ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. I მატჩები: მოურინიოს მოწაფის, ანდრე ვილას-ბოასის "პორტუმ" რუსული "სპარტაკიდან", ქვა-ქვაზე არ დატოვა - 5:1 მოუგო
ევროპის ლიგაში პორტუგალიურმა კლუბებმა გაილაღეს - პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ორი მათგანი ცალი ფეხით ნახევარფინალშია, ერთსაც ამის ჩინებული შანსი აქვს.

ჟოზე მოურინიოს მოწაფის, 33 წლის ანდრე ვილას-ბოასის "პორტუმ" რუსული "სპარტაკიდან" ქვა-ქვაზე არ დატოვა - 5:1 მოუგო. მასპინძელთა თითქმის ყველა ფლანგური ჩაწოდება უკიდურესად სახიფათო იყო, "პორტუ" კი ერთობ ძლიერი და შეკრული კოლექტივის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაშინაც კი, როცა "სპარატაკი", თითქოს, უკეთ თამაშობდა (მატჩის დასაწყისში).

თამაშის გმირი პორტუგალიის მიმდინარე სეზონის ჩემპიონის ფორვარდი ფალკაოა, რომელმაც ევროპის ლიგაზე მეორე ჰეთ თრიკი შეასრულა. სამი გოლიდან ორი ფალკაომ ფანტასტიკური თავური დარტყმებით გაიტანა, ერთხელ კი დაუმუშავებლად ფეხით.

ამ თამაშზე ერთსაც ვიტყვით, ვალერი კარპინმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ჯანო ანანიძე და ალბათ სწორიც გააკეთა - ორიოდე დღის წინათ გამოჯანმრთელებული თინეიჯერის შეყვანა ასეთ თამაშში (როცა მეტოქეს უკვე ყველაფერი გამოსდიოდა), მისი გაწირვის ტოლფასი იქნებოდა. ვერ გეტყვით, აქვს თუ არა რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა საპასუხო თამაშს მოსკოვში, ალბათ არავითარი.

გასულ უქმეებზე "პორტუმ" ჩემპიონობა ასე ნაადრევად უშუალო კონკურენტის დამარცხებით გაინაღდა, "ბენფიკას" ვგულისხმობთ, რომელმაც წუხელ არანაკლები დღე აყარა ჰოლანდიურ პსვ-ს - 4:1. დუბლი შეასრულა არგენტინელმა სალვიომ, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარით თამაშობს. დანარჩენი ორი გოლიც არგენტინელების ანგარიშზეა, თუმცა მათი სახელები ბევრად მეტს გვეუბნება - პსვ-ს კარში აიმარმა და სავიოლამ გაიტანეს.

მართალია, არ მოუგია, მაგრამ "ბრაგამაც" ბრწყინვალე შედეგს მიაღწია - კიევში "დინამოს" 1:1 ეთამაშა, თანაც მეტოქეს ანდრეი შევჩენკო გაუძევეს, რომელიც საპასუხო მატჩში არ იქნება.

დაბოლოს, "ვილიარეალმა" 5:1 გადაურბინა ჰოლანდიის ჩემპიონ "ტვენტეს", დუბლი ბრაზილიელი ნილმარის ანგარიშზეა.

პორტუ (პორტუგალია)-სპარტაკი (რუსეთი) 5:1

პორტუ (4-3-3): ელტონი - ფუსილე, როლანდო, მაიკონი, ფერეირა - გუარინი (69. ბელუში), ფერნანდო, მოუტინიო - ჰალკი (80. კ. როდრიგესი), ფალკაო, ვარელა (72. ჯ. როდრიგესი).

სპარტაკი (4-4-1-1): დიკანი - კ. კომბაროვი, სუხი, როხო, მაკეევი (86. იაკოვლევი) - მაკგიდი (68. ძიუბა), კარიოკა, იბსონი, დ. კომბაროვი - ალექსი - ველიტონი.

გოლები: 1:0 ფალკაო (37), 2:0 ვარელა (65), 3:0 მაიკონი (70), 3:1 კ. კომბაროვი (71), 4:1 ფალკაო (84), 5:1 ფალკაო (92)

მაყურებელი: 38 209

ბენფიკა (პორტუგალია)-პსვ (ჰოლანდია) 4:1

ბენფიკა (4-3-1-2): რობერტო - პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, კოენტრაო - სალვიო, ხ. გარსია, გაიტანი (78. ხარა) - აიმარი (78. პეიშოტო) - სავიოლა, კარდოსო (90. მენეზესი).

პსვ (4-3-3): ისაკსონი - მანოლევი, მარსელო, ბოუმა, პიეტერსი (72. ვუიტენსი) - ჰატჩისონი, ბაკალი, ენგელაარი - ლენსი, ბერგი (79. ლაბიადი), ჯუჯაკი.

გოლები: 1:0 აიმარი (37), 2:0 სალვიო (45), 3:0 სალვიო (52), 3:1 ლაბიადი (80), 4:1 სავიოლა (94)

მაყურებელი: 60 026

ვილიარეალი (ესპანეთი)-ტვენტე (ჰოლანდია) 5:1

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო (71. კაპდევილა), მუსაჩიო, კატალა (82. კიკო) - ბ. ვალერო (79. კანი), მარჩენა, ბრუნო, კასორლა - ნილმარი, როსი.

ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - დუგლასი, ვიზგერჰოფი, ონიევუ, ტიენდალი - როსალესი, ბრამა (77. ლანდზაატი), იანსენი - რუისი (60. ჩადლი), დე იონგი (32. იანკო), ბაირამი.

გოლები: 1:0 მარჩენა (22), 2:0 ბ. ვალერო (43), 3:0 ნილმარი (45), 4:0 როსი (55), 5:0 ნილმარი (80), 5:1 იანკო (91)

მაყურებელი: 22 000

დინამო (უკრაინა)-ბრაგა (პორტუგალია) 1:1

დინამო (4-4-2): შოვკოვსკი - სილვა, ხაჩერიდი, იუსუფი, პოპოვი - გუსევი, ერიომენკო, ვუკოევიჩი, იარმოლენკო - კრავეცი (46. შევჩენკო), მილევსკი.

ბრაგა (4-5-1): არტური - მ. გარსია, კაკა, პაულაო (46. კუსტოდიო), სილვიო - ალანი, ვანდინიო, სალინო (74. მოსორო), ვიანა, პაულო სესარი - ლიმა (83. მეიონგი).

გოლები: 1:0 იარმოლენკო (6), 1:1 გუსევი (13 ს.კ.)

გაძევება: შევჩენკო (61)

მაყურებელი: 16 000.

მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო
[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?