ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატიმ", გასულ უქმეებზე უკრაინის ვიშა ლიგაში მორიგი მატჩი გამართა...

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატიმ", გასულ უქმეებზე უკრაინის ვიშა ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. წაგებისა და ფრის შემდეგ, ლვოველებმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება შინ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მოიპოვეს. ოლეგ კონონოვის გუნდმა ზაპოროჟიელები 1:0 დაამარცხა და 4 ქულის მოგროვებით გათამაშების ცხრილში მე-13-დან მე-9 საფეხურზე აინაცვლა. ამ მატჩის ბოლო წუთზე, არბიტრმა ლვოველთა ქართველ ფორვარდ სანდრო გურულს მეორედ უჩვენა ყვითელი ბარათი და მოედნიდან გააძევა. ეს ერთადერთი გოლი კი 55-ე წუთზე მცველმა არტემ ფედეცკიმ გაიტანა, რომელსაც უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც ირკვევა, ზაპოროჟიელებთან მატჩის პირველ ტაიმში ლვოველები დომინირებდნენ. მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას სათამაშოც დაუმატეს და ლოგიკურად დაწინაურდნენ კიდეც. გატანილი ბურთის შემდეგ, მეორე ტაიმის ბოლო20 წუთის განმავლობაში, "კარპატის" ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და დაცვით ტაქტიკაზე გადააწყვეს თამაში.

"ზესტაფონთან" მატჩამდე ლვოველებს ზაპოროჟიელთა წინააღმდეგ ფაქტობრივად გენერალური რეპეტიცია ჰქონდათ და უპრიანი იქნება მეტოქის შემადგენლობასაც გადავავლოთ თვალი:

ტლუმაკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ფედეცკი (81. პეტრივსკი), გოდვინი, ხუდობიაკი, კოჟანოვი (85. ბ. ბარანეცი), ოშჩიპკო (68. აველარი), გურული, ბატისტა.

ვებგვერდმა korrespondent.net-მა ლვოვის "კარპატიდან" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ გოლის ავტორი არტემ ფედეცკი შეიყვანა.

ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლვოველთა გუნდის თავკაცმა ოლეგ კონონოვმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა და მას ზესტაფონზეც დაეკითხნენ. როგორც ირკვევა, ზაპოროჟიელებთან "კარპატის" ამ მატჩს "ზესტაფონის" წარმომადგენელიც დაესწრო. თუმცა ლვოველთა თავკაცმა თადარიგი დაიჭირა, ბანსკა-ბისტრიცაში გააგზავნა წარმომადგენლები და მათაც "დუკლა"-"ზესტაფონის" მატჩი გადაიღეს.

"ზესტაფონისთვის" დასამალი არაფერი გვაქვს. გეგმას არ ვცვლი. ჩვენი გუნდი "ზესტაფონის" წინააღმდეგ სათამაშოდ ზუსტად მატჩის დღეს იქნება მზად და 3-4 დღით ადრე. ქართველების წინააღმდეგ ის გუნდი გავა მოედანზე, რომელიც მატჩის ბოლომდე სასურველი შედეგისთვის იბრძოლებს... მერე რა, რომ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ჩვენს თამაშს "ზესტაფონის" წარმომადგენელი დაესწრო? სლოვაკეთში ჩვენც გვყავდა წარგზავნილი წარმომადგენელი, რომელმაც "დუკლასთან" ქართველების თამაშის ჩანაწერი ჩამოგვიტანა. გარდა ამისა, მეტოქეზე ინფორმაციის შესაგროვებლად სხვა ინფორმატორებიც გვყავს. ასე რომ, "ზესტაფონზე" საკმარისი ინფორმაციას ვფლობთ და 29 ივლისის მატჩისთვის სათანადოდ მომზადებაც არ უნდა გაგვიჭირდეს".

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა