პატრიკ კუტრონე "მილანის" შემადგენლობაში საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გამოჩნდა. 20 წლის ფორვარდი მეტოქის კარს, როგორც დამშეული ცხოველი ისე უტევს. "როსონერის" პრიმავერას ყოფილი წევრი, საჭირო დროს საჭირო ადგილასაა.

კუტრონე მეხსიერება მხოლო ორი რამეა - "მილანი" და გოლების გატანა. მან ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში ქალაქ კომოს გუნდში დაიწყო, სადაც იგი დაიბადა. 3 წლის შემდეგ მისი თავი ლომბარდიელთა სკაუტებმა შეამჩნიეს და "მილანში" წაიყვანეს.

მანამდე, სანამ კუტრონე "როსონერის" ძირითად გუნდში გადავიდოდა, მან პრიმავერას შემადგენლობაში 67 შეხვედრა ჩაატარა და თავი 47 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

მისი მონაცემებით კუტრონეს ხშირად შავ-წითელთა ლეგენდალურ ფეხბურთელს, ფილიპო ინძაგის ადარებენ. მისი ბოლო გატანილი გოლის შემდეგ კლუბის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა:

"კუტრონე იქაა სადაც ბურთია და საიდანაც გოლი უნდა გაიტანოს. იგი ამით ფილიპო ინძაგის მაგონებს".

თავად კუტრონე კი ინძაგისთან შედარებაზე ამბობს: "ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც პიპოს მადარებენ. იგი დიდებული და ლეგენდალური ფეხბურთელი იყო. მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ ინძაგის დონემდე ბევრი მიკლია".

იტალიაში მას ზედმეტსახელი, "კუტროგოლი" უკვე შეარქვეს. მისი დებიუტი კი "როსონერის" ძირითად გუნდში 2017 წელს შედგა. მან შეძლო და უკან ჩამოიტოვა ისეთი ფორვარდები, როგორებიც ანდრე სილვა და ნიკოლა კალინიჩი არიან.

პატრიკი, ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ უფრო გაიხსნა. ვინჩენცო მონტელა უფრო ნიკოლა კალინიჩს ენდობოდა და ახალგაზრდა ფორვარდს ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდა, "მამაცი გულის" ეპოქაში კი, პირიქითაა.

ამ დროისთვის მას "მილანის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.

ის "როსონერისთვის" ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და მას გუნდის ერთ-ერთ მომავალ ლიდერას მოისაზრებენ.

20 წლის ფორვარდი იმედია ასევე იტალიის ნაკრებისთვისაც. "სკუადრა აძურას" ახლადდანიშნულმა დროებითმა დამრიგებელმა ლუიჯი დი ბიაჯომ განაცხადა, რომ მას გამოიძახებს და იგი დიდი ტალანტია.

კუტრონეს კი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს ელის. "მილანის" მეტოქე ჰომ მისი მოსისხლე მტერი - "ინტერი" იქნება.

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
Golden Boy 2018-ის პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"ფიორენტინამ" პატრიკ კუტრონე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ფილიპო ინძაგი: პიონტეკი ძალიან მომწონს, თუმცა არც კუტრონე უნდა დავივიწყოთ
"ვულვზი" "მილანის" თავდამსხმელით გაძლიერდა
"ვულვზი" "მილანის" თავდამსხმელს იმატებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
იგუაინი: იბრაჰიმოვიჩი? - "მილანს" ხომ კუტრონე ჰყავს