23 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის X ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

სათამაშო დღემ აფხაზეთისა და სტუ-თელასის დაპირისპირებით აიღო სტარტი. დაძაბულ შეხვედრაში, "ენერგეტიკოსებმა" 4:2 სძლიეს სატურნირო ცხრილის აუტსაიდერს. გამარჯვებულთა შორის ორი გატანილი გოლით კახაბერ მაისაია გამოირჩა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

კახაბერ მაისაია, თელასი: " მართალია მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. გვქონდა ძალიან ბევრი მომენტი რომლის რეალიზებაც ვერ შევძელით. ნამდვილად რთული მატჩი იყო. მეტოქე პირველი ნახევრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და მოგება. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ გუნდს."

უხვგოლიანი გამოდგა ბსუ-სა და მართვეს დაპირისპირება. ბოლო ტურებში კარგად მოთამაშე "სტუდენტებმა", გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და 12:5 სძლიეს ქუთათურებს

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გოჩა გაბუნია, ბსუ: " უხვგოლიანი მატჩი იყო, ორივე გუნდი გახსნილ თამაშს ვთამაშობდით და ეს ანგარიშზეც აისახა. არცერთი გუნდი არ ვართ ფავორიტი. იყო მომემნტი, როდესაც მეტოქეზე უპირატესობა მოვიპოვეთ შემდეგ მოვეშვით და საპასუხოდ გოლებიც გავუშვით. მინდა წარმატება ვუსურვო მოწინააღმდეგე გუნდს."

ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, მიმდინარე გათამაშების რეკორდი მოხსნა თბილისისა და კოლხი-გულრიფშის დაპირისპირებამ, სადაც "დედაქალექელები" 5:15 განადგურდნენ მეტოქესთან და პლეი-ოფში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირეს. გამარჯვებულთა რიგებში ხუთი გოლი გაიტანა კოლხის ირანელმა ლეგიონერმა, ბაბაქ ალავერიქჰანმა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გოგლა ჭოხონელიძე, კოლხი: "თბილისი ძალიან კარგი გუნდია, ორი სეზონია ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ჩვენი გუნდი ტატიშვილთან მარცხის შემდეგ მოტივირებულები გავედით მოედანზე. მიხარია რომ საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. მინდა წარმატება ვუსურვო მეტოქეს.

უხვგოლიანი მატჩების შემდეგ, მეათე ტურის დასასრული, მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს, ჩემპიონატის ორი ფავორიტი და სატურნირო ცხრილში I-II ადგილზე მყოფი, აგორა და ტატიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა აგორას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. "ფინანსისტები" მატჩის მე-4 წუთზე, ჯანო გიორგაიამ დააწინაურა, რასაც "მედიკოსთა" მხრიდან საპასუხო გოლი 30-ე წუთზე მოყვა, გიორგი სილაგავამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ექვს წუთში გიორგაიამ დავით ბობოხიძის ბრწყინავლე გადაცემით კვლავ დააწინაურა თავისიანები და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით აგორა 25 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ ინარჩუნებს პირველობას და უახლოეს მდევარს სტუ-თელასს სამი ქულით უსწრებს. III-IV ადგილებს 21 და 20 ქულით, შესაბამისად ტატიშვილი და კოლხი იკავებენ.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ლაშა სიგუნავა, აგორა: "როგორც მოველოდით ურთულესი თამაში იყო,ტატიშვილი ძლიერი გუნდია შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და დაძაბული თამაში გამოვიდა, ყველა თამაშში რა თქმა უნდა მოსაგებად ვიბრძვით, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ფრეზეც კმაყოფილები ვიქნებოდით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და ის საჭირო ქულები მოვიპოვეთ და საკმაოდ კომფორტული უპირატესობა გვაქვს მოწინააღმდეგებთან. ჩვენი გუნდის მთავარი ნაკლი დღევანდელ შეხვედრაში საგოლე მომენტების რეალიზაცია იყო ასევე ცუდი ჯარიმები ავიღეთ, რასაც საპასუხოდ გოლი მოყვა."

