მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ჩარსლტონში, მაიამის სუპერტურნირის გამარჯვებული ვიქტორია აზარენკა კი მარბელიაში იმარჯვებს
ამ კვირას მიმდინარე ტურნირების წარდგენისას აღვნიშნეთ, რომ ქალთა შეჯიბრებების შემადგენლობა უფრო წარმომადგენლობითი იყო - ჩარლსტონსა და მარბელიაში თამაშობენ მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი და წინა კვირას მაიამის სუპერტურნირის გამარჯვებული ვიქტორია აზარენკა.

ვოზნიაცკი ზედიზედ მესამედ თამაშობს ჩარლსტონში. ის მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში და 57 წუთში გაანადგურა ირინა ფალკონი. დანიელს საკმაოდ საინტერესო მეტოქე ჰყავდა. საინტერესო იმ მხრივ, რომ 20 წლის ჩოგბურთელი ამერიკის მოქალაქეა, დაბადებულია ეკვადორში, აქვს იტალიური გვარი და რუსული სახელი. თუმცა ასეთი მიქსტი ფალკონის ვერ დაეხმარა და მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ წაგლიჯა მეტოქეს.

ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა თავისი პირველი გამარჯვებისთვის ვოზნიაცკიზე ერთი წუთით მეტი დახარჯა და ბრძოლას გამოთიშა პატრისია მეირი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიელმა ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ელენა იანკოვიჩი ასევე ორ სეტში გაუსწროდა ტამირა პაჩეკს, რუსმა ნადეჟდა პეტროვამ საათზე ნაკლები დახარჯა ედინა გალოვიტცის დასამარცხებლად, ხოლო ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება დანიელა ჰანტუხოვამ მოიპოვა, რომელმაც მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო რუს ევგენია როდინას.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი მარიონ ბარტოლისა და საბინ ლისიცკის მატჩში მოხდა. გერმანელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორედ ჩარლსტონში დაუბრუნდა კორტს და მაშინვე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი დამარცხება შეძლო. თანაც ეს ძალიან იოლად მოახერხა. გერმანელმა ჯამში ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ოთხის რეალიზაცია შეძლო.

მარბელიაში მეორე წრე დაიწყო. მთავარმა ფავორიტმა ვიქტორია აზარენკამ ორ სეტში მოუგო ესპანელ არანჩა პარა-სანტონხას. ეს უკანასკნელი მთლად უშანსოდ არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე აკლდა. თავის მხრივ, ბელარუსმა რვა ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა. ასევე იოლად გადალახა მეორე წრის ბარიერი ანაბელ მედინა გარიგესმა, რომელმაც ორ პარტიაში მოუგო ივეტ ბენეშოვას.

ისევ მოიგეს რუსებმა - დინარა საფინამ და სვეტლანა კუზნეცოვამ, მაგრამ ამისთვის კვლავ რთული ბრძოლების გადატანა მოუხდათ.

ტურნირზე უაილდ-ქარდით მოხვედრილმა საფინამ კარიერაში მესამედ მოუგო ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას. რუსმა ამ მატჩში რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ ბრეიკ-პოინტების გამოყენებით აჯობა მეტოქეს (შვიდი ოთხის წინააღმდეგ). რაც შეეხება კუზნეცოვას, მან ზედიზედ მეორე სამსაათიანი შეხვედრა ჩაატარა - ამჯერად უნგრელი აგნეს შავაის დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეხუთედ რუსმა გაიმარჯვა.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...