ფიბას აღიარება: საქართველო – გერმანიის მატჩი დასწრების მხრივ მსოფლიოში მესამეა
საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების გუშინდელ მატჩში სპორტის სასახლე გაივსო. მაყურებელი ტრადიციულად გვერდში დაუდგა ჩვენს ნაკრებს და მხურვალედ უქომა ძლიერ მეტოქესთან უთანასწორო ბრძოლაში. ეს არ გამოჰპარვია ფიბას, რომლის ვებ-გვერდმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მაყურებელთა აქტივობას ცალკე სტატია მიუძღვნა.

მოგეხსენებათ, მუნდიალზე მოსახვედრად ყველა კონტინენტზე მიმდინარეობს საკვალიფიკაციო ტურნირები და გუშინ, ევროპასთან ერთად საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა ამერიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და ოკეანეთში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით თბილისური მატჩი სამეულში შევიდა. საქართველოსა და გერმანიის მატჩს ფიბა-ს ოფიციალური მონაცემებით 8 000 მაყურებელი დაესწრო, თუმცა ყველამ დაინახა, რომ სპორტის სასახლეში გაცილებით მეტი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ფიბას საიტზე გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც მთავარ ფოტოდ სავსე სპორტის სასახლე ერთვის, ასეა დასათაურებული:

მაყურებლები აგრძელებენ ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციოს მეორე ფანჯრის დროსაც

გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებთა მხურვალე მხარდაჭერას მსოფლი თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯრის მატჩებშიც აგრძელებენ. კვირას, მანილას „აზიის არენაზე“ ფილიპინების იაპონიაზე გამარჯვების მოწმე გახდა 10 000-ზე მეტი ფანი.

8 000 ადამიანი შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლეში G ჯგუფის საინტერესო: საქართველო – გერმანიის მატჩზე, თუმცა გულშემატკივარმა მასპინძელი გუნდის გამარჯვება ვერ იზეიმა.

ქალაქ პერმის დარბაზმა კი 7 500 გულშემატკივარი შეკრიბა, რომლებიც მოწმენი გახდნენ რუსეთის ეროვნული გუნდის ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გამარჯვების. რუსების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა მადლობა გადაუხადა ფანებს მხურვალე ქომაგობით მიღებული ენერგიისთვის, რამაც მის გუნდს ძალიან საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა. (აღვნიშნოთ, რომ ილიას ზუროსმაც დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივარს)

მაყურებელთა აქტიურობამ ითამაშა ასევე მნიშვნელოვანი როლი ფინეთის ნაკრებისთვის, რომელმაც 5 300 მაყურებლის თვალწინ ბოლო პერიოდში გატეხა ბულგარეთის წინააღმდეგობა და გაიმარჯვა.

ამასობაში, ქალაქ ნანსის დარბაზში 5 700 მაყურებელი შეიკრიბა და საფრანგეთის ნაკრებს მიყოლებით მეორე საშინაო გამარჯვება იზეიმა – ამჯერად ბელგიასთან.

ასევე სავსე იყო ქალაქ მონტერეის Gimnasio Nuevo Leon Unido-ს არენა, სადაც მექსიკამ პუერტო რიკოსთან 80:100 წააგო. შეივსო ბუენოს აირესის Carlos Guerrero Stadium-იც, რომელშიც ურუგვაიმ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა მასპინძელ არგენტინასთან.

კულმინაცია დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ქალაქ ჟოანიუს არენაზე 10 500-ზე მეტი მაყურებელი მივიდა ჩილეს ნაკრებთან მატჩზე დასასწრებად, რომელიც ბრაზილიელებმა მოიგეს და დაუმარცხებლად ლიდერობენ თავის ქვეჯგუფში.

მაყურებელთა ფანტასტიკური აქტივობის გაგრძელებაა სავარაუდო 26 თებერვალს ტრევიზოში, სადაც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ფანჯრის ბოლო, იტალია – ჰოლანდიის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

სოსო
ნსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს გულისხმობენ.
borgati
მსოფლიოში როგორ იქნება ნბას მატჩებზეა მაგდენი მაყურებელი საშუალოდ .
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89