ბექა ონიანი, ტატიშვილი: "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, მეორე ტაიმისთვის, პირველი ნახევარი აშკარად ჩავაგდეთ, მოგეხსენებათ გუნდში საკმაოდ დიდი საკადრო პრობლემები არის, ტრამვირებული მოთამაშეები გვყავს. მეტოქემ დაიმასახურა მოგება, ჭკვიანური და გააზრებული თამაში აჩვენა. მართალია მნიშვნელოვანი იყო ის სამი ქულა, რომელიც შეგვეძლო მოგვეპოვებინა, თუმცა ყველაფერი წინ არის. მინდა მივულოცო მოწინააღმდეგეს გამარჯვება."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა IX ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, მართვეს ფეხბურთელი, თამაზ გორგოძე გახდა.

23.02.2018.ფუტსალის ლიგა.X ტური

აფხაზეთი - სტუ-თელასი 2:4 (1:0)

გოლები: 19:57’ ჯანელიძე (1:0), 21:42’ წვერავა (1:1), 24:40’ ჯანელიძე (ს.კ 1:2), 27:51’ ი.მამაგულაშვილი (2:2), 29:46’ მაისაია (2:3), 39:00’ მაისაია (2:4)

გაფრთხილება: 15:47’ ს.ლომიძე (აფხ)

ბსუ (ბთ) - მართვე (ქუთ) 12:5 (6:4)

გოლები: 02:26’ ხინიკაძე (1:0), 02:56’ დოლიძე (2:0), 06:43’ ცეცხლაძე (3:0), 09:40’ გაბუნია (4:0), 10:53’ გაბუნია (5:0), 14:19’ ბერეჩიკიძე (5:1), 15:28’ ბერეჩიკიძე (5:2), 15:45’ გოგსაძე (5:3), 16:43’ ბერეჩიკიძე (5:4), 19:16’ გაბუნია (6:4), 20:29’ ჯალაღანია (7:4), 23:32’ გოგსაძე (7:5), 25:39’ ბროლაძე (8:5), 31:05’ ნინიძე (9:5), 33:49’ გ.მახარაძე (10:5), 35:27’ ცეცხლაძე (11:5), 39:04’ გ.მახარაძე (12:5)

გაფრთხილება: 14:02’ სალუქვაძე (ბსუ), 21:38’ ხინიკაძე (ბსუ)

თბილისი - კოლხი-გულრიფში 5:15 (2:8)

გოლები: 03:04’ გოგოხია (1:0), 08:21’ ალავერიქჰანი (1:1), 08:35’ ცხომარია (1:2), 11:52’ ალავერიქჰანი (1:3), 12:51’ ჭოხონელიძე (1:4), 13:49’ ჰოსეინზადე (1:5), 15:46’ ალავერიქჰანი (1:6), 16:32’ წოწკოლაური (2:6), 17:10’ ალავერიქჰანი (2:7), 17:24’ ცხომარია (10მ. 2:8), 21:29’ ცხომარია (2:9), 21:52’ ჰოსეინზადე (2:10), 23:33’ ანდღულაძე (2:11), 24:04’ ანდღულაძე (2:12), 26:06’ ჰოსეინზადე (2:13), 28:50’ კიკვაძე (3:13), 32:42’ მოსტაფაი (3:14), 34:18’ ალავერიქჰანი (3:15), 34:52’ კვანტალიანი (4:15), 39:37’ ჯანგავაძე (5:15)

გაფრთხილება: 03:23’ გიორგაძე (თბ), 08:34’ წოწკოლაური (თბ)

ტატიშვილი - აგორა 1:2 (0:2)

გოლები:03:57’ გიორგაია (0:1), 29:19’ სილაგავა (1:1), 34:5’ გიორგაია (1:2)

გაფრთხილება: 11:59’ დაჩანიძე (აგო), 23:56’ ექიზაშვილი (ტატ), 25:26’ სიგუნავა (აგო)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 15, ამირან ცხომარია (კოლხი) – 14, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი), ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) – 13

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK","ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა