ზეედორფი: ყველამ იცის, როგორ მიყვარს ბრაზილია

უკვე დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, კლარენს ზეედორფი "მილანს" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. სურინამული წარმოშობის ბრაზილიელს ივნისში უმთავრდება "როსონერისთან" კონტრაქტი და ჯერჯერობით, მის გახანგრძლივებას მხარეები არ ჩქარობენ - სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კლარენსი მართლაც ახლოს არის ლომბარდიის დედაქალაქის დატოვებასთან. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზეედორფით ბრაზილიური "კორინთიანსი" დაინტერესდა და უახლოეს პერიოდში, მას ოფიციალური წინადადებით მიმართავს. სამხრეთამერიკაში გადაბარგების პერსპექტივამ კლარენსი ერთობ მოხიბლა, რადგან როგორც თავად განაცხადა, ბრაზილიური ფეხბურთის დიდი მოყვარული და გულშემატკივარია. ამასთან, სწორედ ბრაზილიელი მეუღლე ჰყავს, რომელსაც დიდი ხანია სურს ქმართან ერთად სამშობლოში გადაცხოვრდეს. მოვუსმინოთ ჰოლანდიელს, რომელიც "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა:

"ბრაზილია, რომ ძალიან მიყვარს, ამის შესახებ ადრეც არაერთხელ მისაუბრია. თანაც, კარგად ვიცი, რომ იქაური ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონის არის და თავის გამოჩენა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, "კორინთიანსის" ინტერესი მსიამოვნებს და თუ შეთავაზება იქნება, სიამოვნებით განვიხილავ. ამასთან, ჩემს ცოლს ძალიან უნდა, რომ ბრაზილიაში გადავიდეთ საცხოვრებლად - მართალია, "ფლამენგოს" თავგადაკლული გულშემატკივარია, მაგრამ ოღონდ სამშობლოში დაბრუნდეს და მზად არის, "კორინთიანსის" მაისურით მიხილოს".

ზეედორფმა მიმდინარე სეზონზე, "მილანის" ასპარეზობასა და სასკუდეტო პერსპექტივაზეც ისაუბრა: "მართალია, ბრაზილიაში გადაბარგების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რეალურად, დღეს მხოლოდ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი და საზრუნავი - ამიტომ, კარგი იქნება თუ სეზონის დასრულებამდე სხვა ყველაფერს დავივიწყებთ. მართალია, სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ, მაგრამ ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი თავდაყირა დადგება. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს და სრული კონცენტრაცია - თითოეული დარჩენილი შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. არა მგონია, რომ მაგალითად ფლორენციაში მოგება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე მილანურ დერბიში გამარჯვება. თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო".

ზეედორფის "მილანიდან" აბარგებაზე ბევრი იწერება, თუმცა არანაკლებად აქტუალურია ფილიპ მექსეს "შავ-წითელთა" ბანაკში შესაძლო გადასვლის ამბავი. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, "რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რაც ფრანგისთვის საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ გარემო გამოიცვალოს. მართალია, ბოლო წლებში ამაოდ ვრცელდებოდა ასეთი ცნობები, მაგრამ ამჯერად, თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ იტალიის დედაქალაქის დატოვებას აპირებს: "ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ვაპირებ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "რომას" დავტოვებ კიდეც. "ჯალოროსი" ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის ამ გუნდის ქომაგად დავრჩები, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო და რაღაც შეცვალო. დარწმუნებული ვარ, რომ ისე კარგად ვერსად ვიგრძნობ თავს, როგორც "რომაში', მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიული მოტივაცია მამოძრავებს და მსურს, რომ გაცილებით უფრო მეტს მივაღწიო, ვიდრე აქ, ამ გუნდში შემიძლია".

მექსეს გამტყუნება ძალიან რთულია, რადგან საუკეთესო წლები სწორედ "რომას" შეალია და ამ პერიოდში, არც ერთი სერიოზული ტროფეი არ მოუგია. ბუნებრივია, რომ ტიტულების მოხვეჭა სურს და მზად არის, ის კომფორტი დათმოს, რომელიც "რომაში" აქვს შექმნილი. გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, დაცვის ბურჯი და შესაბამისად, გულშემატკივარები აღმერთებენ - სხვაგან ასეთ სითბოს და დაფასებას მოკლებული იქნება, მაგრამ თუ რომელიმე გრანდში გააგრძელებს კარიერას, ტიტულების მოხვეჭის გაცილებით მეტი შანსი მიეცემა. მართალია, "ჯალოროსი" მილიარდელმა ბიზნესმენმა ტომას დი ბენედეტომ იყიდა და კლუბში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს, მაგრამ როდის გამოიღებს ეს შედეგს, ძნელი სათქმელია. ფილიპის "მილანში" შესაძლო გადასვლის საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თავად ფეხბურთელს კი ამაზე შემდეგი პოზიცია აქვს: "ჩემი "მილანში" შესაძლო გადასვლაზე იმდენს ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა ასეც მოხდეს. ჯერერობით, ლომბარდიიდან არ მიმიღია შეთავაზება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში აუცილებლად მივირებ. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და გავრცელებული ინფორმაციები ამის ნათელი დფადასტურებაა. არ დავმალავ, "მილანი" ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, სადაც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი კარიერას".

ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს