89)

ბრაიტონი-სუონსი 4:1

გოლები: 1:0 მიურეი (18-პენ), 2:0 მიურეი (69), 3:0 ნოკერტი (73), 3:1 დანკი (86-საკ. კარში), 4:1 ლოკადია (90)

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:1

გოლები: 1:0 ბარნსი (67), 1:1 გაბიადინი (90)

ლივერპული-ვესტ ჰემი 4:1

გოლები: 1:0 ემრე ჯანი (29), 2:0 სალაჰი (51), 3:0 ფირმინო (57), 3:1 ანტონიო (59), 4:1 მანე (77)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ემრე ჯანი - სალაჰი (87. სოლანკე), მანე (87. მორენო), ფირმინო (82. ლალანა).

ვესტ ბრომვიჩი-ჰადერსფილ. 1:2

გოლები: 0:1 ვან ლა პარა (48), 0:2 მუნი (56), 1:2 დოუსონი (64)

უოტფორდი-ევერტონი 1:0

გოლი: 1:0 დინი (80)

კრ. პალასი-ტოტენჰემი 0:1

გოლი: 0:1 კეინი (88)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, დაიერი, ბ. დევისი - ვანიამა, დემბელე (80. სონი) - ერიქსენი, ალი, ლამელა (66. ლუკას ლეივა) - კეინი.

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 2:1

გოლები: 0:1 ვილიანი (32), 1:1 ლუკაკუ (39), 2:1 ლინგარდი (75)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი - მაკტომინი, მატიჩი, პოგბა - ალექსის სანჩესი (81. ბაილი), მარსიალი (64. ლინგარდი), ლუკაკუ.

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი (78. ჟირუ), კანტე, დრინკუოტერი (81. ფაბრეგასი), ალონსო - ვილიანი, აზარი (73. პედრო) - მორატა.

ხუთშაბათი, 1-ლი მარტი

არსენალი-მანჩესტერ სიტი 23:45

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 23 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური

3 მარტი: ბარნლი-ევერტონი, ლესტერი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-სტოკი, სუონსი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ჰადერსფილდი, უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ნიუკასლი

4 მარტი: ბრაიტონი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-ჩელსი

5 მარტი: კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს

"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

"მერე რა, რომ მუნდიალზე არ ითამაშა?! იამალზე და კეინზე უკეთესი იყო და "ოქროს ბურთს" ხვიჩას მივცემდი" - ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა

სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს