ქართველი ტყვიის მსროლელები სამხრეთ კორეაში, ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის მეორე გათამაშებაში გამოვლენ
ქართველი ტყვიის მსროლელები - ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე მაინც გაემგზავრნენ სამხრეთ კორეაში, სადაც ქალაქ ჩანჯოუში ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის მეორე გათამაშებაში გამოვლენ. რადიაციის შიშის გამო ჩვენებმა თითქოს გადაიფიქრეს იქ წასვლა, თუმცა საბოლოოდ მაინც გაემგზავრნენ.

რადიაციის საფრთხის გარდა, ჩვენებს კორეაში წასვლა მეტისმეტად დიდი გეოგრაფიული დაშორების და მოუხერხებელი კალენდრის გამოც არ სურდათ. მოგეხსენებათ, მარტის ბოლოს მათ სიდნეიში იასპარეზეს ანალოგიურ შეჯიბრებაში, აპრილში მსოფლიოს თასის რიგით მესამე გათამაშება ამერიკულ ფორტ ბენინგშია, ევროპაში კი ამ პრესტიჟული შეჯიბრების მხოლოდ მეოთხე გათამაშებაა, რომელიც ივნისში მიუნხენში ჩატარდება. პრაქტიკულად, ისე გამოდის, გაზაფხულზე ჩვენმა მშვილდოსნებმა ლამის მთელ მსოფლიოს უნდა შემოუფრინონ!

ჩვენებისთვის ერთი შეღავათი ის იქნებოდა, სიდნეიში გამოსვლის შემდეგ ან იქვე თუ დარჩებოდნენ ერთობლივ შეკრებაზე, ან - ამ მიზნით კორეაში გადავიდოდნენ. ავსტრალიური შეჯიბრების მონაწილეთა უმრავლესობა ასეც მოიქცა, მაგრამ ჩვენებმა სავიზო პრობლემები ვერ მოაგვარეს და თბილისში მოუხდათ დაბრუნება. დაგვეთანხმებით, 10-დღიან მონაკვეთში ლამის იმავე მანძილზე ასეთივე მგზავრობა დამღლელია. თან, რამდენადაც სალუქვაძისგან ვიცი, ეს შეჯიბრება არა თვით ჩანჯოუში, არამედ მისგან ორი საათის სავალზე ტარდება.

მოკლედ, ჯერ სეულში ჩაფრენა, იქიდან საკმაოდ შორი გზა ჩანჯოუმდე, მერე კი შეჯიბრების ადგილას ჩასვლა... ყველა ამ სირთულის გათვალისწინებით, ჩვენები ადრეც ფიქრობდნენ კორეული ტურნირის გამოტოვებას, ბოლო ხანებში კი ამას რადიაციის საფრთხეც დაემატა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ საშეჯიბრო პრაქტიკის გარდა იქ გამოსვლა ჩვენებს არაფერს შემატებს, რადგან ამ რანგის ტურნირიდან რა სარგებელიც შეიძლებოდა, სალუქვაძემ ყველაფერი სიდნეიში მიიღო - იქ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც დაიბევა და მსოფლიოს სუპერთასისაც. ამდენად, თითქოს ყველა წინაპირობა არსებობდა, კორეაში გამგზავრებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადაწყვიტეს - ისევ და ისევ სატურნირო პრაქტიკისთვის. თან თანხაც უკვე გადახდილი იყო... მართალია, ნაწილს კი დაიბრუნებდნენ, მაგრამ წასვლა ამჯობინეს, რადგან რადიაცია ჯერჯერობით იქ არც იმდენად საშიშია.

კორეაში ამ დუეტს მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძეც თან გაჰყვა. ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი ხვალ იწყება - დღეს სამედიცინო შემოწმება, გახსნის ცერემონიალი და სხვა საორგანიზაციო ფორმალობები ჩატარდება. ხვალვე იასპარეზებს ქადაგიძეც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში. ამავე იარაღით ქალთა შორის შეჯიბრება ზეგ ჩატარდება ანუ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი სალუქვაძეც ამ დღეს გამოვა, ხვალ კი ოფიციალურ ვარჯიშს ჩაატარებს. პნევმატური პისტოლეტით ქადაგიძე 11 აპრილს ისვრის, სალუქვაძე - 12-ში.

რაც შეეხება სასტენდო სროლას, იქ მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირი 19-28 აპრილს პეკინში ჩატარდება. იქ ჩვენგან მაია გუბიევა და დავით ქვათაძე ნამდვილად გამოვლენ, სავარაუდოდ, იქნება პავლე ლაკიაც, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე ძირითადად საკუთარი ხარჯებით დადის. ამ დღეებში გუბიევა და მისი მწვრთნელი თამაზ იმნაიშვილი ბაქოში წავიდნენ შეკრებაზე, რომელიც სწორედ პეკინისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. გუბიევა ლონდონის ოლიმპიადის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილედ განიხილება და აქცენტიც მასზე კეთდება. ალბათ, მას შანსი მართლაც აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ოლიმპიურ ციკლში ჩვენებურს ლიცენზიის მოპოვებამდე ორად ორი ქულა დააკლდა.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა